ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი

სსიპ ნუგზარ ჭანტურიას სახელობის
                                                                         ქ.  საგარეჯოს N 2 საჯარო სკოლა
                                                                                   მასწავლებელი ნათია მეკოკიშვილი
 ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა


ინტეგრირებული საგნები: ისტორია, ქართული

თემა: ისტორია – ილიას ეპოქა, სახელმძღვანელო:  საქართველოს ისტორია 9 კლასი, გამომცემლობა „ კლიო“.

ქართული – ილია ჭავჭავაძე „სარჩობელაზედ“, სახელმძღვანელო: ქართული ენა და ლიტერატურა 9 კლასი,  გამომცემლობა „მერიდიანი“.

სწავლების საფეხური და კლასი : საბაზო,  IX კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა: 30 მოსწავლე.

განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი:    სსსმ მოსწავლე არ გვყვავს.

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა: აღნიშნული გაკვეთილი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს ისტორიაში ნასწავლი მასალა დააკავშირონ ქართულში ნასწავლ  მასალასთან, პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. ისტორია კი საშუალებას მისცემთ შეძლებისდაგვარად ახსნან ისტორიული მოვლენების მიზეზები და გაანალიზონ შედეგი,  შეძლონ ისტორიული პროცესის სხვადასხვა კუთხით (პოლიტიკური, სოციალური,  კულტურული, ) დანახვა; ისტორიულ მოვლენაზე და პიროვნებაზე განსხვავებული ინტერპრეტაციების არსებობის  მიზეზების დადგენა,  განსხვავებული ახსნა-განმარტებების შედარება და შეფასება,  გააკეთონ ლოგიკური დასკვნები, ხაზი გაუსვან საგანთაშორის დამოკიდებულებებს, ყურადღება გაამახვილონ  ნაწარმოებში ასახული მასალის ისტორიულ ინტერპრეტაციაზე,  ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი,  ყოველივე ეს კი ხელს უწყობს მოსწავლეებს განუვითარდეთ ისეთი უნარ ჩვევა, როგორიც არის:
·         პოზიციის შემუშავება კრიტიკა და დაცვა
·         თანამშრომლობა
·         ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება;
·         მწერლის შემოქმედების გააზრება სუბიექტური  და ობიექტური ფაქტორების       გათვალისწინებით;
·         ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარება.

აღნიშნული გაკვეთილი წარმოადგენს იმ დამხმარე რესურს კოლეგებისათვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან, ჩაატარონ ინტეგრირებული გაკვეთილები და გამოიყენონ არსებული მასალა მოცემულ თემასთან დაკავშირებით.

გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით):
ისტორია:  მოსწავლე შეძლებს:  ფაქტებისა და მოვლენების ისტორიულ ინტერპრეტაციას,  იმსჯელებს  საგარეო ფაქტორების როლზე,  ქვეყნის ისტორიაში. შეძლებს, პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის  გააზრება და სხვადასხვა საკითხებს  შორის  კავშირების  დადგენას,  თანამშრომლობას,  მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარებას.
ქართული ენა და ლიტერატურა:  მოსწავლე შეძლებს:  ლიტერატურულ  ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბებასა  და  მის  არგუმენტირება;  ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
შედეგი:  გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები დისკუსიის ფონზე გააკეთებენ დასკვნებს,  თუ რა როლს ასრულებს საგარეო ფაქტორები ქართული სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებზე. დააკავშირებენ ისტორიაში ნასწავლ ფაქტებს ლიტერატურაში განხილულ მოვლენებთან . ჯგუფური მუშაობის ფონზე,  ლიტერტატურული ნაწარმოების დახმარებით გაანალიზებენ ეპოქის მანკიერ მხარეებს და  განსაზღვრავენ პიროვნების როლს აღნიშნულ ეპოქაში,   წერილობით და დოკუმენტურ   მასალაზე დაყრდნობით  შეაფასებენ ეპოქის დადებით და უარყოფით მხარეს.

ეროვნული  სასწავლო  გეგმით განსაზღვრული  მისაღწევი  შედეგები

ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითსტრუქტურები.

ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  აანალიზს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.

ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის  შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.



აქტივობები:
1.      ჯგუფური მუშაობა
2.      ჯგუფური დისკუსია                                          
3.      კითხვა-პასუხი
4.      სქემები
5.      მინი ლექცია
6.      ესე.
7.      პრეზენტაცია

 საგანმანათლებლო რესურსები:


1.      პროექტორი.
2.      თაბახის ფურცლები. 
3.      დოკუმენტური ფილმი.
4.      მასწავლებლის მიერ მომზადებული სლაიდ შოუ. 
5.      ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო.
6.       ისტორიის სახელმძღვანელო.
7.       ბარათები.
8.      მასწავლებლის საკითხავი მასალა
9.      უცხო სიტყვათა ლექსიკონი.




მასწავლებლის საკითხავი მასალა

ილია ჭავჭავაძე –  ეპოქის მიმოხილვა

   მე–19 საუკუნის დასაწყისი საქართველოსათვის საშინელი მოვლენით აღინიშნა, საქართველოში დამყარდა რუსული მმართველობა, ჯერ ქართლ– კახეთის , ხოლო შემდეგ იმერეთის სამეფოსა და  იმ დროს არსებულ ქართულ სამეფო სამთავროებში ადგილობრივი ხელისუფლება ლიკვიდირებულ იქნა. დაიწყო დაუსრულებელი პროცესი რუსიფიკაციისა, რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლებამ არ იკმარა ის რომ ქართველი ერი დატოვა  სახელმწიფოებრიობის გარეშე და შეეხო საქართველოს სამოციქულო ეკლესიასაც, 1811 წელს ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია გაუუქმა, მიუხედავად ქართველი ერის გმირული ბრძოლისა რუსული იმპერიული მმართველობის პირობებში მაინც არ ჩანდა რეალურად ის ძალა, რომელიც იბრძოლებდა დაკარგული ეროვნული ღირსების აღსადგენად. 1832 წლის შეთქმულებიდან მოყოლებული მე–19 საუკუნის 60–იან  წლებამდე ქართველი ერი შეგუებული იყო რუსულ მმართველობას, საჭირო იყო ისეთი ძალის გამოჩენა, რომელიც შეძლებდა და გააღვიებდა თითქოსდა  ჩამქრალ ეროვნულ სულისკვეთებას ხალხში.

