როგორ დავწეროთ ესე

კარგი ესეს დაწერა არ არის მარტივი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას სიამოვნებისათვის კი არა, დავალების შესრულების მიზნით ვწერთ. ბევრისათვის ეს მოსაწყენი და უსიამოვნო პროცესიამოგვწონს, თუ არა, ყველას გვიწევს ესეს დაწერა სკოლაში, ეროვნულ გამოცდებზე, უნივერსიტეტსა თუ სხვა ოფიციალურ გარემოში
გქონიათ შემთხვევა, როცა ერთხელ ძალიან კარგი ესე დაწერეთ და საკუთარი თავისაც გაგიკვირდათ,  მაგრამ მეორედ საერთოდ კატასტროფულ შედეგი მიიღეთ? ალბათ. ამასთან, იტვით, რომ გააჩნია, რის შესახებ მოგიწიათ წერა.  რა თქმა უნდა, ბევრია დამოკიდებული კონკრეტულ თემაზე და მისადმი ჩვენს ინტერესესა და კომპეტენციაზე, მაგრამ არასტაბილურად წერა, ამ პროცესში ჩვენი ზედმეტი ნერვიულობა და დისკომფორტი სხვა რამეზე მიუთითებს. ესეს წარუმატებლობის ხშირი მიზეზებია:
  • მივიჩნევთ უსიამოვნო მოვალეობად და შინაგანად არ გვინდა წერა;
  • არ ვიცით, როგორც ვწეროთ;
  • ესეს სტრუქტურას არ ვიცავთ;
  • ყოველ ჯერზე ვცდილობთ ახალი ველოსიპედის გამოგონებას და ვკარგავთ დროს და ენერგიას;
  • არ ვუდგებით თემას კრიტიკულად;
  • არ ვართ შემოქმედებითი.
კარგად წერა ნიჭია. ყველა ჰენრი ვერ იქნება. თუმცა არსებობს მარტივი წესები, რაც უკეთ წერაში დაგვეხმარება. როცა ამ წესებს გავითავისებთ, წერის პროცესი იოლთან ერთად მეტად სასიამოვნო  გახდება.
  1. განაწყვე შენი თავი წერისათვის
როცა რაიმეს კეთება არ გინდა და თავს აიძულებ, შენი შინაგანი მე არ ტყუვდება. თუ შენი გონება ესეს წერას უსიამოვნო და მომაბეზრებელ საქმიანობასთან ასოცირებს, უკვე ცუდი სასტარტო პოზიცია გვაქვს. როცა რაიმე მაინც შენი გასაკეთებელია, არ სჯობს, სახალისო გახადო? შეიქმენი შესაბამისი დადებითი განწყობა: ჩართე სასიამოვნო მუსიკა, მოიმარაგე სასუსნავები, აიღე კალამი და მოემზადე კარგი ესეს დასაწერად.
  1. რა? რატომ? როგორ?
კარგი ესე უნდა პასუხობდეს კითხვებს: რა? რატომ? როგორრა არის თემის პრობლემატიკა და მთავარი აზრირატომ არის ეს თემა პრობლემატურ-აქტიუალური და როგორ შეგვიძლია ამ საკითხის მოგვარება ან გადაჭრა.
  1. ესე, როგორც ამბავი: რა შემიძლია ვთქვა ამ თემაზე?
კარგად გაიაზრე ესეს სათაური და თემატიკა ზემოთ ჩამოთვლილი კითხვებიდან გამომდინარე. რამდენიმე წუთი დაუთმე იმაზე ფიქრს, თუ რა ასოციაციებს იწვევს თემა შენში და რაზე შეგიძლია ისაუბრო. წარმოიდგინე, რომ საუბრობ მეგობართან/საკუთარ თავთან და გამოთქვამ შენს მოსაზრებას. ესე ხომ სხვა არაფერია, თუ არა კარგად ორგანიზებული და გამართული ამბავი, ისტორია. ნუ გაართულებ, შეხედე მარტივად. შავ ფურცელზე ჩამოწერე თემასთან დაკავშირებული ყველა იდეა, წინადადება, ფრაზა, .., რაც გონებაში გაგიელვებს.
  1. შეადგინე გეგმა
დაკვირვებით გადაიკითხე შავ ფურცელზე ჩამოწერილი მოსაზრებები და ამოარჩიე რამდენიმე საკუთესო. ესე უნდა იყოს მოკლე და მოქნილი. ნუ დაწერ ზომაზე მეტს. ისაუბრე იმაზე, რაც ყველაზე მეტად ერგება თემას და რაზეც უფრო კარგად და დამაჯერებლად შეგიძლია წერა.
