პრაქტიკის კვლევა









სსიპ ნუგზარ ჭანტურიას სახელობის ქ. საგარეჯოს N 2 საჯარო  სკოლის
უფროსი მასწავლებელის  ნათია მეკოკიშვილის ნაშრომი – კვლევა თემაზე: 

   „ კრიტიკული აზროვნების განვითარება  ისტორიაში საბაზო საფეხურზე“








                                                    2017 წელი
                                                  სარჩევი:

კრიტიკული აზროვნების განვითარება ისტორიაში  საბაზო საფეხურზე
                                    
შესავალი  – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –        1
თავი 1
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
აქტუალობა       – – –  – – – – – – – – – – –  – – – – – – – – – – – – – – – – – –    2
თავი 2
ლიტერატურის მიმოხილვა     –– – – – – – – – – – – – – – – – – –                3
რატომ უნდა ვასწავლოთ კრიტიკული აზროვნება   –– – – – – – – – – – –   3
რა არის კრიტიკული აზროვნება– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –    4
ცოდნა და აზროვნება        – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –    6
ვინ არის კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი        – – – – – – – – –               6
ტექნოლოგიური ეტაპები      – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –         10
თავი 3
კვლევის მიზანი    – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – 10
ქვეკითხვები         –– – – – – – – – – – – – – – –  – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – 11

კვლევის მონაწილე მხარეები და მათი პასუხისმგებლობები  – – – – – 11

კვლევის ვადები  – –– – – – – – – – – – – – – –– – – – – – – – – – – – – – – 12
თავი 4
მეთოდოლოგია  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––     13
მონაცემთა შეგროვება დ ანალიზი      – –  – – – – – – – – – – – – – – – –      13
კვლევის შედეგების ანალიზი         – – – – – – – – – – – – – – – – – – –         14
თავი 5
ინტერვენციები         – –  – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –           15 კრიტიკული აზროვნების განვითარების საგაკვეთილო იდეები   –– – – 15
ინტერვენციების შედეგების შეფასება       –– – – – – – – – – – – – – – –        18
თავი  6

დასკვნები და რეკომენდაციები ––––––––––––––––––––                    19                   

თავი 7
ბიბლიოგრაფია      – –– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –  20







                                                                    1
                                                        შესავალი

  წინამდებარე  ნაშრომი წარმოადგენს განხორცილებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს კრიტიკული აზროვნების უნარ ჩვევის განვითარების  შესახებ,   საბაზო საფეხურზე.  საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მისი პრაქტიკული განხორციელების გზები.  ნაშრომი  შედგება 7 თავისგან.  I თავში განხილულია კრიტიკული აზროვნების,  როგორც  საკითხის მიმოხილვა–აქტუალობა; II თავში–ლიტერატურის მიმოხილვა, სადაც გამახვილებულია ყურადღება კრიტიკული აზროვნების  რაობაზე და მის აუცილებელ მნიშვნელობაზე სკოლაში და მოსწავლეებთან ;  III  თავი ეხება კვლევის მიზანს , საკვლევ თემას ,  კვლევის მხარეებსა და ვადებს;  IV  თავში მოცემულია  კვლევის მეთოდოლოგია, მონაცემთა შეგროვება,  ანალიზი,  V  თავშიდაგეგმილი  ინტერვენციები და ინტერვენციების შეფასება;  VI   თავში მოცემულია  დასკვნები და რეკომენდაციები.  VII  თავში მოცემულია ბიბლიოგრაფია–გამოყენებიული ლიტერტურა;   
კვლევა ჩატარდა სსიპ ნუგზარ ჭანტურიას სახელობის ქ. საგარეჯოს  N 2  საჯარო სკოლაში.












                                                                        2
                                                        თავი 1.
                      საკვლევი საკითხის მიმოხილვა

          კრიტიკული აზროვნების განვითარება ისტორიაში საბაზო საფეხურზე
                                               აქტუალობა.
კრიტიკული აზროვნება აზროვნების მაღალი დონეა, რომელიც თანდაყოლილი უნარი არ არის და ვითარდება პედაგოგის დახმარებით. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანით მანიპულირება თითქმის შეუძლებელია. ამდენად, კრიტიკული აზროვნების უნარი ადამიანისათვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, ჩემი კვლევის დანიშნულებაა მოსწავლეებს განუვითარო კრიტიკული აზროვნება  სხვადასხვა რესურსის თუ  მეთოდის გამოყენებით. მოსწავლეებს ხშირდ უჭირთ რაიმე დასკვნის გაკეთება, მათთვის მთავარი სახელმძღვანელოში მოცემული მასალის დამახსოვრებაა საკითხისადმი კრიტიკული მიდგომა კი  აუცილებლად  ვინმეს ან რაიმეს გაკრიტიკებას, ნაკლის გამოვლენას და უარყოფით დამოკიდებულებასთან ასოცირდება.  კვლევის მთავარი აქტუალობა კი სხვადასხვა აქტივობის სწორად დაგეგმვის გამოყენებით განსხვავებული შეხედულებების და დამოუკიდებელი აზრის ჩამოყალიბებაა.  კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრაზე არსებობს გარკვეული გამოცდილება, თუმცა არსებული საკითხი ახალ მიდგომებს და სიღრმისეულ  შესწავლას საჭიროებს.  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვითაც:
    თავი 2 . ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საზოგადოებრივი მეცნიერების შესწავლის საბაზო საფეხური კრიტიკული აზროვნების შესახებ.
ამ საფეხურზე მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბდეს ისტორიული აზროვნების უნარი: შეძლებისდაგვარად უნდა შეეძლოს ისტორიული მოვლენის მიზეზების  ახსნა და მისი შედეგების გაანალიზება; ისტორიული პროცესის სხვადასხვა კუთხით (პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური) დანახვა; ისტორიულ მოვლენაზე და პიროვნებაზე განსხვავებული ინტერპრეტაციების არსებობის მიზეზების დადგენა, განსხვავებული ახსნა-განმარტებების შედარება და შეფასება. ისტორიული წყაროების მოძიება, 2.    ისტორიული მასალის (ისტორიული წერილობითი წყაროები, არქეოლოგიური თუ ეთნოგრაფიული მასალა, ისტორიულ თემაზე შექმნილი მხატვრული ნაწარმოებები, ფოტოსურათები და ..) შედარება და ანალიზი ისტორიული თემის დაწერა; 3 ისტორიულ თემაზე გამართულ დებატებში მონაწილეობა. ყოველივე ეს მიმართულება კი ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას.


                                                          3
  ისევე როგორც ყველა მასწავლებელი მეც ვცდილობ ხელი შევუწყო მოსწავლეთა სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებას და  ისეთი უნარ-ჩვევის გავითარებას როგორიც არის კრიტიკული აზროვნება.
   მასწავლებლების გარკვეული ნაწილი და მათ შორის მეც, ხშირად  ვიყენებ  ისეთ რესურსებს,  რომელიც მიზნად ისახავს,  კრიტიკული აზროვნების   უნარის განვითარებას. ამ პროცესის სწორად წარმართვაში დამეხმარება ამ საკითხის ღრმად და საფუძვლიანად შესწავლა. ასეთი ტიპის გაკვეთილების დაგეგმვა/ჩატარება და აგრეთვე  კვლევა შემდეგი საკითხებისა, როგორიც არის , სრულად აღწევენ თუ არა ამ მიზნით დაგეგმილი გაკვეთილით მოსწავლეები შედეგებს, რამდენად ეფექტურია გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის,   კვლევის შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება,  ასეთი და ამგვარი მიმართულებები ,  გააუმჯობესებს მოსწავლეთა შედეგებს, ასევე  აუცილებელი და საჭიროა ჩემი პროფესიული განვითარებისათვის, ასევე კოლეგებისათვის.  აქედან გამომდინარე ამ საკითხის კვლევა მნიშვნელოვანი და აქტუალურია.
თავი 8. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები.

მუხლი 48. ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები.
  ) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და  ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ - ვებგვერდი, 12.10.2012  თავი 3.