უცხო სიტყვათა ლექსიკონი


კონფორმიზმი – არსებულ  რეჟიმთან  პასიური  შეგუება. ( სამოქალაგო განათლების ლექსიკონი)

კოსმოპოლიტიზმი – იდეოლოგია, რომელიც  უარყოფს  ეროვნულ თვითმყოფადობას,  ქადაგებს  სამშობლოსადმი გულგრილობას. ( სამოქალაქო განათლების ლექსიკონი).

სინოდი   საეკლესიო ადმინისტრაციული მმართველობის  უმაღლესი  ორგანო რუსეთში 1721–1917 წლებში . ( ვიკიპედია).

კოლონია – ქვეყანა, რომელსაც სხვა სახელმწიფომ ძალმომრეობით ჩამოართვა პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა. ( ვიკიპედია).

ავტოკეფალია  –  ეკლესიის დამოუკიდებლობა ( ვიკიპედია)

 შენიშვნა: ლექსიკონი  გამოკრულია  დაფასთან, აგრეთვე მოსწავლეებს  აქვთ ჯგუფებშიც.



წინასწარი  ცოდნა. მოსწავლეებს შეუძლიათ ფაქტებისა და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება,  განსაზღვრავენ პიროვნების როლს შესაბამის ეპოქაში, კითხულობენ ტექსტს და ფლობენ ანალიზის უნარს,  შეუძლიათ მოცემული მასალიდან ლოგიკური დასკვნების გამოტანა, იციან წყაროზე,  ცხრილებზე და სქემებზე მუშაობა. ფლობენ  ინტერნეტის მოხმარების უნარ–ჩვევას.




თანმიმდევრობა: (აქტივობა და დრო)
გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთი.

მიზანი:   ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია.
შედეგი : გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები დისკუსიის ფონზე გააკეთებენ დასკვნებს.
შედეგი: ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.


აქტივობა 1. კლასის ორგანიზების , თემის სათაურისა და გაკვეთილის მიზნების გაცნობის შემდეგ  2  წთ, მასწავლებელი კლასს მიმართავს შეკითხვით, რატომ ეწოდა ილიას მოღვაწეობის პერიოდს ილიას ეპოქა? ისტორიაში ბევრი წარმატებული ადამიანი გვყავს, მაგრამ  ეპოქას მათი  სახელით ვერ ვცნობთ რა დაიმსახურა ილიამ ? მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს პასუხების ნუსხას.  დრო 1  წთ.
სავარაუდო პასუხები:
მან ადგილი თითქმის ყველა სფეროში დაიმკვიდრა, ის იყო მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ბანკირი, განათლების სფეროს უდიდესი ხელშემწყობი, ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის სულის ჩამდგმელი.
 აქტივობა 2.  მიზანი: ისტორია:  მოსწავლე შეძლებს:  ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაციას, იმსჯელებს  საგარეო ფაქტორების როლზე,  ქვეყნის ისტორიაში.
შედეგი: ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურები.

 შეკითხვის გამყარების და ეპოქის გაანალიზების მიზნით  მასწავლებელი  კლასს  უჩვენებს ფილმს ილია ჭავჭავაძე, ფილმი წარმოადგენს დოკუმენტურ მასალას, სადაც საუბარია ილია ჭავჭავაძის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ,  გაანალიზებულია საქართველოს პოლიტიკური ვითარება.  დოკუმენტური ფილმების სერია : პეპლის ეფექტი 8 სერია.:     1–  7  წთ.  ფილმი იხილეთ ლინკზე


ფილმის ჩვენების შემდეგ მასწავლებელი სთხოვს  მოსწავლეებს,  გამოყონ  ილია ჭავჭავაძის ეპოქის,  ქართული სახელმწიფოს,  მმართველობითი სტრუქტურების დადებითი და უარყოფითი მხარე და შეავსონ  ცხრილი,  2  წთ.


                                                               ილიას ეპოქის სახელმწიფო
                            
დადებითი
უარყოფითი





 სავარაუდო პასუხი: მოსწავლეები გამოყოფენ დადებით მხარედ  ილიას აქტიურ მოღვაწეობას ეროვნული თვითშეგნების ამაღლების საქმეში, ხოლო უარყოფით მხარედ გამოყოფენ, იმ არასაკმარის ბრძოლის მეთოდებს, რომელიც ილიას ეპოქაში ქართული  სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში აღინიშნებოდა.

 აქტივობა 3 . მიზანი: ისტორია: მოსწავლე  შეძლებს, პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გააზრება და სხვადასხვა საკითხებს შორის კავშირების დადგენას,

შედეგი: ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

 მიზანი: ქართული ენა და ლიტერატურა: მოსწავლე შეძლებს:  ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკის მიმართ  საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბებასა  და მის არგუმენტირება;
შედეგი:  ქართ. IX. 6.  მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

    საკითხის უკეთ გაანალიზებისა და დაკონკრეტების თვალსაზრისით,  მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს  შეკითხვით, როგორ გახდა ილია ჭავჭავაძე თავისი ეპოქის ადამიანი?  სად  ვლინდება ყველაზე მეტად მისი ნიჭი? მოსწავლეები ასახელებენ ილიას ნაწარმოებებს,  ყურადღებას ამახვილებენ  მოთხრობა
 „ სარჩობელაზედ, “ გამოყოფენ ნაწარმოებეში ახსნილ გულისტკივილს, რომელიც ეპოქის მანკიერ მხარეზე მიუთითებს.  მასწავლებელი სლაიდ შოუს მეშვეობით აანალიზებს ნაწარმოებ  „ სარჩობელაზედ“  ტექსტის  მონაკვეთებს,    სლაიდების დაპაუზების ფონზე მიმდინარეობს დისკუსია, მოსწავლეები მსჯელობენ ნაწარმოებში ასახულ მნიშვნელოვან დეტალებზე  და აკავშირებენ  მოვლენებს ისტორიულ  ფაქტებთან.  დრო 4   წთ.  სლაიდ შოუ იხილეთ ლინკზე:



აქტივობა 4. იმისათვის, რომ ილიას ეპოქა თანამედროვეთა თვალითაც შეფასდეს მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ჯგუფურ  მუშაობას.     დრო დავალებისათვის  7  წთ,  პრეზენტაციისათვის  3 წთ.
      კლასი წინასწარ  დაყოფილია ჯგუფებად, სულ არის ოთხი ჯგუფი. ჯგუფებში მოსწავლეები თანაბარი სიძლიერით არიან გადანაწილებულები. თითოეულ უფს აქვთ წინასწარ გამზადებული ბარათები სადაც მოცემული დავალება ინტეგრირებული საგნების ინტერესიდან გამომდინარეა შედგენილი. (შეჯერებული) ბარათების დარიგების და მასწავლებლის მითითების შემდეგ  ოთხივე ჯგუფი ერთდროულად იწყებს დავალების შესრულებას .