  1. ააწყვე სტრუქტურა და წერე თანმიმდევრულად
სტანდარტულ  ესეს 3 ძირითადი კომპონენტი აქვს: შესავალი, მთავარი ნაწილი და დასკვნაშესავალი მთავარ იდეას აფიქსირებს და განსაზღვრავს ესეს მიმართულებას. ეცადე, შესავლის პირველი წინადადება საინტერესო იყოს, რათა მკითხველის ყურადღება თავიდანვე მიიპყრო. ამ წინადადების შემდეგ  კი მოკლედ დააფიქსირე ესეს მთავარი სათქმელი.
ესეს მთავარი ნაწილი შესავალში დაფიქსირებულ პოზიციას ამყარებს და აზუსტებს. მთავარი ნაწილი შესაძლოა შედგებოდეს 2 ან 3 პარაგრაფისაგან (ესეს მოცულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, დაემატოს პარაგრაფების რაოდენობა). მთავარ ნაწილში მოგყავს ის არგუმენტები, მაგალითები, სტატისტიკა, .., რაც გეგმაში გქონდა გაწერილი. გახსოვდეს, რომ მთავარი ნაწილი არ უნდა ასცდეს შესავალში დაფიქსირებულ პოზიციას და თემის იდეა არ უნდა გაგექცეს. შესაძლებელია, შენივე დაფიქრსირებულ პოზიციას მთავარ ნაწილში კრიტიკული არგუმენტიც დაუპირისპირო, მაგრამ შემდგომ აუცილებლად მოიყვანე მეტი და ძლიერი მაგალითები შენი თავდაპირველი პოზიციის განსამტიკიცებლად.
 აქაც ეცადე აბზაცები საინტერესოდ დაიწყო. იყავი ანალიტიკური, შემოქმედებითი და წინადადებიდან  წინადადებაზე ლოგიკურად გადადი. ყოველი ახალი აბაზაცი ახალი სათქმელის დასაწყისია, მაგრამ თან ეხმიანება წინას. ასე, ნელ-ნელა იკვრება ესეს სტრუქტურა.
დასკვნა ესეს შემაჯამებელი და ბოლო ნაწილია. შეაჯამე მთავარ ნაწილში გამოთქმული მოსაზრებები,  მოახდინე შესავლის პერეფრაზირება და საბოლოოდ დააფიქსირე შენი პოზიცია თემასთან დაკავშირებით.
წერე ქრონოლოგიურად თემის სტრუქტურის საფერხურებიდან გამომდინარე. პირდაპირ დასკვნას ნუ დაწერ. დაიწყე შესავლით, გადადი მთავარ ნაწილზე და შემდგომ შეჯამებაზე.
  1. მოიყვანე არგუმენტები და მაგალითები
ესე თქვენი მოსაზრების დაფიქსირებაა. თუმცა, თუ გადაწყვეტ დამტიკცებას, რომ,  მაგალითად, მარსზე სიცოცხლეა, შესაბამისი არგუმენტების მოყვანაც უნდა შეგეძლოს. გამოიყენე ცნობილი ადამიანების შეხედულებები ამ საკითხზე, გაიხსენე დოკუმენტური ფილმები, ნასას კვლევები და სხვა. ამით შენს ესეს, პროფესიონალიზმსა და დახვეწილობას შესძენ.
  1. გამართე გრამატიკულად და ორთოგრაფიულად
შედევრიც რომ დაწერო, თუ გრამატიკულად  და ორთოგრაფიულად  გაუმართავი იქნება, ფასი ეკარგება. უნდა იცოდე ენა, რომელზეც წერ. გრამატიკის ცოდნა სავალდებულოა.
  1. გადაიკითხე კრიტიკული თვალით
წერის დასრულების შემდეგ ტექსტი დაკვირვებით გადაიკითხე, გაასწორე შეცდომები (ელექტონულად ბეჭდვის დროს, გამორჩენილი ასოები), სასვენი ნიშნები, დახვეწე სტილისტურად და მიეცი საბოლოო სახე.
         აღნიშნული რჩევები დაგეხმარება ესეს უკეთ და გაცილებით მარტივად წერაში.
წყარო: https://edu.aris.ge