                                                    თავი 2
                                          
                                ლიტერატურის მიმოხილვა
              კრიტიკული აზროვნების განვითარება ერერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, სასწავლო პროცესში,  ამიტომ კრიტიკულ აზროვნებასთან დაკავშირებით შექმნილი ლიტერატურა  მოიცავს იმ საჭირო მითითებებს და რეკომენდაციებს, რომელიც კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებისათვის განკუთვნილი გაკვეთილის დაგეგმვასთან არის დაკავშირებული.
                    რატომ უნდა ვასწავლოთ კრიტიკული აზროვნება?
           კრიტიკული აზროვნების უნარი  ადამიანისათვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო , ინფორმაციის ინდუსტრიის ეპოქაში ჩვენ ყოველთვის  გვიწევს მთელ რიგ
                                                               4
            საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. როგორც ავტორი ( თამარ ტალიაშვილი, ჟურნალი მასწავლებალი  21 ნოემბერი, 2013) მიიჩნევს „შავი“ და „თეთრი“ რიტორიკის შემცველი ინფორმაციის შემოტევის პირობებში ეს პროცესი ლოკალური ან კერძო ხასიათისაა. მრავალრიცხოვანი ფაქტები ჩვენი რეალობიდან ადასტურებს, რომ სწავლების ისეთი ფორმების არსებობა, რომელიც დაეხმარება ადამიანს, უფრო პროდუქტიულად იაზროვნოს, დღევანდელობის გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს.
             უამრავმა საერთაშორისო კვლევამ აჩვენა ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომ საქართველო  წიგნიერების ანუ, წერა- კითხვის  უნარების განვითარების  მონაცემებით, მსოფლიოს ქვეყნების ჩამონათვალის ბოლო ათეულშია. როგორც ვასკვნი წიგნიერების დონე მარტო წაკითხული წიგნების რაოდენობით არ განისაზღვრება, ჩვენ ვაკლებთ მოსწავლეებს  განათლების ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს- კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას. მეცნიერები ფიქრობენ, რომ გამოსავალი პერსპექტივაზე გათვლილ განათლებაშია, რომელსაც საფუძვლად უნდა ედოს ორი პრინციპი: 1. ინფორმაციის მზარდ ნაკადში სწრაფი ორიენტაციისა და საჭირო მასალის მოძიების უნარი. 2. უნარი, სწორად იქნას გააზრებული და გამოყენებული მიღებული ინფორმაცია, აუცილებელია ინფორმაციის გაცხრილვა.
                    დღემდე მოსწავლეების მიმართ არის მოთხოვნა , რომ დაისწავლონ, დაიმახსოვრონ, გაანალიზონ ფაქტები, მაგრამ არ ხდება იმის შეფასება თუ რამდენად შესწევთ მათ უნარი მიღებული ცოდნის სხვა კონტექსტში გამოყენებისა. თუმცა არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, პედაგოგი თუ თავად არ არის კრიტიკულად მოაზროვნე, ვერც ახალგაზრდებში შეძლებს ამ უნარის განვითარებას. კრიტიკული აზროვნების უნარი უწყვეტი პროცესია რაზეც ადამიანმა დაუსრულებლად უნდა იზრუნოს, ავტორს მიაჩნია, რომ პედაგოგთა დახმარება ამ უნარის განვითარებაში უნივერსიტეტებს შეუძლიათ სხვადასხვა სემინარის, თუ ტრენინგის სახით. განათლების სპეციალისტები უნდა შეთანხმდნენ რამდენიმე საკვანძო საკითხზე:
1.      კონკრეტულად რა უნარები და მახასიათებლები გამოარჩევს კრიტიკულ აზროვნებას? 2.  კრიტიკული აზროვნების რა ეფექტური მეთოდი არსებობს?  3. როგორი ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს კრიტიკულად მოაზროვნედ?
             რა არის კრიტიკული აზროვნება?
      კრიტიკული აზროვნების თემის საკვანზო კატეგორიას წარმოადგენს ცნება „კრიტიკული აზროვნება“, ავტორს ( თ. ტალიაშვილს) მოჰყავს ცნობილი კრიტიკული აზროვნების მკვლევარის დ. კლუსტერის განსაზღვრება კრიტიკული აზროვნების 5 ძირითად პრინციპთან დაკავშირებით.

                                                             5
1.      კრიტიკული აზროვნება არის  დამოუკიდებელი აზროვნება, ანუ ინდივიდუალური აზროვნება.
2.      ინფორმაცია წარმოადგენს კრიტიკული აზროვნების საწყისს და არა საბოლოო პუნქტს. ცოდნა აჩენს მოტივაციას, რომლის გარეშეც ადამიანს არ შეუზლია კრიტიკული აზროვნება.
3.      კრიტიკული აზროვნება იწყება საკითხის წამოჭრით და გადასაჭრელი პრობლემის გააზრებით.
4.      კრიტიკული აზროვნება მიისწრაფვის სარწმუნო არგუმენტაციისკენ. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი პოულობს პრობლემის გადაჭრის საკუთარ გზას და ამყარებს საკუთარ გადაწყვეტილებებს გონივრული არგუმენტებით, საფუძვლიანი მოსაზრებებით. არგუმენტაციის სტრუქტურული ელემენტებია: მოსაზრება, მტკიცებულება,
5.      კრიტიკული აზროვნება სოციალური მოვლენაა, რამდენადაც ყოველი მოსაზრების გამოცდა და დახვეწა ხდება მაშინ, როდესაც მას ვუზიარებთ სხვებს, ან როგორც ფილოსოფოსი ჰანა არენდტი წერს: “სრულყოფილება მიიღწევა მხოლოდ ცოცხალ ურთიერთობაში, ვისიმე თანდასწრებით”.
კრიტიკული აზროვნების უნართან დაკავშირებით შეიძლება მოვიშველიოთ. . ენისი თავისი კონცეფციით , კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი უნდა:
1.    ზრუნავდეს იმაზე, რომ მისი შეხედულებები და გადაწყვეტილებები იყოს დასაბუთებული. ამისათვის მას სჭირდება:
·        წყაროებისა და დასკვნების ალტერნატიული განმარტებების, ახალი ჰიპოთეზების მოძიების უნარი;
·        ინფორმირებულობის მაღალი ხარისხი;
·        საკუთარისაგან განსხვავებული თვალსაზრისების განხილვის უნარი;
·        მისწრაფება მრავალმხრივი ცოდნისა და საკუთარი თვალსაწიერის მუდმივი გაფართოებისაკენ;
2.  ფლობდეს როგორც საკუთარი, ასევე სხვისი პოზიციის ნათლად  წარმოდგენის უნარს;
·        ნათლად და ზუსტად ესმოდეს ნათქვამისა და დაწერილის არსი, სიტუაციის თავისებურებების გათვალისწინებით;
·        ახერხებდეს კონცენტრაციას საკითხსა და დასკვნებზე,  ცდილობდეს, არ ასცდეს ძირითად თემას;
·        ეძებდეს და წარმოადგენდეს დასაბუთებულ მოსაზრებებს;
·        ითვალისწინებდეს სიტუაციას მთლიანობაში;
·        კარგად იაზრებდეს საკუთარ პოზიციას;
3.    პატივს უნდა სცემდეს თანამოსაუბრის აზრსა და ღირსებას, ..:
·        შეეძლოს სხვების მოსმენა და გაგება.
                                                                  6
                           ცოდნა და  აზროვნება
  თანამედროვე გაგებით, ცოდნა არ შეიძლება გადაეცეს ადამიანიდან ადამიანს. ცოდნა ყოველთვის პიროვნულია და გარკვეული თვალსაზრისით _ უნიკალური. . მეისონი მას ახასიათებს, როგორცცოდნის გარკვეულ მოცულობას, იქნება ეს კრიტიკული აზროვნების ძირითადი ცნებების ცოდნა, ან ამა თუ იმ მეცნიერული დისციპლინის ცოდნა, რომლისთვისაც მოგვიანებით შეიძლება გამოყენებულ იქნას კრიტიკული აზროვნება”. . მაკ პენი ყურადღებას ამახვილებს კრიტიკული აზროვნების ინდუქციურ ხასიათზე: იგი თვლის, რომ კრიტიკული აზროვნება კონკრეტული მეცნიერული სფეროსაგან განუყოფელია. ამა თუ იმ  მეცნიერული დისციპლინის პრობლემების კრიტიკული განხილვის აუცილებებლი პირობაა ამ დისციპლინის სიღრმისეული ცოდნა.


ვინ არის კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი?