ჯგუფი 1  მიზანი . ისტორია მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარებას.
ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითსტრუქტურები.

მიზანი.  ქართული ენა და ლიტერატურა.  პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება  და  მის  არგუმენტირება.

შედეგი:   ქართ. IX. 6.  მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

დავალება:1

ილია ჭავჭავაძე XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული საზოგადოების შესახებ.
გაანალიზეთ ქვემოთ მოცემული წყაროები და შეავსეთ ცხრილი:
1.      „ხალხსა და ერს მხოლოდ ხორციელის ცხოვრების ნატვრა ჰქონდა. ქვეყანა ლუარსაბ თათქარიძეებით აივსო, რუსეთუმეებმა დაამშვენეს ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება და საზოგადოებრივი სამსახურის ასპარეზი.“
2.      „ჩვენი  თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“.
გაანალიზეთ,  როგორ გესმით გამოთქმა:  ქვეყანა რუსეთუმეებით აივსო?  რას გულისხმობს ილია გამოთქმაში, “ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ , დაახასიათეთ საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა აღნიშნულ ეპოქაში და შეავსეთ ცხრილი:

საუკუნე
მმართველობის ფორმა– პოლიტიკური რეჟიმი
საქართველოს მდგომარეობა
საზოგადოებრივი აზრი აღნიშნულ ეპოქაში




სავარაუდო პასუხები: 1) მეცხრამეტე საუკუნე , 2) ცარიზმის რუსიფიკატორული პოლიტიკა, 3)  საქართველოს წართმეული აქვს დამოუკიდებლობა. სახელმწიფოს სათავეში მთავარმართებელია,  რომელიც რუსულ საქმეს აკეთებს  4) ქართველი ერი სასოწარკვეთილია, ის ბრძოლის მეთოდებს ეძებს.
ჯგუფი 2. მიზანი: ისტორია . მოსწავლე  შეძლებს, პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გააზრება და სხვადასხვა საკითხებს შორის კავშირების დადგენას,
შედეგი:  მოსწავლეები  გაანალიზებენ ეპოქის მანკიერ მხარეებს და  განსაზღვრავენ პიროვნების როლს აღნიშნულ ეპოქაში.


დავალება 2
გრიგორ ყიფშიძე ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ.
არც ერთი  შესამჩნევი  საზოგადო მოვლენა ისე არ ჩაივლიდა, რომ ილიას არ მიეღო ასეთი თუ ისეთი მონაწილეობა, როცა კი საქართველოს ცხოვრებაში დიდი რამ წუთი დამდგარა, უთუოდ ის შიგ შუაგულში  მდგარა და უტვირთნია როლი წინამძღოლისა, საზოგადოებრივი აზრის ხელძღვანელისა, თითქოს პაპია რომისა, თითქოს მამამთავარია დაობლებული საქართველოსი.
როგორი ბრძოლის მეთოდს იყენებს ილია ჭავჭავაძე?  რომელ თქვენთვის მნიშვნელოვან სახელმწიფო მოღვაწის ბრძოლას შეადარებთ ილიას ბრძოლის მეთოდებს? დაასახელეთ  პიროვნება , რომლის ბრძოლაც ილიას ბრძოლას მოგაგონებთ , გამოყავით მსგავსი თვისებები და შეავსეთ  T  დიაგრამა.

                         ილია




სავარაუდო პასუხი:  ცოტნე დადიანი, სოლომონ დოდაშვილი,  რომელთაც თავისი ქცევით  და პატრიოტული  სულისკვეთებით , იარაღის გარეშე დანერგეს ბრძოლის მეთოდები.
ჯგუფი 3  მიზანი. ქართული ენა და ლიტერატურა. მოსწავლე შეძლებს ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
შედეგი: ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.


დავალება 3
"მართლა და, ჩვენი ბებერი პეტრე რა შუაში უნდა იყოს?...სწორედ ასეთი მრავლისმომცველი ფრაზით დაასრულა ილია ჭავჭავაძემ თავისი ნაწარმოები. ამ ნაწარმოებში გამოკვეთილია რამდენიმე საზოგადოებრივი პრობლემა, რომელიც საჭიროა გავითავისოთ და მოვძებნოთ მათი გადაჭრის გზები. ვინ არის დამნაშავე ძმების მდგომარეობაში და რამ გამოიწვია მათი ასეთი გაბოროტება? თქვენი აზრით რატომ მივიდა ქართველი ხალხი ასეთ მდგომარეობამდე? ჩამოაყალიბეთ  საკუთარი აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შეავსეთ  ვენის დიაგრამა.

პეტრე                             ახალგაზრდა ძმები






სავარაუდო პასუხი:  ორი განსხვავებული თაობა, ორი ეპოქისაგან დაზარალებული მხარე, ორივეს სხვადასხვა ტკივილი აწუხებთ, თუმცა, ორივე მხარეს ქართველობა და სიმართლის ძიების მოლოდინი აერთიანებთ.
     ჯგუფი  4  მიზანი: ისტორია . მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარება.
შედეგი: ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  აანალიზს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
 მიზანი: ქართული ენა და ლიტერატურა. მოსწავლე შეძლებს ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
შედეგი: ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.

დავალება 4.