ამ რჩევების გათვალისწინებით გთავაზობთ  მერვე კლასელების მიე დაწერილი ესეების ნიმუშებს.

 სსიპ ნუგზარ ჭანტურიას სახელობის ქ. საგარეჯოს  მეორე საჯარო სკოლა
ლიზი ასთავიშვილი,  8 კლასი

                    ესე:                 ჰიტლერი: დიქტატორი თუ პატრიოტი

ყველაფერს, რაც ამ ქვეყნად არსებობს ორი მხარე აქვს: დადებითი და უარყოფითი.
არ შეიძლება რაიმე მოვლენა მხოლოდ ერთი კუთხით შევაფასოთ. საჭიროა მეტი ინფორმაცია და არგუმენტი, რათა კრიტიკულად შეფასდეს პოლემიკის თემა.
ჰიტლერი-ისტორიული პიროვნება, დიქტატორი, რომელმაც სრულიად შეცვალა სამყარო. რატომღაც ყველა უარყოფით ადამიანად წარმოაჩენს. ეს ალბათ II მსოფლიო ომის ვითარებებიდანაა განპირობებული. სწორედ ომმა დაამჩნია ჰიტლერს მოუშორებელი ლაქა. თუმცა მას ჰქონდა დადებითი მხარეებიც, რაც, ჩემი აზრით, მსოფლიომ უნდა გაიცნოს.
დაიბადა 1889 წლის 20 აპრილს ავსტრია-უნგრეთის ქალაქ ინის-ბრაუნაში, ხოლო გაიზარდა ქალაქ ლინცთან ახლოს. მას ძალზე რთული ბავშვობა ჰქონდა, ვინაიდან მისი დედა მეორედ გათხოვდა ებრაელ მამაკაცზე, რომელიც ჰიტლერს ხშირად სცემდა და აწამებდა. ალბათ, სწორედ ამიტომ სძაგდა ებრაელთა მოდგმა. იგი მართლაც გამორჩეული სისასტიკით ეპყრობოდა მათ. გენოციდიც კი გამოაცხადა, რამაც ათასობით და ათიათასობით ებრაელი იმსხვერპლა. იგი მათზე ატარებდა ცდებს და დაკვირვებებს.
ადოლფ ჰიტლერის რეფორმებით თუ ვიმსჯელებთ, იგი იყო დიქტატორი. გერმანიაში მან ერთპარტიული მმართველობა დაამყარა. ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის ლიდერი თავადვე გახლდათ. მისი მთავარი მიზანი იყო გერმანიის, როგორც სამხედრო, ისე ტერიტორიული და ეკონომიკური გაძლიერება. თუმცა გერმანიისათვის ნამდვილი პატრიოტი იყო. ჩემი აზრით, ზედმეტადაც კი იმიტომ, რომ მისი ეს სიყვარული ხალხისადმი სისასტიკეში გადადიოდა. მან გადაწყვიტა უმუშევრობის აღმოფხვრა და ამიტომ,  დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები(მუშები, გლეხები...) დაასაქმა. ჰიტლერმა შექმნა ,,სახალხო ავტომობილის“-,,ვოლკსვაგენის“ პირველი ესკიზი.
ფიურერმა ნაცისტური იდეოლოგია დაამყარა გერმანიაში, რომელიც გერმანელების განსაკუთრებულობისა და გამორჩეულობის დამტკიცებას ემსახურებოდა. გერმანელები არიული რასის წარმომადგენლები იყვნენ. ჰიტლერის მიზანი იყო, რომ გერმანია ყველაფერში წარჩინებული ყოფილიყო.
II მსოფლიო ომის დასაწყისში გერმანიას ყველაზე ძლიერი ჯარი და შეიარაღება ჰქონდა. რომ არა არასწორი ტაქტიკა და გერმანელთა დაუმორჩილებლობა, II მსოფლიო ომის გამარჯვებული გერმანია იქნებოდა. ომის დამთავრებისას, როცა ჰიტლერმა გააცნობიერა რომ დასახულ მიზნებს ვერ აღწევდა და გააცნობიერა ისიც, რომ სიკვდილი ელოდა, ცოლთან ერთად თავი მოიკლა.
ჩემი აზრით, ჰიტლერის ეს სისასტიკე მისმა მძიმე წარსულმა და გამოვლილმა გზამ განაპირობა. რომ არა ეს შავი ლაქა, შესაძლოა ჰიტლერი დღეს დადებითად შეეფასებინათ. ჰიტლერი დიქტატორიც იყო და პატრიოტიც, ვინაიდან მან თავისი სიყვარული სამშობლოს მიმართ გადაზარდა პოლიტიკურ რეჟიმში-დიქტატურაში.

                                                                                                      21. 03. 2017 წელი



Comments