                                            
    კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი ყოველთვ ღიაა სიახლის მიმართ, აღიქვამს სამყაროს მთელი თავისი მრავალფეროვანებით და პრინციპულად
იცავს საკუთარ ღირებულებებს. კრიტიკულად მოაზროვნენი აცნობიერებენ მათთვის უცნობ იდეებზე მსჯელობის უსამართლობასა და აბსურდულობას ამ იდეების სიღრმისეული გააზრების გარეშე. ეგოცენტრული ინდივიდი უპირატესად მიმართულია, ზოგადად, სიმართლისა და სამართლიანობის ძიებისაკენ და ნაკლებად ისწრაფვის, თავად იყოს პატიოსანი და სამართლიანი. ეგოცენტრულობა კრიტიკული აზროვნების საპირწონეა. ყოველივე ეს მნიშვნელოვანი მაგალითია  კრიტიკული აზროვნების განვითარების საქმეში.
რატომ უნდა ვასწავლოთ კრიტიკული აზროვნება?
        როგორც ავტორი ლელა ჩახაია თავის ნაშრომში- იაზროვნე კრიტიკულად აღნიშნავს ( ჟურნ, მასწავლებელი 2 , 2009 წ) თუ , რატომ არის აუცილებელი ბავშვებს ვასწავლოთ ყველაფრის ეჭქვეს დაყენება? რაში სჭირდება ადამიანს კრიტიკული აზროვნება?  ჩემი პასუხიც ასეთია, კრიტიკული აზროვნების უნარის მქონე ადამიანს მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერი სამეცნიერო, თუ   ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისას,  „ სწავლა“ შეგვიძლია სხვადასხვაგვარად გავიგოთ , ერთი მხრივ შესაძლებელია ინფორმაციის პასიურად მიღება, მეორე მხრივ იმ უნარის ათვისება, რაც მის დამუშავებაში,  დახარისხებაში, ორგანიზებაში და გაანალიზებაში  ეხმარება მოსწავლეს.
       კრიტიკული აზროვნების განვითარების  ერთერთი  მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეკითხვების დასმის ჩვევის გამომუშავებაა, მოსწავლემ რაც
                                                 7
შეიძლება მეტი შეკითხვა უნდა დასვას, მან მოძიებული მასალიდან უნდა შეძლოს ინფორმაციის გაფილტვრა და მტკიცებულებების საფუძველზე მსჯელობის აგება.
     რადგან კრიტიკული აზროვნების ერთერთი უმთავრესი კომპონენტი განსხვავებული აზრის მოსმენის და გააზრების სურვილია ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ყოველ სიტუაციაში არსებობს ალტერნატიული მოსაზრება, სასურველია მოსწავლეებს მივაწოდოთ ზომიერი ინფორმაცია და ყოველ ჯერზე გამოვათქმევინოთ საკუთარი აზრი და დავაკვირდეთ, რამდენად შეიცვალა იგი.
( ჟრნ. მასწავლებელი2, 2009 წელი- ლელა ცახაია - იაზროვნე კრიტიკულად).
  როგორ მოვახერხოთ გაკვეთილზე მოსწავლეთა სასწავლო მოღვაწეობის მართვა  კრიტიკული აზროვნების ტექნოლოგიის მიხედვით. ფსიქოლოგი ლევ ვიგოცკი- სოციალური კონსტრუქტივიზმის ერთერთი წარმომადგენელი,  მოსწავლეებს მარტოხელა მეცნიერებს უწოდებდა, მისი აზრით  მოსწავლე პატარა შეგირდია რომელსაც მასწავლებელი  ან სხვა მოზრდილი ეხმარება გამოცდილების მიღებაში. იგივე ლევ ვიგოცკი მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მოსწავლემ დაძლიოს სასწავლო ამოცანა
უნდა მოახდინოს თავის თავზე ძალდატანება, წინააღმდეგ შემთხვევაში გონებრივი განვითარება არ მოხდება განმავითარებელი სწავლების დონე უნდა აღემატებოდეს მოსწავლეთა განვითარების არსებულ დონეს. განვითარების რეალურად მიღწეულ დონეზე დაყრდნობით სწავლება ყოველთვის რამდენადმე წინ უნდა უსწრებდეს, სტიმულს აძლევდეს მიღწეულ დონეს. ანუ ცოდნის დაუფლება ისე უნდა იყოს ორგანიზებული,
რომ ჰქმნიდეს ისეთ სასწავლო სიტუაციათა ჯაჭვს, რომლის ეტაპობრივ დაძლევას ახალი ელემენტები შეჰქონდეს სასწავლო მოღვაწეობაში, აყალიბებდეს ახალ  მიმართულებებს და ამით უზრუნველყოფდეს განვითარებას.  ცხადია,  სწავლების წინსწრების ხარისხი დოზირებული უნდა იყოს, იგი უნდა განისაზღვროს ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინების, მისაწვდომობის პრინციპის დაცვით, მოსწავლეთა ორგანიზმის, მათ შორის ტვინის სტრუქტურების მომწიფების დონით და დაგროვილი ცოდნით. ასეთ სწავლებას უწოდებენ განმავითარებელს,   მისი სტრუქტურა ძირითადადამოცანურია“.
      შესამეცნებელი მასალა, ნებისმიერი დავალება,  რომელიც ეძლევა მოსწავლეებს, ორიენტირებული უნდა იყოს, როგორც მიღწეული, აქტუალური (არსებული) განვითარების დონეზე, ასევე უახლოესი (პერსპექტიული) განვითარების ზონაზე.  ამოცანის პირობა უნდა იყოს მიმართული განვითარების მიღწეული, აქტუალური (არსებული) განვითარების დონეზე ანუ იმ ამოცანების ზედა ზღვარზე, რომელთა შესრულებაც ბავშვს სხვების დახმარების გარეშე შეუძლია. რეალურად მიღწეული, აქტუალური (არსებული) განვითარების დონე,
                                                      8
მოსწავლისათვის გასაგებია და მისაწვდომი, რადგან იგი ეფუძნება ნაცნობს, უკვე ათვისებულს, ხოლო მოთხოვნა, კითხვა კი მიმართულია უახლოესი განვითარების ზონაზე.
          როგორც ნაშრომის ( მოსწავლეთა სასწავლო მოღვაწეობის მართვა კრიტიკული აზროვნების ტექნოლოგიის მიხედვით) ავტორები მაია ახვლედიანი, ირმა მალანია მიიჩნევენ განმავითარებელი სწავლების პროცესში მოსწავლეთა მიერ შემეცნებითი სირთულის დაძლევა, ცოდნისა და განვითარების დასახული დონის მიღწევა მიკროწინსვლას ნიშნავს. როდესაც პედაგოგი დარწმუნდება, რომ ამოცანა გადაჭრილია, მიღწეულის გათვალისწინებით, დასახავს საწყის საფუძველზე ანუ მიღწეულ დონეზე ორიენტირებულ ახალ ამოცანას, რომელიც უნდა გადაიჭრას უახლოესი განვითარების მომდევნო, ახალ ზონაში. სწავლების პროცესში მუდმივად გადასაწვეტი, წინააღმდეგობის დაძლევა, რომელიც ორ დონეს შორის არსებობს, სასწავლო პროცესის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს და ქმნის პირობებს მასწავლებელთა და მოსწავლეთა შეთანხმებული თანამშრომლობისათვის.
      უშუალოდ კრიტიკული აზროვნების როლზე სწავლებაში მკვლევარები გასული საუკუნის 50–იან წლებში ალაპარაკდნენ. იგი აზროვნების ფორმის,
რთული სააზროვნო უნარჩვევაა, რომელიც ადამიანის მიერ რამდენიმე განსხვავებულ მოსაზრებაზე ფიქრს, განსხვავებული აზრების გაგებას, სხვათა იდეების გაცნობიერებას გულისხმობს. „კრიტიკული აზროვნებასაკითხისადმი არაერთჯერადი, მრავლმხრივი მოდგომაა, რომლის დროსაც პიროვნება აფიქსირებს ფაქტს, არკვევს მის წარმოშობის მიზეზს და შედეგს. კრიტიკული აზროვნების მიხედვით მოსწავლეთა სასწავლო პროცესის მართვის მსვლელობა შემდეგნაირად გამოიყურება.
1.      გამოწვევა, რომელიც გულისხმობს არსებული ცოდნის, გამოცდილების აქტუალიზაციას.
2.      „ გააზრება“ რაც გულისხმობს ინფორმაციის დახვეწას.
3.      კითხვა ჩანიშვნებით―. მასწავლებელი ყველას ინდივიდუალურად ურიგებს ტექსტს, აძლევს დავალებას წაიკითხონ და გააკეთონ აღნიშვნები: „V‖ - „ვიცი― ; ―_― - „ეწინააღმდეგება ჩემს თავდაპირველ წარმოდგენებს―; „?― – ―მინდა გავიგო“  „ +― – ―ეს ჩემთვის სიახლეა.
4.      რეფლექსია. მოსწავლეები აცნობიერებენ ცოდნას.
5.      საშინაო დავალების შესრულება ახალი ცოდნის გათვალისწინებით.

( საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია-შრომები ქუთაისი 2013 წ)

რიტიკული აზროვნების განვითარება სწავლებისას დააზროვნების ექვსი ქუდიმაია ფირჩხაძე გამჭოლი კომპეტენციები.  ინტერაქტიური

                                        9
მეთოდები პრაქტიკაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2016
     დღეისათვის არსებობენ  ახალგაზრდები, რომელთაც შეუძლიათ ინფორმაციასთან დამოუკიდებლად მუშაობა, თავიანთი ცოდნის დამოუკიდებლად სრულყოფა  და, საჭიროებისამებრ, ახალი ცოდნის შეძენაც, რისთვისაც აუცილებელია მოსწავლეობის ხანაშივე შემეცნებითი პროცესების გააქტიურება, ცოდნის შეძენის მოთხოვნილების გაზრდა, სწრაფი და სხარტი აზროვნება.
 სწორედ ამ უნარ-ჩვევის განვითარების განსაკუთრებული ხელშემწყობი მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეს ეხმარება კრიტიკული აზროვნების განვითარებაში.
 კრიტიკული აზროვნების  მიმართ კონცეპტუალური დამოკიდებულება ასეთია: ცოდნის ანდა ინფორმაციის რაოდენობა კი არ არის განათლების მიზანი, არამედ ამ ცოდნის, ამ ინფორმაციის გამოყენების, მისი მართვის საშულებების ცოდნა (ძიება, ათვისება, გააზრება, ცხოვრებაში გამოყენება); არამზაცოდნის ათვისება, არამედ კონსტრუირება
საკუთარი ცოდნისა, რომელიც სწავლის დროს წარმოიშობა; სწავლა/სწავლების კომუნიკაციური პრინციპების ცოდნა, მეცადინეობის
სწორი რეჟიმი, პრობლემების ერთობლივი მოგვარების გზების ძიება; მოსწავლე-მასწავლებლისპარტნიორულიურთიერთობა; ობიექტური შეფასება; შემეცნების ობიექტის დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოყოფა. კრიტიკული აზროვნებისთვის დამახასიათებელია: კითხვების დასმა, მოსაზრებების გამოთქმა, ახალი იდეების წამოყენება;
 სხვადასხვა არგუმენტის მოშველიება; პრობლემის დამოუკიდებლად გადაწყვეტა. იფიქრო კრიტიკულად, ეს ნიშნავს: გამოამჟღავნო ცნობისმოყვარეობა; გამოიყენო კვლევითი მეთოდები; დასვა საკითხები; დაგეგმო, შეადგინო პასუხების მოძიების გეგმა; გამოააშკარაო ფაქტები და მიზეზები; ჩამოაყალიბო ლოგიკურ საძირკველზე დაფუძნებული შეხედულებები; ყურადღება მიაქციო ოპონენტის არგუმენტებს და ლოგიკურად უკუაგდო ისინი. მნიშვნელოვანია ისიც, რა უპირატესი ღირსებები ახასიათებს კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანს და რატომ უნდა შევუწყოთ ხელი მის განვითარებას. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პიროვნული ღირსებები, როგორიცაა: მოქმედების დაგეგმვის უნარი; მოქნილობა; მიზანმიმართულობა;  შეცდომების გამოსასწორებლად მზადყოფნა; გააზრება და კომპრომისული გადაწყვეტილების მოძიება.
იმისათვის, რომ მოსწავლეში განვავითაროთ კრიტიკული აზროვნება როგორც ნაშრომის ავტორი ( მაია ფირცხაზე-რიტიკული აზროვნების განვითარება სწავლებისას დააზროვნების ექვსი ქუდი ) მიიჩნევს საჭიროა გავიაზროთ ის ფაზები და მეთოდური ნაბიჯები რომელიც