1907 წელს ილია ჭავჭავაძე მოკლეს, ნაწარმოებ “ სარჩობელაზედ“  ბოლო ეტეპი ახალგაზრდის სიკვდილით  სრულდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ  ეპოქამ მოკლა ორი ადამიანი?  ნაწარმოებ „სარჩობელაზედ“ დაყრდნობით  გაანალიზეთ ეპოქა და  გამოკვეთეთ, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს დამნაშავედ ეპოქა, თუ ადამიანები?  საგარეო ფაქტორები ახდენს თუ არა გავლენას  სახელმწიფოს განვითარებაზე? დროის ხაზზე აღნიშნეთ ილიას განვლილი გზის მნიშვნელოვანი ეტაპები.

ილიას განვლილი გზა

 





სავარაუდო პასუხები:  როგორც ეპოქა აყალიბებს ზოგადად გარემოს და ადამიანთა ცხოვრების წესს, ისე ადამიანები თავისი ქმედებით ქმნიან ეპოქას, აღნიშნულ შემთხვევაში დამნაშავეა, როგორც ეპოქა ისე ადამიანი.  ილიას განვლილი გზის მნიშვნელოვანი ეტაპებია, წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება, გაზეთ  „ივერიის“  დაარსება,  „საადგილმამულო“  ბანკის დაარსება, თერგდალეულთა დასის ჩამოყალიბება და სხვა.
თემის შეჯამება:  1 წთ.
მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს კითხვით:  ეპოქა ქმნის ადამიანებს , თუ ადამიანები ქმნიან ეპოქას, მოსწავლეები აკეთებენ  თავისი  ხედვით არჩევანს და ასაბუთებენ.
აქტივობა 5. მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს  საშინაო დავალებას, დაწერონ მომდევნო გაკვეთილისათვის ესე თემაზე:  „ილიას მკვლელობა – ეპოქის , თუ ადამიანების დანაშაული“ . მოსწავლეები იცნობენ ესეს შეფასების რუბლიკას, იციან მისი კრიტერიუმების შესახებ, დრო 1 წთ.

 შეფასება:   

მოსწავლეები ფასდებიან განმსაზღვრელი, განმავითარებელი შეფასებით, კომენტარით, პრეზენტაციის, დისკუსიის  და  ჯგუფური მუშაობის რუბრიკებით.  დრო 8 წთ.  ( იხ. დანართი 1 და 2, 3, 4, 5.)




გამოყენებული ლიტერატურა.

1.      ისტორია 9 კლასი, გამომცემლობა „ კლიო“
2.      ქართული ენა და ლიტერატურა, 9 კლასი გამომცემლობა „ მერიდიანი“
5.      ილიას უმაშტაბობა ანუ– „პეტრე“ როგორც ქართული ფენომენი
www. Sazogadoeba.ge/index.php?po
6.      საქართველოს ისტორია. ალექსანდრე  ბენდიანაშვილი

















დანართი 1. ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
1–4
5–6
7–8
9–10
თანამშრომლობა
ჯგუფის წევრები არ თანამშრომლობენ ერთმანეთტან არ ასრულებენ დავალებას
ჯგუფის წევრების ნაწილი თანამშრომლობს ერთმანეთთან და ნაწილი ასრულებს დავალებას
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ ერთმანეთთან მაგრამ ყველა არ მონაწილეობს დავალების შესრულებაში
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ ერთმანეთთან  და ყველა ასრულებს დავალებას
ორგანიზება
ჯგუფი არ არის ორგანიზებული
ჯგუფი სუსტად ორგანიზებულ
ჯგუფის წევრების უმრავლესობა ორგანიზებულია
ყველა ჯგუფის წევრი ორგანიზებულია
კრიტიკული შეკითხვები
ჯგუფი ვერ იცავს თავის ნაშრომს, ვერ პასუხობს კრიტიკულ შეკითხვებს
ჯგუფი ნაწილობრივ ართმევს თავს კრიტიკულ შეკითხვებს


ჯგუფის წევრების უმრავლესობა  ართმევს თავს კრიტიკულ შეკითხვებს
ჯგუფის წევრები კარგად პასუხობენ  ყველა კრიტიკულ შეკითხვას
დროის ლიმიტის დაცვა
ჯგუფი ვერ იცავს დროის ლიმიტს
ჯგუფის წევრების მცირე ნაწილი იცავს დროის ლიმიტს
ჯგუფის წევრების უმრავლესობა იცავს დროის ლიმიტს
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს



















დანართი 2.   პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
1–4
5–6
7–8
9–10
საინტერესო შესავალი
შესავალი არაეფექტურია, აზრი ჩამოუყალიბებელი
შესავალი არაეფექტურია, აზრი არ არის კარგად ჩამოყალიბებული
შესავალი ეფექტურია,
 აზრი არა არის
 ბოლომდე კარგად
ჩამოყალიბებული
შესავალი ეფექტურია,
 აზრი მკაფიოდ
ჩამოყალიბებულია
პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება
ვერ აყალიბებს პრობლემის გადაჭრის გზებს
პრობლემის გადაჭრის გზებს სუსტად აყალიბებს
ნაწილობრივ აყალიბებს
 პრობლემის გადაჭრის
გზებს , მაგრამ აკლია
დამაჯერებლობა
აყალიბებს პრობლემის
 გადაჭრის გზებს,
სტრატეგია
დამაჯერებელია
საუბარი
ენობრივად გაუმართავია, ხშირი შეცდომებით
ენობრივად ნაწილობრივ გაუმართავია, მცირე შეცდომებით
ენობრივად გამართულია
მცირე შეცდომებით


ენობრივად გამართულია,
 დაცულია პუნქტუაციის
ნიშნები


აუდიტორიასთან კონტაქტი
ვერ ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან
ნაწილობრივ ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან, მაგრამ არა ეფექტურია
ამყარებს აუდიტორიასთან კონტაქტს, ნაწილობრივ იპყრობს აუდიტორიის ყურადრებას


ამყარებს აუდიტორიასთან
კონტაქტს, სრულად
იბყროს აუდიტორიის
ყურადრებას.




დროის ლიმიტი


არ  იცავს დროის ლიმიტს


უჭირ დროის ლიმიტის დაცვა


საკმარისად იცავს დროის ლიმიტს


ზუსტად იცავს დროის
ლიმიტს



 


 დანართი 3      ესეს შეფასების რუბრიკა



კრიტერიუმები
1–4
5–6
7–8
9–10
მიზანი, კვლევის ძირითადი იდეის ჩამოყალიბება
კვლევის მიზანი არ არის განსაზღვრული
აქვს იდეა მაგრამ ვერ აყალიბებს კვლევის ძირითად მიზანს
მიზანი განსაზღვრულია , თუმცა ბოლომდე არ არის კარგად ჩამოყალიბებული


მიზანი განსაზრვრულია, კვლევის ძირითადი იდეა ჩამოყალიბებული



ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავია
ენობრივად ნაწილობრივ გაუმართავია მცირე შეცდომებით
ენობრივად გამართულია მცირე შეცდომებით
ენობრივად გამართულია



შეთავაზებული მოსაზრებების  არგუმენტებითა და მაგალითებით გამყარება
არ აქვს საკუთარი პოზიცია, ვერ ამყარებს არგუმენტებით


აქვს მცირე მოსაზრება, მაგრამ ვერ ამყარებს არგუმენტებით



შეთავაზებული მოსაზრებები არგუმენტირებულია მცირე შეცდომებით



შეთავაზებული მოსაზრებები არგუმენტებითა და მოსაზრებებით კარგად არის გამყარებული
აუდიტორიასტან კონტაქტი
ვერ ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან
ნაწილობრივ ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან, მაგრამ  არაეფექტურია
ამყარებს აუდიტორიასთან კონტაქტს ნაწილობრივ იბყრობს აუდიტორიის ყურადღებას
ამყარებს აუდიტორიასთან კონტაქტს, სრულად იბყრობს აუდიტორიის ყურადრებას


დასკვნები
ვერ აკეთებს დასკვნებს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით
ნაწილობრივ აკეთებს დასკვნებს მაგრამ არა ეფექტურია
აკეთებს დასკვნებს, მაგრამ აკლია  დამაჯერებლობა
კარგად აკეთებს დასკვნებს, სრულად დამაჯერებელია





                   დანართი 4           დისკუსიის შეფასების ცხრილი

მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
2
მსჯელობს არგუმენტირებულად
2
აკეთებს დასკვნებს
2
იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით)
2
კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
2



დანართი 5     განმავითარებელი შეფასება.
1.      ყოველთვის მნიშვნელოვნად განავრცობს ძირითად საკითხს სხვა მოსაზრებებზე დაყრდნობით.
2.      ყოვეთვის პატივს სცემს სხვის მოსაზრებებს და იზიარებს მათ.
3.      საუბარში ნათლად და მკაფიოდ აყალიბებს შეხედულებებს
4.      ჩართულია სამუშაოს შესრულების პროცესში და სწორად ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.
5.      ეფექტურად იყენებს მონაცემებს ვიზუალური მასალიდან.
6.      დისკუსიის დროს მის არგუმენტებში ჩანს მტკიცება.


                                                             
                                                                                ნ. მეკოკიშვილი

                                                                                      2017 წელი


                                ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია
საგანი: ისტორია                      მასწავლებელი : ნათია მეკოკიშვილი             
      2017  წლის 2 მაისს  ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი,  ინტეგრაცია განხორციელდა ისტორიასა და ქართულში , თემებზე:  ისტორია:  ილიას ეპოქა, ქართული: სარჩობელაზედ,     გაკვეთილი განკუთვნილი იყო მე–9  კლასისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით საგნების  მიხედვით განსაზღვრული მისაღწევი შედეგებია :
ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურები.

ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.

ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის  შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
თემების  ილიას ეპოქა და სარჩობელაზედ, ინტეგრაცია გამოიწვია  ისტორიაში ნასწავლი მასალის  დაკავშირებამ ქართულში ნასწავლ  მასალასთან, პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. ისტორია კი საშუალებას მისცემთ შეძლებისდაგვარად ახსნან ისტორიული მოვლენების მიზეზები და გაანალიზონ შედეგი,  შეძლონ ისტორიული პროცესის სხვადასხვა კუთხით (პოლიტიკური, სოციალური,  კულტურული, ) დანახვა; ისტორიულ მოვლენაზე და პიროვნებაზე განსხვავებული ინტერპრეტაციების არსებობის  მიზეზების დადგენა,  განსხვავებული ახსნა-განმარტებების შედარება და შეფასება,  გააკეთონ ლოგიკური დასკვნები, ხაზი გაუსვან საგანთაშორის დამოკიდებულებებს, ყურადღება გაამახვილონ  ნაწარმოებში ასახული მასალის ისტორიულ ინტერპრეტაციაზე,  ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი,  რაც ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიც არის:
·        პოზიციის შემუშავება კრიტიკა და დაცვა
·        თანამშრომლობა
·        ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება;
·        მწერლის შემოქმედების გააზრება სუბიექტური  და ობიექტური ფაქტორების       გათვალისწინებით;
·        ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარება.

    გაკვეთილის მიზნები შემდეგნაირად დავსახე: ისტორია:  მოსწავლე შეძლებს:  ფაქტებისა და მოვლენების ისტორიულ ინტერპრეტაციას,  იმსჯელებს  საგარეო ფაქტორების როლზე,  ქვეყნის ისტორიაში. შეძლებს, პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის  გააზრება და სხვადასხვა საკითხებს  შორის  კავშირების  დადგენას,  თანამშრომლობას,  მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარებას.
ქართული ენა და ლიტერატურა:  მოსწავლე შეძლებს:  ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბებასა  და  მის  არგუმენტირება;  ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
    იმისათვის, რომ მოცემული გაკვეთილის მიზანი მიღწევადი ყოფილიყო, გამოვიყენე მოსწავლეების წინარე ცოდნა. მოსწავლეებს შეუძლიათ ფაქტებისა და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება,  განსაზღვრავენ პიროვნების როლს შესაბამის ეპოქაში, კითხულობენ ტექსტს და ფლობენ ანალიზის უნარს,  შეუძლიათ მოცემული მასალიდან ლოგიკური დასკვნების გამოტანა, იციან წყაროზე,  ცხრილებზე და სქემებზე მუშაობა. ფლობენ  ინტერნეტის მოხმარების უნარ–ჩვევას. ავირჩიე სწავლების შემდეგი სტრატეგიები - მოსწავლეებს შევთავაზე ჯგუფური მუშაობა, ჯგუფური დისკუსია, კითხვა-პასუხი,  სქემები,  მინი ლექცია ,  პრეზენტაცია. მოცემული გაკვეთილისათვის რესურსებიც შესაბამისად შევარჩიე, ესენია:

1.      პროექტორი.
2.      თაბახის ფურცლები. 
3.      დოკუმენტური ფილმი.
4.      მასწავლებლის მიერ მომზადებული სლაიდ შოუ. 
5.      ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო.
6.       ისტორიის სახელმძღვანელო.
7.       ბარათები.
8.      მასწავლებლის საკითხავი მასალა
9.      უცხო სიტყვათა ლექსიკონი.
                გაკვეთილის სცენარი შემდეგნაირად დავგეგმე:
გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთი. ყოველ აქტივობას ახლავს თავისი შესაბამისი მიზანი და შედეგი, რათა  უფრო თვალნათელი გახდეს დასახული მიზნისა და მისაღწევი შედეგების თანხვედრა.  კლასის ორგანიზების თემის სათაურისა და გაკვეთილის მიზნის გაცნობის შემდეგ, დრო 2 წთ. აქტივობა 1 საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვის მიზნით კლასს მივმართე შემდეგი კითხვით: რატომ ეწოდა ილიას მოღვაწეობის პერიოდს ილიას ეპოქა? ისტორიაში ბევრი წარმატებული ადამიანი გვყავს, მაგრამ  ეპოქას მათი  სახელით ვერ ვცნობთ რა დაიმსახურა ილიამ ? მოსმენილი პასუხების ნუსხა დაფაზე ჩამოვწერე.  დრო  1 წთ.
აქტივობა 2.  მიზანი: ისტორია:  მოსწავლე შეძლებს:  ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაციას, იმსჯელებს  საგარეო ფაქტორების როლზე,  ქვეყნის ისტორიაში.
შედეგი: ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურები.

 შეკითხვის გამყარების და ეპოქის გაანალიზების მიზნით    კლასს  ვუჩვენე  ფილმი ილია ჭავჭავაძე, ფილმი წარმოადგენს დოკუმენტურ მასალას, სადაც საუბარია ილია ჭავჭავაძის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ,  გაანალიზებულია საქართველოს პოლიტიკური ვითარება.  დოკუმენტური ფილმების სერია : პეპლის ეფექტი 8 სერია.:     1–  7  წთ.  ფილმი იხილეთ ლინკზე


ფილმის ჩვენების შემდეგ  ვთხოვე   მოსწავლეებს,  გამოეყოთ  ილია ჭავჭავაძის ეპოქის,  ქართული სახელმწიფოს,  მმართველობითი სტრუქტურების დადებითი და უარყოფითი მხარე და შეევსოთ  ცხრილი,  2  წთ.


                                                               ილიას ეპოქის სახელმწიფო
                            
დადებითი
უარყოფითი





   მოსწავლეებმა მოცემულ დავალებას ადვილად გაართვეს თავი და ინტერესით შეავსეს ცხრილი.
აქტივობა 3 . მიზანი: ისტორია: მოსწავლე  შეძლებს, პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გააზრება და სხვადასხვა საკითხებს შორის კავშირების დადგენას,

შედეგი: ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

 მიზანი: ქართული ენა და ლიტერატურა: მოსწავლე შეძლებს:  ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკის მიმართ  საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბებასა  და მის არგუმენტირება;
შედეგი:  ქართ. IX. 6.  მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

    საკითხის უკეთ გაანალიზებისა და დაკონკრეტების თვალსაზრისით,  კლასს  მივმართე  შეკითხვით, როგორ გახდა ილია ჭავჭავაძე თავისი ეპოქის ადამიანი?  სად  ვლინდება ყველაზე მეტად მისი ნიჭი? მოსწავლეებმა  დაასახელეს  ილიას ნაწარმოებები,  ყურადღება  გამახვილეს   მოთხრობა
 „ სარჩობელაზედ, “ გამოყვეს  ნაწარმოებში ახსნილი  გულისტკივილი, რომელიც ეპოქის მანკიერ მხარეზე მიუთითებს.  ჩემ მიერ წარდგენილი  სლაიდ შოუს მეშვეობით  გაანალიზეს ნაწარმოებ  „ სარჩობელაზედ“  ტექსტის  მონაკვეთები,    სლაიდების დაპაუზების ფონზე მიმდინარეობდა  დისკუსია, მოსწავლეები მსჯელობდნენ  ნაწარმოებში ასახულ მნიშვნელოვან დეტალებზე  და აკავშირებდნენ  მოვლენებს ისტორიულ  ფაქტებთან.  დრო 4   წთ.  სლაიდ შოუ იხილეთ ლინკზე:


აქტივობა 4. იმისათვის, რომ ილიას ეპოქა თანამედროვეთა თვალითაც შეფასდეს  მოსწავლეებს შევთავაზე  ჯგუფური   მუშაობა.     დრო დავალებისათვის  7  წთ,  პრეზენტაციისათვის  3 წთ.
      კლასი წინასწარ  დაყოფილი იყო  ჯგუფებად, სულ იყო  ოთხი ჯგუფი. ჯგუფებში მოსწავლეები თანაბარი სიძლიერით იყვნენ  გადანაწილებულები. თითოეულ  ჯგუფს ჰქონდა  წინასწარ გამზადებული ბარათები სადაც მოცემული დავალება ინტეგრირებული საგნების ინტერესიდან გამომდინარე იყო   შედგენილი. (შეჯერებული) ბარათების დარიგების და ჩემი მითითების შემდეგ  ოთხივე ჯგუფმა  ერთდროულად დაიწყო დავალების  შესრულება.
ჯგუფების მიერ შესასრულებელი დავალებები შემდეგნაირად გამოიყურება.
ჯგუფი 1  მიზანი . ისტორია მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარებას.
ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურები.

მიზანი.  ქართული ენა და ლიტერატურა.  პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება  და  მის  არგუმენტირება.