                                                10
კრიტიკული აზროვნების განვითარების უშუალო ხელშემწყობია. ეს მიმართულებებია:

            ტექნოლოგიური ეტაპები:

1 ფაზა - გამოწვევა, მოტივაცია, არსებული ცოდნის აქტუალიზაცია, ახალი ცოდნის შეძენის ინტერესი.
მასწავლებლის ქმედება: მიმართულია მოსწავლის მიერ უკვე შეძენილი  ცოდნის გამომჟღავნებისა და შემდგომი მუშაობისათვის მოტივაციის შექმნისაკენ.
მოსწავლის ქმედება: მოსწავლე იხსენებს რა იცის აღნიშნული საკითხის შესახებ, ახდენს ინფორმაციის სისტემატიზაციას, სვავს კითხვებს.
შესაძლო მეთოდები,  გადაწყვეტილებები:  ნასწავლი საკითხის გამოყოფა, ძირითადი აზრის ჩამოყალიბება,  გონებრივი იერიში, პრობლემური შეკითხვები.
2 ფაზა: წაკითხულის გააზრება, ახალი ინფორმაციის გაცნობა, ნელ-ნელა ხდება „ძველი“ ცოდნის „ ახალი“ ცოდნით ჩანაცვლება. მოსწავლე
კითხულობს ტექსტს, გაიაზრებს მას.  აქტიური კითხვის მეთოდების გამოყენება, პირადი ჩანაწერების გაკეთება.
 3 ფაზა : რეფლექსია , ახალშეძენილი ცოდნის გააზრება, მიზნის ბოლომდე განსაზღვრა და შემოქმედებითი მიდგომების გამოყენება, მოსწავლე აქცენტს  აკეთებს ძველი და ახალი ცოდნის სინთეზზე  და გაიაზრებს მასს,  ცხრილების შევსება,  წერილობითი და ზეპირი პრეზენტაცია,  დისკუსიების ორგანიზება,  შემოქმედებითი სამუშაო.
კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშემწობ მეთოდთაგან ძალიან მისაღებია დისკუსიის სხვადასხვა ფორმა, რომელიც  მასალის
აღქმას უწყობს ხელს,  მოსწავლეს ხდის შემოქმედებითს და ინფორმაციულად სრულყოფილს.


                              თავი 3

                                                                კვლევის მიზანი:
 საკვლევი თემა: კრიტიკული აზროვნების განვითარება ისტორიაში     საბაზო საფეხურზე.
სამიზნე ჯგუფი: 8 კლასის მოსწავლეები, 9 კლასის მოსწავლეები, სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა

                                                                              11
კვლევის მიზანი:  დავნერგო ისტორიის სწავლებაში ისეთი მეთოდები და მიდგომები, რომელთა გამოყენებაც დამეხმარება მოსწავლეებს განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნება, შეძლონ
ტექსტში მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღქმა და გააზრება, მიღებული ინფორმაციის კრიტიკული შეფასება, აგრეთვე,
გაცნობილი მასალიდან მოახდინონ არჩევანის გაკეთება, ძირითად და მეორეხარისხოვან ინფორმაციას შორის, შეძლონ  არსებულ თემატიკაზე მოცემული ინფორმაციის „ გაფილტვრა“.

საკვლევი კითხვა:  როგორ, რა მეთოდებით და რა კონკრეტული  აქტივობებით, რომელი რესურსების გამოყენებით შეიძლება განუვითაროთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება?
                            

                        ქვეკითხვები:

·        როგორ შევარჩიოთ საჭირო რესურსები? რომელი ტიპის რესურსებს მივანჭოთ უპირატესობა? რომელი ტიპის რესურსი დაეხმარება მოსწავლეს კრიტიკულ აზროვნებაში?
·        როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს წერილობითი თუ ინტერნეტრესურსის მოძიებაში, აღქმა-გააზრებაში მიღებული ინფორმაციის დახარისხებაში? მისი სანდოობის დადგენაში?
·        როგორ შევაფასოთ მოსწავლეთა შედეგები კრიტიკული აზროვნების განვითარების მიზნით დაგეგმილი გაკვეთილის მიხედვით, შესაძლებელია თუ არა ამ  მეთოდით მიზნის მიღწევა?
·        როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს, საგაკვეთილო პროცესში დასვან კრიტიკული შეკითხვები და საკითხი ობიექტურად შეაფასონ?
·        აქვთ თუ არა სურვილი პედაგოგებს კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით დანერგონ საკუთარ პრაქტიკაში განსხვავებული მიდგომები?

კვლევის მონაწილე მხარეები და მათი პასუხისმგებლობები
·        სკოლის ადმინისტრაცია  და პედაგოგები
·        კომისიის წევრების შერჩევა
·        კითხვარის შემუშავება ფოკუს ჯგუფისათვის
·        გამოკითხვა
                                               
                                                       12
·             გამოკითხვის შედეგების ანალიზი
·        ინტერვენციის დაგეგმვა
·        ინტერვენციის შედეგების ანალიზი
·        პროექტის ვადების დაცვა
·        შედეგების გაცნობა სკოლისათვის
                                                           კვლევის ვადები

აქტივობა
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
საკვლევი თემის შერჩევა
ü  




შეხვედრა სკოლის დირექტორთან პრობლემის განხილვის მიზნით

ü  



კვლევის გეგმის შემუშავება

ü  



ინტერვიუ სკოლის დირექციასთან

ü  



საკვლევი კომისიის შედგენა


ü  


კვლევის კომისიასთან შეხვედრა


ü  


კითხვარის შედგენა


ü  


გამოკითხვა


ü  


მიღებული შედეგების ანალიზი



ü  

სავარაუდო ინტერვენციების განხილვა


ü  


ინტერვენციის განხორციელება


ü  


ინტერვენციის შედეგების ანალიზი



ü  

კვლევის შედეგების გაცნობა, პრეზენტაცია




ü  
                                                                            თავი 4     
                                                           მეთოდოლოგია
მონაცემთა შეგროვება და ანალიზი:
კვლევისათვის განკუთვნილ კითხვებზე პასუხის გასაცემად განკუთვნილი კვლევის მეთოდები.
მონაცემთა შეგროვება:
კითხვარი რომელიც განკუთვნილია მონაცემთა შესაგროვებლად:
კითხვარი:
როგორ არჩევთ საჭირო რესურსს გაკვეთილისათვის? - რა ტიპის რესურსს ანიჭებთ უპირატესობას კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის? ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
როგორ ეხმარებით  მოსწავლეებს წერილობითი თუ ინტერნეტრესურსის მოძიებაში, აღქმა-გააზრებაში და მიღებული ინფორმაციის დახარისხებაში?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
როგორ აფასებთ  მოსწავლეთა შედეგებს კრიტიკული აზროვნების განვითარების მიზნით დაგეგმილი გაკვეთილის მიხედვით, შესაძლებელია თუ არა ამ  მეთოდით მიზნის მიღწევა?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
როგორ ეხმარებით  მოსწავლეებს, საგაკვეთილო პროცესში დასვან კრიტიკული შეკითხვები და საკითხი ობიექტურად
შეაფასონ? შეძლებისდაგვარად მოიყვანეთ მაგალითები.


                                              14
გაქვთ თუ არა სურვილი კრიტიკული აზროვნების განვითარების მიზნით საკუთარ პრაქტიკაში დანერგოთ განსხვავებული მიდგომები?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


განხორციელდა მასწავლებლებთან ფოკუს ჯგუფი რომლის მიზანი იყო თუ რამდენად უვითარებენ მასწავლებლები მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების განვითარების კომპეტენციას, რა მეთოდებით ახორციელებენ კონკრეტული უნარის ჩამოყალიბებას, რომელი საგნები უწყობს ხელს კრიტიკული აზროვნების განვითარებას, რა რესურსებს ანიჭებენ უპირატესობას, როგორ  ქმნიან მას. როგორ აფასებენ მიღებულ შედეგებს. მასწავლებლებმა მოიყვანეს მაგალითები საკუთარი პრაქტიკიდან. გამოხატეს დიდი ინტერესი კრიტიკული აზროვნების განვითარებასთან დაკავშირებულ გაკვეთილზე დასწრებაზე.

მონაცემთა ანალიზი.
   გაუკეთდა ანალიზი მასწავლებლების მიერ გამოყენებულ აქტივობებს, აგრეთვე მათ მიერ შექმნილ რესურსებს , რომელიც მიზანთან იყო ორიენტირებული. გაკეთდა დასკვნები.


კვლევის შედეგების ანალიზის  პირველი  ეტაპი:

    კვლევის შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ მასწავლებლებს აქვთ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება კრიტიკული აზროვნების განვითარების თვალსაზრისით, თუმცა სურვილი აქვთ გაიზარდონ ახალი  ცოდნა სხვადასხვა მეთოდების დანერგვის გზით,    რათა საკუთარი პრაქტიკა გაიუმჯობესონ.



                                                                   15
                                                  თავი 5
                                           ინტერვენციები.
   შემუშავდა ინტერვენციები:
1)      კრიტიკული აზროვნების კომპეტენციის განვითარებასთან დაკავშირებული გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება კოლეგების დასწრებით.
2)      გაკვეთილზე მიღწეული შედეგების განხილვა და ანალიზი.