შედეგი:   ქართ. IX. 6.  მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

დავალება:1

ილია ჭავჭავაძე XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული საზოგადოების შესახებ.
გაანალიზეთ ქვემოთ მოცემული წყაროები და შეავსეთ ცხრილი:
1.      „ხალხსა და ერს მხოლოდ ხორციელის ცხოვრების ნატვრა ჰქონდა. ქვეყანა ლუარსაბ თათქარიძეებით აივსო, რუსეთუმეებმა დაამშვენეს ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება და საზოგადოებრივი სამსახურის ასპარეზი.“
2.      „ჩვენი  თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“.
გაანალიზეთ,  როგორ გესმით გამოთქმა:  ქვეყანა რუსეთუმეებით აივსო?  რას გულისხმობს ილია გამოთქმაში, “ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ , დაახასიათეთ საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა აღნიშნულ ეპოქაში და შეავსეთ ცხრილი:

საუკუნე
მმართველობის ფორმა– პოლიტიკური რეჟიმი
საქართველოს მდგომარეობა
საზოგადოებრივი აზრი აღნიშნულ ეპოქაში




ჯგუფი 2. მიზანი: ისტორია . მოსწავლე  შეძლებს, პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გააზრება და სხვადასხვა საკითხებს შორის კავშირების დადგენას,
შედეგი:  მოსწავლეები  გაანალიზებენ ეპოქის მანკიერ მხარეებს და  განსაზღვრავენ პიროვნების როლს აღნიშნულ ეპოქაში.


დავალება 2
გრიგორ ყიფშიძე ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ.
არც ერთი  შესამჩნევი  საზოგადო მოვლენა ისე არ ჩაივლიდა, რომ ილიას არ მიეღო ასეთი თუ ისეთი მონაწილეობა, როცა კი საქართველოს ცხოვრებაში დიდი რამ წუთი დამდგარა, უთუოდ ის შიგ შუაგულში  მდგარა და უტვირთნია როლი წინამძღოლისა, საზოგადოებრივი აზრის ხელძღვანელისა, თითქოს პაპია რომისა, თითქოს მამამთავარია დაობლებული საქართველოსი.
როგორი ბრძოლის მეთოდს იყენებს ილია ჭავჭავაძე?  რომელ თქვენთვის მნიშვნელოვან სახელმწიფო მოღვაწის ბრძოლას შეადარებთ ილიას ბრძოლის მეთოდებს? დაასახელეთ  პიროვნება , რომლის ბრძოლაც ილიას ბრძოლას მოგაგონებთ , გამოყავით მსგავსი თვისებები და შეავსეთ  T  დიაგრამა.

                         ილია


ჯგუფი 3  მიზანი. ქართული ენა და ლიტერატურა. მოსწავლე შეძლებს ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
შედეგი: ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.


დავალება 3
"მართლა და, ჩვენი ბებერი პეტრე რა შუაში უნდა იყოს?...სწორედ ასეთი მრავლისმომცველი ფრაზით დაასრულა ილია ჭავჭავაძემ თავისი ნაწარმოები. ამ ნაწარმოებში გამოკვეთილია რამდენიმე საზოგადოებრივი პრობლემა, რომელიც საჭიროა გავითავისოთ და მოვძებნოთ მათი გადაჭრის გზები. ვინ არის დამნაშავე ძმების მდგომარეობაში და რამ გამოიწვია მათი ასეთი გაბოროტება? თქვენი აზრით რატომ მივიდა ქართველი ხალხი ასეთ მდგომარეობამდე? ჩამოაყალიბეთ  საკუთარი აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირეით და შეავსეთ  ვენის დიაგრამა.

პეტრე                             ახალგაზრდა ძმები






ჯგუფი  4  მიზანი: ისტორია . მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარება.
შედეგი: ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
 მიზანი: ქართული ენა და ლიტერატურა. მოსწავლე შეძლებს ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
შედეგი: ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.


დავალება 4.

1907 წელს ილია ჭავჭავაძე მოკლეს, ნაწარმოებ “ სარჩობელაზედ“  ბოლო ეტეპი ახალგაზრდის სიკვდილით  სრულდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ  ეპოქამ მოკლა ორი ადამიანი?  ნაწარმოებ „სარჩობელაზედ“ დაყრდნობით  გაანალიზეთ ეპოქა და  გამოკვეთეთ, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს დამნაშავედ ეპოქა, თუ ადამიანები?  საგარეო ფაქტორები ახდენს თუ არა გავლენას  სახელმწიფოს განვითარებაზე? დროის ხაზზე აღნიშნეთ ილიას განვლილი გზის მნიშვნელოვანი ეტაპები.

ილიას განვლილი გზა

 