კრიტიკული  აზროვნების  განვითარებასთან  დაკავშირებით  დაგეგმილი  გაკვეთილების  იდეები.
           VIII  კლასის ისტორია
   სხვადასხვა  პერიოდის მმართველობის სისტემა თუ იდეოლოგია განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს მოსწავლეებში, დაინტერესებულნი არიან იმ ძირეული საკითხების ცოდნით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უარყოფითი, ხან კი დადებითი შედეგის მომტანი ხდებოდა ამა თუ იმ ხალხის ან ქვეყნისათვის. მაგალითად თემა-ჰიტლერის მმართველობა გერმანიაში და ნაცისტური იდეოლოგია  მე-8 კლასის ისტორია, გამომცემლობა“კლიო“ , გვ. 182. მთავარი კითხვა ეხება თუ რა იყო გერმანიაში ნაცისტების ხელისუფლების სათავეში მოსვლის მიზეზი?ჰიტლერი, როგორც მმართველი და  როგორც პიროვნება.  ეროვნული სასწავლო გეგმით მერვე კლასში გათვალისწინებულია:
ისტ.VIII.8მოსწავლეს შეუძლია   ახსნას  სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • განმარტავს სახელმწიფოს ცნებას და ახასიათებს მის ძირითად  ელემენტებს (მმართველობის ფორმა, სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობ, პოლიტიკური რეჟიმი);
  • ირჩევს რომელიმე ქვეყანას და მის მაგალითზე ჩამოთვლის მიზეზებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს სახელმწიფო მმართველობის ცვლილებადობაზე;

ისტ.VIII.12.  მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი  პირობები.
  • ჩამოთვლის იმ ღირებულებებს, რომლების პატივისცემა აუცილებელია ადამიანების მშვიდობიანი თანაარსებობისათვის; დასაბუთებისას იყენებს ადამიანების (მაგ.: განსხვავებული რასის, ეროვნების ან სარწმუნოების) მშვიდობიანი თანაცხოვრების მისთვის ცნობილ მაგალითებს ისტორიიდან და თანამედროვეობიდან;

                                              16
რაც შეეხება ესგ–თი გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ანალიზის უნარის ისე კვლევის უნარ–ჩვევის განვითარებას, ადვილი მისაღწევია თუ მოსწავლეები თავად შეძლებენ, როგორც ვიზუალური მასალის ისე წერილობითი წყაროების გამოყენებით მნიშვნელოვანი მასალის კრიტიკულ განხილვას და სათანადო დასკვნების გამოტანას, საკითხის კრიტიკული განხილვა კი ყოველთვის არ გულისხმობს თემის უარყოფით კონტექსტში წარმოსახვას, გაკვეთილის შინაარსის განხილვის შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენე ვიზუალური მასალა პლაკატების სახით, სადაც ასახული არის ჰიტლერი როგორც მმართველი და ჰიტლერი ბავშვებთან, მოსწავლეებს წინასწარ გავაცანი ლექსიკონი განვუმარტე უცხო სიტყვები, კითხვარის დახმარებით ისინი ავსებდნენ სქემებს, აკეთებდნენ დასკვნებს ახასიათებდნენ ჰიტლერს როგორც პიროვნებას და ხაზს უსვავდნენ ჰიტლერის , როგორც პიროვნების დამოკიდებულებას საზოგადოებასთან, აგრეთვე  ჰიტლერის ნახატების გამოყენებით გააკეთეს დასკნვები რამდენად შეეძლო მას საკმაოდ მკაცრი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, არსებული დავალება ითვალისწინებს მთელი კლასის ჩართვას, მოსწავლეები ჰიტლერის ეპოქას სხვადასხვა დოკუმენტური, თუ მხატვრული ფილმის განხილვის  მიხედვით ახასიათებდნენ, დოკუმენტური ფილმების სერია საშინაო სკოლის გაკვეთილები და პეპლის ეფექტი 1 ნაწილი, აგრეთვე ნაწყვეტი ფილმიდან შინდლერის სია, სადაც  ნათლად არის ასახული ნაცისტური იდეოლოგიის სურათები, რომლის გამოყენებითაც მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ ადვილად გამოყონ ეპოქის დადებითი და უარყოფითი მხარე,     (  ფილმი 10–10 წუთი, მესამე ფილმი 3 წუთი.) – მათ საშუალება მისცათ რომ თავად გაედევნებინათ თვალი ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის და მისი ნააზრევის შესახებ, ფილმებს ვაპაუზებდი და მოსწავლეები კითხვარის დახმარებით გამოთქვავდნენ საკუთარ აზრს და აფიქსირებდნენ წინასწარ გამზადებულ სქემებში.  მასალები იხილეთ ბმულზე:


მოსწავლეებმა ჯგუფურადაც იმუშავეს, ისინი გაეცვნენ წერილობით წყაროებს  ( ნაწყვეტი ჰიტლერის სააგიტაციო ბუკლეტიდან, რა წარწერა გააკეთა ჰიტლერმა“ ვეფხისტყაოსანზე“, ოლიმპიური ჩემპიონი ჯესი ოუენსი ჰიტლერის შესახებ, ჰიტლერი და ებრაელები),  კითხვების დახმარებით დაახარისხეს მასალა, გამოყვეს სანდო და არასანდო ინფორმაციები, ახსნეს სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტკური რეჟიმის ურთიერთკავშირი. გამოყვეს ჰიტლერის დადებითი თვისებები , მოსწავლეები არსებული მასალის გამოყენებით თავად აკეთებდნენ დასკვნებს და შესაბამის საკითხებს განიხილავდნენ კრიტიკული ხედვით. ჰიტლერი შეაფასეს როგორც თავისი ქვეყნის პატრიოტი და აგრეთვე ისაუბრეს მისი პოლიტიკის

                                                   17
უარყოფით მხარეებზე. მოცემული თემის კრიტიკული განხილვა ინდივიდუალურად  შესრულებული ესეს სახით წარმოადგინეს, რაც ნათელი დადასტურეებაა, კრიტიკული აზროვნების  უკეთ გასავითარებლად. მიუხედავად იმისა რომ თავად ჰიტლერი და მისი ეპოქა უარყოფით დახასიათებას იმსახურებს, მაგრამ მრავალი მასალის სხვადასხვა კონტექსტში წარმოჩენამ მოსწავლეები მიიყვანა იქამდე, რომ მათ დადებითი მხარის გამოყოფისა და დასკვნის გაკეთების საშუალება მისცემოდათ. მოსწავლეებმა აგრეთვე თავიაანთი სკოლელებისათვის და საკითხით დაინტერესებული თანატოლებისათვის რესურსიც შექმნეს.  მოსწავლეების ნამუშევრები იხილეთ ბმულზე:


9 კლასი – საქართველოს ისტორია
თემა: გეორგიევსკის ტრაქტატი

  სახელმძღვანელოში საქართველოს ისტორია 9 კლასი, გამომცემლობა „კლიო“ გაკვეთილი 8.5. „ გეორგიევსკის ტრაქტატი“,  ტექსტისა და სახელძღვანელოში არსებული წყაროების გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი დამატებითი წერილობითი წყაროები, (ბეთჰოვენმა მეცხრე სიმფონია ერეკლე მეორეს მიუძღვნა droni.ge 12:25 25.12.2011ერეკლე II-ზე  ინგლისურ  პრესაში  წერდნენ, ტრაქტატი, რომელმაც საქართველო განადგურებას გადაარჩინა...) მოსწავლეებმა გააკეთეს წყაროების ანალიზი წინასწარ შემუშავებული კითხვარის მეშვეობით, შეავსეს ცხრილები და გააკეთეს საკუთარი დასკვნები, გამოყვეს ტრაქტატის დადებითი და უარყოფითი მხარე, აგრეთვე იხილეს დოკუმენტური ფილმები, იხილეთ ლინკზე:
ფილმებს ეტაპობრივად ვაჩვენებდი 10–10 წუთი,  ვაპაუზებდი და დისკუსიის ფონზე ვიხილავდით დოკუმენტურ მასალაში გადმოცემულ ფაქტებს, მოსწავლეებმა შეძლეს დაეხარისხებინათ სანდო და არასანდო მასალები და გაეკეთებინათ საკუთარი დასკვნა, ისინი მიხვდნენ რომ დოკუმენტში დადებითიც ბევრი იყო, ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი კი მთლად უარყოფითი არ იყო იმ ეპოქიდან გამომდინარე. მას ქვეყნის ეროვნული თვალსაზრისით გადარჩენაზე უნდა ეზრუნა. კრიტიკული განხილვა ყველა საკითხს რეალურად წარმოაჩენს.  ესეს საშუალებით კი ყოველივე  თვალნათელი გახდა.
 ესგ–თი გასათვალისწინებელი შედეგები.

                                                    18
ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითსტრუქტურები.
                                                               
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობს სხვადასხვა ეპოქის ქართული სამეფოების სახელმწიფო მოწყობის შესახებ. გამოავლენს მათ შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს;
  • ახასიათებს და ადარებს სხვადასხვა პერიოდში საქართველოში სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში განხორციელებულ რეფორმებს;

ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  აანალიზს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ცხრილის საშუალებით გამოყოფს საგარეო და საშინაო ფაქტორებს, რომლებიც ქართული სახელმწიფოს ან სახელმწიფოების (ან სამთავროების) წარმონაქმნის მიზეზი გახდა.
  • მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენ მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრივობაზე;
  • აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე;
  • ცხრილში ქრონოლოგიური თანამიმდევრობით აჯგუფებს სახელმწიფოებს, რომლებმაც დაკარგეს დამოუკიდებლობა (ან საერთოდ გაქრნენ) და მითითებს ამ მოვლენის გამომწვევ საგარეო და  საშინაო ფაქტორებზე,

            კრიტიკული აზროვნების უნარ ჩვევის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა საფეხურის მოსწავლისათვის, ყოველივე ამისათვის კი მასწავლებელმა მოსწავლეს შესაძლებლობა უნდა მისცეს სანდო წყაროებზე დაყრდნობით თავად გააკეთებინოს დასკვნები გამოიყენოს საჭირო მედეა თუ დოკუმენტური რესურსი. თავად შექმნას მოსწავლემ ვიზუალური თუ წერილობითი რესურსი, რომელსაც პრაქტიკაში გამოიყენებს.


ინტერვენციების შედეგების შეფასება და რეკომენდაციები:

ინტერვენციების შედეგების შეფასება (კვლევის კომისის მიერ).
შეფასდა გაკვეთილზე მიღწეული შედეგები ისტორიაში VIII-IX კლასში,  ჩატარებული გაკვეთილები ორიენტირებული იყო კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე, თითოეული გაკვეთილი იყო შესანიშნავი მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება განუვითაროთ მოსწავლეს მასალის მოძიების, გაფილტვრის
                                                             19
ანალიზისა და კრიტიკული შეფასების უნარ–ჩვევა, აგრეთვე ვიზუალური თუ წერილობითი რესურსის შექმნის შესაძლებლობა, კრიტიკული შეკითხვის დასმის უნარი, წერილობითი თუ მედიარესურსებიდან მნიშვნელოვანი მასალის დასკვნის უნარის განვითარება.   ყოველივე ეს კი ცალკეული საფეხურის მოსწავლეს საშუალებას მისცემს უკეთ მიაღწიოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს.  მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ცალკეულ აქტივობებში , სვავდნენ კითხვებს, აკეთებდნენ დასკვნებს, ავსებდნენ სქემებს, მოახდინეს შეძენილი ცოდნის დემონსტრირება ესესა და პრეზენტაციის სახით.  ასეთი გაკვეთილების პრაქტიკაში დანერგვა მოგვცემს საუკეთესო შედეგს კრიტიკული აზროვნების  განვითარების თვალსაზრისით.

                                         თავი 6
დასკვნები და რეკომენდაციები:

დასკვნები:
   კრიტიკული აზროვნების უნარ–ჩვევის  განვითარება შესაძლებელია, როგორც საზოგადოებრივი მეცნიერებების, აგრეთვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ყველა საგანში და ქართული ენისა და ლიტერატურისათვის  როგორც საბაზო, ისე  დაწყებით და საშუალო საფეხურზე.
კრიტიკული აზროვნების უნარ–ჩვევის განვითარებისათვის მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში,  მუდმივად პროფესიული ზრუნვაა საჭირო;

რეკომენდაციები:

·        მასწავლებლებმა დანერგონ მსგავსი აქტივობები საკუთარ პრაქტიკაში;
·        კრიტიკული აზროვნების უნარ ჩვევის განვითარებისათვის  ყოველი გაკვეთილის დაგეგმვისას ნათლად  ჩამოაყალიბეთ ერთ–ერთი კონკრეტული მიზანი , რის განვითარებასაც ისახავთ მიზნად მაგალითად:  წერილობით წყაროებზე მუშაობა , ძირითადი ფაქტების გამოყოფა მეორეხარისხოვანი ფაქტებისაგან, მოცემული მასალის ანალიზი კრიტიკული შეკითხვების დახმარებით. ინტერნეტ რესურსებიდან საჭირო მასალის  მოძიება და აღქმა გაგება. საჭირო წერილობითი თუ ინტერნეტ – რესურსის შექმნა.
·        წერილობითი თუ ინტერნეტრესურსის გამოყენებისას დაადგინეთ მასალის სანდოობა.
                                                             20
·        ესეს ან პრეზენტაციის შესაქმნელად თავად მიეცით მითითებები მოსწავლეებს და აუხსენით თუ როგორ შეიძლება გააკეთონ ეფექტური პრეზენტაცია, რა საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.
·        კრიტიკული აზროვნების უნარ ჩვევის განვითარებისათვის მოსწავლეებს ასწავლეთ თუ როგორ შეიძლება დასვან კრიტიკული შეკითხვები და როგორ შეიძლება განახორციელონ კვლევა ამა თუ იმ საკითხზე.
·        მოსწავლეს ახალი ცოდნა ააგებინეთ ძველ ცოდნაზე დაყრდნობით
·        განუვითარეთ მოსწავლეებს სხვისი აზრის მოსმენის და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების  უნარ–ჩვევა.
·        კრიტიკული აზროვნების უნარ– ჩვევის განვითარებისათვის შეიძლება აქტივობები დაიგეგმოს, როგორც ინდივიდუალირი ისე ჯგუფური მუშაობისათვის.
·        დაეხმარეთ მოსწავლეებს თავად გააკეთონ ანალიზი ახლად შეწავლილი მასალიდან, ააზროვნეთ დამოუკიდებლად სხვადასხვა სქემების თუ ცხრილების დახმარებით.
·        კონკრეტული აქტივობის ან მეთოდის დანერგვის წინ გაეცანით საჭირო ლიტერტატურას .

                                   თავი 7

                  ბიბლიოგრაფია
გამოყენებული ლიტერატურა
1.      ეროვნული სასწავლო გეგმა
2.      საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია-შრომები ქუთაისი 2013 წ.
3.      ჟურნ. მასწავლებელი N2, 2009 წელი- ლელა ცახაია - იაზროვნე კრიტიკულად.
4.      თამარ ტალიაშვილი, რატომ უნდა ვასწავლოთ  კრიტიკული აზროვნება? ჟურნალი მასწავლებალი  2013 წელი.
5.      მასწავლებლის წიგნი,  სოფიკო ლობჟანიძე მაია ფირჩხაძე მანანა რატიანი ნინო ლომიძე ნინო ჭიაბრიშვილი რუსუდან თედორაძე მაია ჯალიაშვილი ,
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2016 წ.
                      6 .  განვითარებისა და სწავლების თეორიები.
                            მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების
                            ეროვნული   ცენტრი 2011 წ.
7        კრიტიკული აზროვნება, ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ. 2005 წ.


                           სსიპ ნუგზარ ჭანტურიას სახელობის ქ. საგარეჯოს  N 2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის ნათია მეკოკიშვილის კვლევის ანგარიშის გაზიარების რეფლექსია

     სწავლება-სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული ზრდაა. სკოლის ბაზაზე ამის უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა ეფექტურ საშუალებას შორის, შემიძლია დავასახელო მასწავლებლებლის მიერ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, გაკვეთილების ერთად დაგეგმვა და ურთიერთდასწრება. წინამდებარე რეფლექსია  სწორედ ამ მეთოდების ეფექტურად გამოყენებას ეხება. 2017 წელს გადავწყვიტე განმეხორციელებინა ჩემი პრაქტიკის კვლევა თემაზე: კრიტიკული აზროვნების განვითარება ისტორიაში საბაზო საფეხურზე. კრიტიკული აზროვნების გავნითარება პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების ერთერთი მიმართულებაა.
    თავი 8. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები.
მუხლი 48. ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები.
    ) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და  ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ - ვებგვერდი, 12.10.2012  თავი 3.
  თემის აქტუალობა შემდეგში მდგომარეობს,  მოსწავლეებს ხშირდ უჭირთ რაიმე დასკვნის გაკეთება, მათთვის მთავარი სახელმძღვანელოში მოცემული მასალის დამახსოვრებაა საკითხისადმი კრიტიკული მიდგომა კი  აუცილებლად  ვინმეს ან რაიმეს გაკრიტიკებას, ნაკლის გამოვლენას და უარყოფით დამოკიდებულებასთან ასოცირდება.  კვლევის მთავარი აქტუალობა კი სხვადასხვა აქტივობის სწორად დაგეგმვის გამოყენებით განსხვავებული შეხედულებების და დამოუკიდებელი აზრის ჩამოყალიბებაა.   პრაქტიკული კვლევა შემდეგი ძირითადი ეტაპებისაგან შედგება: საკვლევი საკითხის შერჩევა კვლევის მიზნის განსაზღვრა საკვლევი საკითხის შესახებ არსებული ლიტერატურის შესწავლა კვლევის მეთოდების შერჩევა მონაცემთა შეგროვება მონაცემთა ანალიზი ინტერვენციების დაგეგმვა ინტერვენციების განხორციელება შედეგების ანალიზი . სამიზნე ჯგუფად ავირჩიე 89 კლასის მოსწავლეები  და საზოგადოებრივი კათედრის  კოლეგები. რადგანაც სასურველად მივიჩნიე პრობლემის კოლეგებთან ერთად გადაჭრა. ერთობრივად მუშაობა მრავალმხრივი ხედვის გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილებები უფრო მეტად იქნებოდა შედეგზე ორიენტირებული. იმისათვის რომ ჩემი პრობლემა ადვილად გადამეწყვიტა გავეცანი საჭირო ლიტერატურას, გავიაზრე კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშემწყობი  ფაქტორები, მოვაგროვე ინფორმაცია კოლეგებიდანაც, თუ რა ტიპის აქტივობებს ფლობდნენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შედგა ფოკუს ჯგუფიც , სადაც გადაწყდა, გაკვეთილების ჩატარება კოლეგების თანდასწრებით .   კვლევის მიზანი არის : დავნერგო ისტორიის სწავლებაში ისეთი მეთოდები და მიდგომები, რომელთა გამოყენებაც დამეხმარება მოსწავლეებს განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნება, შეძლონ  ტექსტში მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღქმა და გააზრება, მიღებული ინფორმაციის კრიტიკული შეფასება, აგრეთვე, გაცნობილი მასალიდან მოახდინონ არჩევანის გაკეთება, ძირითად და მეორეხარისხოვან ინფორმაციას შორის, შეძლონ  არსებულ თემატიკაზე მოცემული ინფორმაციის გაფილტვრა.
საკვლევი კითხვა შეეხება შემდეგს  როგორ, რა მეთოდებით და რა კონკრეტული  აქტივობებით, რომელი რესურსების გამოყენებით  შეიძლება განუვითაროთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება?  შევიმუშავე ქვეკითხვების ნუსხაც, რომელსაც უშუალოდ ეფუძვნება კვლევა. ეს ქვეკითხვებია:
           როგორ შევარჩიოთ საჭირო რესურსები? რომელი ტიპის რესურსს მივანჭოთ უპირატესობა? რომელი ტიპის რესურსი დაეხმარება მოსწავლეს კრიტიკულ აზროვნებაში?
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს წერილობითი თუ ინტერნეტრესურსის მოძიებაში, აღქმა-გააზრებაში მიღებული ინფორმაციის დახარისხებაში? მისი სანდოობის დადგენაში?
როგორ შევაფასოთ მოსწავლეთა შედეგები კრიტიკული აზროვნების განვითარების მიზნით დაგეგმილი გაკვეთილის მიხედვით, შესაძლებელია თუ არა ამ  მეთოდით მიზნის მიღწევა?
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს, საგაკვეთილო პროცესში დასვან კრიტიკული შეკითხვები და საკითხი ობიექტურად შეაფასონ?
აქვთ თუ არა სურვილი პედაგოგებს კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით დანერგონ საკუთარ პრაქტიკაში განსხვავებული მიდგომები?
გამოიკვეთა კვლევის მონაწილე მხარეები და მათი პასუხისმგებლობები. ესენი არიან სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები, აგრეთვე კომისიის წევრები, შევიმუშავე კითხვარი ფოკუს ჯგუფისათვის, ( კითხვარი იხილეთ კვლევის ანგარისში), განვახორციელე გამოკითხვა, საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრაზე, კათედრის წევრებთან ერთად გავაანალიზე გამოკითხვის შედეგები და მივიღე გადაწყვეტილება, რაც დიდი ინტერესით იყო განპირობებული,  ჩატარებულიყო გაკვეთილები კოლეგების თანდასწრებით სადაც გამოყენებული იქნებოდა ის აქტივობები, რომლებიც  უშუალოდ კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.
   შემუშავდა ინტერვენციები:
კრიტიკული აზროვნების კომპეტენციის განვითარებასთან დაკავშირებული გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება კოლეგების დასწრებით.
გაკვეთილზე მიღწეული შედეგების განხილვა და ანალიზი.
კრიტიკული  აზროვნების  განვითარებასთან  დაკავშირებით  დაგეგმილი  გაკვეთილების  იდეები შემდეგნაირად გამოიყურება.