ჯგუფები აკეთებდნენ პრეზენტაციას და თვალსაჩინოების მიზნით პარალელურად დაფაზეც ავსებდნენ შესაბამისი დავალების ცხრილებს.
შენიშვნა: შესაბამისი დავალების სავარაუდო პასუხი იხილეთ  გაკვეთილის გეგმაში.
პრეზენტაციის შემდეგ გაკვეთილის შეჯერების მიზნით კლასს მივმართე შეკითხვით ეპოქა ქმნის ადამიანებს , თუ ადამიანები ქმნიან ეპოქას, მოსწავლეები შემოიფარგლნენ მოკლე პასუხებით.  დრო 1 წთ.
გაკვეთილის ბოლოს მივეცი  საშინაო დავალება, მომდევნო გაკვეთილისათვის დაეწერათ  ესე სათაურით „ილიას მკვლელობა – ეპოქის , თუ ადამიანების დანაშაული“ , რათა საბოლოოდ ერთხელ კიდევ დაფიქრებულიყვნენ მოცემულ საკითხზე და საშუალება მისცემოდათ საკუთარი შესაძლებლოების გამოვლენის, აგრეთვე დავალება აერთიანებს როგორც ისტორიულ ისე ლიტერატურულ  მხარეს. მოსწავლეებს შევახსენე  ესეს შეფასების კრიტერიუმების  ცალკეული პუნქტი. დრო 1  წთ.
დარჩენილი დრო 8 წუთი შეფასებას დავუთმე, მოსწავლეები შევაფასე , როგორც განმსაზღვრელი ისე განმავითარებელი შეფასების ფორმებით, აგრეთვე ჯგუფური მუშაობის  პრეზენტაციისა და დისკუსიის  რუბრიკებით. მოცემული რუბრიკების დახმარებით თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად განვუმარტე შესრულებული სამუშაოს ხარისხი და მივეცი  ობიექტური შეფასება.
 რაც შეეხება დაგეგმილ აქტივობებს, არცერთი აქტივობა არ შემიცვლია, ისინი თანმიმდევრულად განვახორციელე.  დროის ფაქტორიც შესაბამისად  იყო გადანაწილებული.
       გაკვეთილის მსვლელობა გამოირჩეოდა, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ფაქტორების არსებობით, მოსწავლეებისათვის მიცემული დავალებები საინტერესო და ადვილად აღქმადი აღმოჩნდა, ისინი ფლობენ ,როგორც თანამშრომლობის ისე დისკუსიის, პრეზენტაციის , ტექსტზე, ცხრილებზე და სქემებზე მუშაობის უნარ ჩვევას, განსაკუთრებით  წარმატებული ეტაპი გაკვეთილის მსვლელობის პერიოდში ჯგუფური მუშაობის შედეგად განხორციელებული დავალებების შესრულება აღმოჩნდა, მოსწავლეები დიდი ინტერესით  მუშაობდნენ დავალებაზე, მსჯელობდნენ, ავლებდნენ პარალელებს გამოჰქონდათ დასკვნენი, აკეთებდნენ მოცემული ფაქტებზე დაყრდნობით სწორ ანალიზს , ამგვარი ტიპის დავალებები სასწავლო პროცესს ხალისიანს და საინტერესოს ხდის. თუმცა ღელვის მომენტს ადგილი მოსწავლეების  მხრიდან მაინც ჰქონდა,  კითხვა პასუხის რეჟიმზე გადასვლის დროს  ორი  მოსწავლე ჩემი სურვილით წამოვაყენე ადგილიდან პასუხის გასაცემად, რადგან მათი შესაძლებლობები ჩემთვის ცნობილია. როგორც ჩანს ეს ყველაფერი პასუხისმგებლობის მაღალმა გრძნობამ და შეკრთომის ფაქტორმა გამოიწვია  დამსწრე საზოგადოების მიმართ. გაკვეთილი იმდენად აქტიური  იყო ზოგიერთი მოსწავლის განაწყენებაც კი მოხერხდა, რადგან, როგორც თვითონ თქვეს   ყურადღების მიღმა აღმოჩნდნენ, მაგრამ ჯგუფურმა მუშაობამ  ვფიქრობ, შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება შეძლებისდაგვარად ყველა ჯგუფის წევრს მისცა. შეფასებაც ორი მოსწავლისათვის არასასურველი აღმოჩნდა,( გაკვეთილს ესწრებოდა 24 მოსწავლე)  როგორც ჩანს მათ ვერ გაათვითცნობიერეს თავიაანთი მუშაობის ხარისხი და ჩემ მიერ დაწერილი ქულაც არ აღმოჩნდა მათთვის სასურველი, რამაც  მე  დამაფიქრა ჩემ ქმედებაზე, თუ რატომ მოხდა ასე, მიუხედავად იმისა, რომ მათ  მიერ  შესრულებული ცალკეული აქტივობის ხარისხი განვუმარტე კლასს,  მომავალში ვეცდები ყურადღება გავამახვილო კითხვის დასმის სტრატეგიასა და ყურადღების მობილიზების  მეთოდზე ,  აგრეთვე უფრო კარგად განვუმარტო, თუ მოცემულ გაკვეთილზე, რას მიექცევა ყურადღება, და რა შემთხვევაში დაეწერება მოსწავლეს  მაღალი ქულა,  ვეცდები, მოსწავლეს რამდენჯერმე გავამეორებინო პასუხი და თავად დავარწმუნო თავისი გაცემული პასუხის ხარისხზე, რადგან მომავალში აღარ შეექმნათ უხერხულობის მომენტი და  გაკვეთილიც შეძლებისდაგვარად ნაკლები შეცდომებით წარიმართოს.  ყოველი წარმატებით ჩატარებული გაკვეთილი კი პროფესიული წინსვლის საწინდარია.  აღნიშნული გაკვეთილი, ვფიქრობ არის რესურსი, ყველა იმ კოლეგისათვის, რომელიც დაინტერესებულია ინტეგრირების  მრავალფეროვანი მეთოდით და გააჩნია მისი გამოყენების სურვილი.  მოცემული გაკვეთილი ხელს უწყობს მოსწავლეებში, როგორც თანამშრომლობითი უნარ–ჩვევის განვითარებას, ისე ერთ     საგანში დაგროვილი ცოდნის მეორე საგანში გამოყენებას, დოკუმენტური წყაროების განხილვა კი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს კონკრეტული საკითხი კრიტიკულად განიხილოს და სწორი დასკვნა გააკეთოს. კოლეგებმა კი ზემოთ  აღწერილი აქტივობების მსგავსი აქტივობებით საგაკვეთილო პროცესი, ხალისიანი, საინტერესო და მრავალფეროვანი გახადონ, დასახული მიზანი  შედეგზე ორიენტირებული აღმოჩნდა, ამიტომ ვფიქრობ დაგეგმილი აქტივობები სახეცვლილებას არ  მოითხოვს. კოლეგებმა შესაძლებელია ანალოგიური აქტივობები ინტეგრირებული  გაკვეთილების  პროცესში  ჩვეულებრივ  გამოიყენონ.  აღნიშნული გაკვეთილი ხელს უწყობს მოსწავლეებში ფაქტებისა და მოვლენების დაკავშირებას და შესაბამის ინტერპრეტაციას, მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარებას,   საგნობრივი  ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობას,  ხოლო კოლეგებისათვის კონკრეტული საკითხის მრავალფეროვანი კუთხით წამოწევას და  თანამშრომლობითი უნარ –  ჩვევის განვითარებას,  საგაკვეთილო პროცესის შედეგზე ორიენტირების ხელსეწყობას.  გაკვეთილის გეგმას თან ახლავს გამოყენებული ლიტერატურის  ჩამონათვალი, გთავაზობთ ამ ჩამონათვალს:
გამოყენებული ლიტერატურა.

1.      ისტორია 9 კლასი, გამომცემლობა „ კლიო“
2.      ქართული ენა და ლიტერატურა, 9 კლასი გამომცემლობა „ მერიდიანი“
5.      ილიას უმაშტაბობა ანუ– „პეტრე“ როგორც ქართული ფენომენი
www. Sazogadoeba.ge/index.php?po
6.      საქართველოს ისტორია. ალექსანდრე  ბენდიანაშვილი

                                                                                                                     ნ. მეკოკიშვილი
                                                                                                    4.  05. 2017 წელი
 

Comments