           VIII  კლასის ისტორია
  სხვადასხვა პერიოდის მმართველობის სისტემა თუ იდეოლოგია განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს მოსწავლეებში, დაინტერესებულნი არიან იმ ძირეული საკითხების ცოდნით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უარყოფითი, ხან კი დადებითი შედეგის მომტანი ხდებოდა ამა თუ იმ ხალხის ან ქვეყნისათვის. მაგალითად თემა-ჰიტლერის მმართველობა გერმანიაში და ნაცისტური იდეოლოგია  მე-8 კლასის ისტორია, გამომცემლობაკლიო , გვ. 182. მთავარი კითხვა ეხება თუ რა იყო გერმანიაში ნაცისტების ხელისუფლების სათავეში მოსვლის მიზეზი? ვინ იყვნენ ეს ადამიანები? რა მიზანი ამოძრავებდათ მათ?  ეროვნული სასწავლო გეგმით მერვე კლასში გათვალისწინებულია:
ისტ.VIII.8მოსწავლეს შეუძლია   ახსნას  სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
განმარტავს სახელმწიფოს ცნებას და ახასიათებს მის ძირითად  ელემენტებს (მმართველობის ფორმა, სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობ, პოლიტიკური რეჟიმი);
ირჩევს რომელიმე ქვეყანას და მის მაგალითზე ჩამოთვლის მიზეზებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს სახელმწიფო მმართველობის ცვლებადობაზე;

ისტ.VIII.12.  მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი  პირობები.
ჩამოთვლის იმ ღირებულებებს, რომლების პატივისცემა აუცილებელია ადამიანების მშვიდობიანი თანაარსებობისათვის; დასაბუთებისას იყენებს ადამიანების (მაგ.: განსხვავებული რასის, ეროვნების ან სარწმუნოების) მშვიდობიანი თანაცხოვრების მისთვის ცნობილ მაგალითებს ისტორიიდან და თანამედროვეობიდან;                                              
რაც შეეხება ესგთი გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ანალიზის უნარის ისე კვლევის უნარჩვევის განვითარებას, ადვილი მისაღწევია თუ მოსწავლეები თავად შეძლებენ, როგორც ვიზუალური მასალის ისე წერილობითი წყაროების გამოყენებით მნიშვნელოვანი მასალის კრიტიკულ განხილვას და სათანადო დასკვნების გამოტანას, საკითხის კრიტიკული განხილვა კი ყოველთვის არ გულისხმობს თემის უარყოფით კონტექსტში წარმოსახვას, გაკვეთილის შინაარსის განხილვის შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენე ვიზუალური მასალა პლაკატების სახით, სადაც ასახული არის ჰიტლერი როგორც მმართველი და ჰიტლერი ბავშვებთან, მოსწავლეებს წინასწარ გავაცანი ლექსიკონი განვუმარტე უცხო სიტყვები, კითხვარის დახმარებით ისინი ავსებდნენ სქემებს, აკეთებდნენ დასკვნებს ახასიათებდნენ ჰიტლერს როგორც პიროვნებას და ხაზს უსვავდნენ ჰიტლერის , როგორც პიროვნების დამოკიდებულებას საზოგადოებასთან, აგრეთვე  ჰიტლერის ნახატების გამოყენებით გააკეთეს დასკნვები რამდენად შეეძლო მას საკმაოდ მკაცრი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, არსებული დავალება ითვალისწინებს მთელი კლასის ჩართვას, მოსწავლეები ჰიტლერის ეპოქას სხვადასხვა დოკუმენტური, თუ მხატვრული ფილმის განხილვის  მიხედვით ახასიათებდნენ, დოკუმენტური ფილმების სერია საშინაო სკოლის გაკვეთილები და პეპლის ეფექტი 1 ნაწილი, აგრეთვე ნაწყვეტი ფილმიდან შინდლერის სია, სადაც  ნათლად არის ასახული ნაცისტური იდეოლოგიის სურათები, რომლის გამოყენებითაც მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ ადვილად გამოყონ ეპოქის დადებითი და უარყოფითი მხარე,      (  ფილმი 1010 წუთი, მესამე ფილმი 3 წუთი.) მათ საშუალება მისცათ რომ თავად გაედევნებინათ თვალი ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის და მისი ნააზრევის შესახებ, ფილმებს ვაპაუზებდი და მოსწავლეები კითხვარის დახმარებით გამოთქვავდნენ საკუთარ აზრს და აფიქსირებდნენ წინასწარ გამზადებულ სქემებში.  მასალები იხილეთ ბმულზე:


მოსწავლეებმა ჯგუფურადაც იმუშავეს, ისინი გაეცნენ წერილობით წყაროებს               ( ნაწყვეტი ჰიტლერის სააგიტაციო  ბუკლეტიდან, რა წარწერა გააკეთა ჰიტლერმა ვეფხისტყაოსანზე, ოლიმპიური ჩემპიონი ჯესი ოუენსი ჰიტლერის შესახებ, ჰიტლერი და ებრაელები),  კითხვების დახმარებით დაახარისხეს მასალა, გამოყვეს სანდო და არასანდო ინფორმაციები, ახსნეს სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტკური რეჟიმის ურთიერთკავშირი. გამოყვეს ჰიტლერის დადებითი თვისებები , მოსწავლეები არსებული მასალის გამოყენებით თავად აკეთებდნენ დასკვნებს და შესაბამის საკითხებს განიხილავდნენ კრიტიკული ხედვით. ჰიტლერი შეაფასეს როგორც თავისი ქვეყნის პატრიოტი და აგრეთვე  ისაუბრეს მისი პოლიტიკის  უარყოფით მხარეებზე. მოცემული თემის  კრიტიკული განხილვა ინდივიდუალურად  შესრულებული ესეს სახით წარმოადგინეს, რაც ნათელი დადასტურეებაა,  კრიტიკული აზროვნების  უკეთ გასავითარებლად. მიუხედავად იმისა რომ თავად ჰიტლერი და მისი ეპოქა უარყოფით  დახასიათებას იმსახურებს, მაგრამ მრავალი მასალის სხვადასხვა კონტექსტში წარმოჩენამ მოსწავლეები მიიყვანა იქამდე, რომ მათ დადებითი მხარის გამოყოფისა და დასკვნის გაკეთების საშუალება მისცემოდათ. მოსწავლეებმა,  აგრეთვე თავიაანთი სკოლელებისათვის და საკითხით დაინტერესებული თანატოლებისათვის რესურსიც შექმნეს.  მოსწავლეების ნამუშევრები იხილეთ ბმულზე:


9 კლასი – საქართველოს ისტორია
თემა: გეორგიევსკის ტრაქტატი

  სახელმძღვანელოში საქართველოს ისტორია  9 კლასი, გამომცემლობა „კლიო“ გაკვეთილი 8.5. „ გეორგიევსკის ტრაქტატი“,  ტექსტისა და სახელძღვანელოში არსებული წყაროების გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი დამატებითი წერილობითი წყაროები, (ბეთჰოვენმა მეცხრე სიმფონია ერეკლე მეორეს მიუძღვნა droni.ge 12:25 25.12.2011ერეკლე II-ზე  ინგლისურ  პრესაში  წერდნენ, ტრაქტატი, რომელმაც საქართველო განადგურებას გადაარჩინა...) მოსწავლეებმა გააკეთეს წყაროების ანალიზი წინასწარ შემუშავებული კითხვარის მეშვეობით, შეავსეს ცხრილები და გააკეთეს საკუთარი დასკვნები, გამოყვეს ტრაქტატის დადებითი და უარყოფითი მხარე, აგრეთვე იხილეს დოკუმენტური ფილმები, იხილეთ ლინკზე:
ფილმებს ეტაპობრივად ვაჩვენებდი 10–10 წუთი ვაპაუზებდი და დისკუსიის ფონზე ვიხილავდით დოკუმენტურ მასალაში გადმოცემულ ფაქტებს, მოსწავლეებმა შეძლეს დაეხარისხებინათ სანდო და არასანდო მასალები და გაეკეთებინათ საკუთარი დასკვნა, ისინი მიხვდნენ რომ დოკუმენტში დადებითიც ბევრი იყო, ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი კი მთლად უარყოფითი არ იყო იმ ეპოქიდან გამომდინარე. კრიტიკული განხილვა ყველა საკითხს რეალურად წარმოაჩენს, ესეს საშუალებით კი ყოველივე  თვალნათელი გახდა.
 ესგ–თი გასათვალისწინებელი შედეგებია:

ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურები.
                                                              
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობს სხვადასხვა ეპოქის ქართული სამეფოების სახელმწიფო მოწყობის შესახებ. გამოავლენს მათ შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს;
  • ახასიათებს და ადარებს სხვადასხვა პერიოდში საქართველოში სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში განხორციელებულ რეფორმებს;

ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ცხრილის საშუალებით გამოყოფს საგარეო და საშინაო ფაქტორებს, რომლებიც ქართული სახელმწიფოს ან სახელმწიფოების (ან სამთავროების) წარმონაქმნის მიზეზი გახდა.
  • მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრივობაზე;
  • აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე;
  • ცხრილში ქრონოლოგიური თანამიმდევრობით აჯგუფებს სახელმწიფოებს, რომლებმაც დაკარგეს დამოუკიდებლობა (ან საერთოდ გაქრნენ) და მიუთითებს ამ მოვლენის გამომწვევ საგარეო და  საშინაო ფაქტორებზე,

            კრიტიკული აზროვნების უნარ ჩვევის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა საფეხურის მოსწავლისათვის, ყოველივე ამისათვის კი მასწავლებელმა მოსწავლეს შესაძლებლობა უნდა მისცეს სანდო წყაროებზე დაყრდნობით თავად გააკეთებინოს დასკვნები გამოიყენოს საჭირო მედეა თუ დოკუმენტური რესურსი. თავად შექმნას მოსწავლემ ვიზუალური თუ წერილობითი რესურსი, რომელსაც პრაქტიკაში გამოიყენებს.
ყოველი გაკვეთილის ბოლოს ვხვდებოდი კოლეგებს და მიმდინარეობდა იმ აქტივობების განხილვა –ანალიზი,  რომელიც გაკვეთილზე იქნა გამოყენებული, კოლეგების მხრიდან ადგილი ჰქონდა ყველა მნიშვნელოვანი დეტალის განხილვას, კვლევამ აჩვენა, რომ ამგვარი ფორმით შემუშავებული აქტივობები ნათელი დადასტურებაა კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებისა და ხელშეწყობისა.
საგაკვეთილო პროცესი გამოირჩეოდა მოსწავლეთა ჩართულობითა და ინტერესით, აღნიშნული თემები განხილულ იქნა სხვადასხვა კუთხით, როგორც ვიზუალური მასალის აღქმის თვალსაზრისით ისე წერილობითი და დოკუმენტური მასალის გამოყენებით, ყოველ აქტივობას თან ერთვოდა შესაბამისი კითხვარი, რომელიც სქემების თუ ცხრილების სახით ჰქონდათ მოსწავლეებს წარმოდგენილი, აღნიშნული აქტივობები მოსწავლეებს ეხმარებოდათ სწორი დასკვნების გაკეთებაში, იფილტრებოდა სანდო და არა სანდო მასალა, მოსწავლეები თავად სვავდნენ კრიტიკულ შეკითხვებს,
რაც შეეხება ჩემ გამოსასწორებელ მხარეებს როგორც საგაკვეთილო ისე აქტივობების დაგეგმვის მხრივ შემდეგი მიმართულება შეიძლება გამოვყო. აქტივობების დაგეგმვის დროს ვფიქრობდი უფრო მეტად განმევითარებინა მაღალი სააზროვნო უნარი , ამიტომ შესაბამისად აქტივობებიც ოდნავ რთულ ვარიანტს წარმოადგენდა, რომელიც  უფრო მეტად  ძლიერ მოსწავლეებზე იყო გათვლილი, რაც შეეხება დაბალი მოსწრების მოსწავლეებს ისინი ნაკლებად აქტიურები აღმოჩნდნენ კვლევის პროცესში , მიუხედავად ჩემი გულისხმიერებისა და გაიოლებული ქვეკითხვებისა ვერ მოხერხდა მათი სამუშაო პროცესში აქტიური ჩართვა, თუმცა მინიმალური შედეგი მაინც მივიღე, დაგეგმილმა აქტივობებმა მათი ყურადღების მობილიზება მოახდინა. მაგრამ  გაუჭირდად  მათ როგორს pover pointshi მუშაობა აგრეთვე ესეს დაწერა, სამომავლოდ ვაპირებ დავგეგმო ისეთი აქტივობები, რომელიც ამ მოსწავლეებს საშუალებას მისცემს შექმნან  როგორც ელექტრონული ისე წერილობითი რესურსები, გააქტიურდნენ და იყნვნენ განურჩეველი ნაწილი კლასის უმრავლესობის.
კვლევა მიმდინარეობდა ხუთი თვის განმავლობაში, დაგეგმილმა და განხორციელებულმა აქტივობებმა  მომცა საშუალება ჩამომეყალიბებინა ის რეკომენდაციები და დასკვნები, რომელიც დაეხმარება ჩემ კოლეგებს, რათა კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა მოახერხონ მოსწავლეებთან. ეს დასკვნები და რეკომენდაციებია:

დასკვნები:
·        კრიტიკული აზროვნების უნარ–ჩვევის  განვითარება შესაძლებელია, როგორც საზოგადოებრივი მეცნიერებების, აგრეთვე საბუნებისმეთყველო მეცნიერებების ყველა საგანში და ქართული ენისა და ლიტერატურისათვის  როგორც საბაზო, ისე  დაწყებით და საშუალო საფეხურზე.
·        კრიტიკული აზროვნების უნარ–ჩვევის განვითარებისათვის მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში,  მუდმივად პროფესიული ზრუნვაა საჭირო;

რეკომენდაციები:
·        მასწავლებლებმა დანერგონ მსგავსი აქტივობები საკუთარ პრაქტიკაში;
·        კრიტიკული აზროვნების უნარ ჩვევის განვითარებისათვის  ყოველი გაკვეთილის დაგეგმვისას ნათლად ჩამოაყალიბეთ ერთ–ერთი კონკრეტული მიზანი ,რის განვითარებასაც ისახავთ მიზნად , მაგალითად:  წერილობით წყაროებზე მუშაობა , ძირითადი ფაქტების გამოყოფა მეორე ხარისხოვანი ფაქტებისაგან, მოცემული მასალის
 ანალიზი კრიტიკული შეკითხვების დახმარებით. ინტერნეტ რესურსებიდან საჭირო მასალის  მოძიება და აღქმა გაგება. საჭირო წერილობითი თუ ინტერნეტ – რესურსის შექმნა.
·        წერილობითი თუ ინტერნეტრესურსის გამოყენებისას დაადგინეთ მასალის სანდოობა.
·        ესეს ან პრეზენტაციის შესაქმნელად თავად მიეცით მითითებები მოსწავლეებს და აუხსენით თუ როგორ შეიძლება გააკეთონ ეფექტური პრეზენტაცია, რა საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.
·        კრიტიკული აზროვნების უნარ ჩვევის განვითარებისათვის მოსწავლეებს ასწავლეთ თუ როგორ შეიძლება დასვან კრიტიკული შეკითხვები და როგორ შეიძლება განახორციელონ კვლევა ამა თუ იმ საკითხზე.
·        მოსწავლეს ახალი ცოდნა ააგებინეთ ძველ ცოდნაზე დაყრდნობით
·        განუვითარეთ მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარ–ჩვევა.
·        კრიტიკული აზროვნების უნარ– ჩვევის განვითარებისათვის შეიძლება აქტივობები დაიგეგმოს, როგორც ინდივიდუალირი ისე ჯგუფური მუშაობისათვის.
·        დაეხმაროთ მოსწავლეებს თავად გააკეტონ ანალიზი ახლად შეწავლილი მასალიდან, ააზროვნეთ დამოუკიდებლად  სხვადასხვა სქემების თუ ცხრილების დახმარებით.
·        კოლეგებმა ერთობლივად განიხილეთ პროფესიული ლიტერატურა და გააკეთეთ მასალის ანალიზი.
მასალა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული კოლეგისათვის, როგორც სკოლაში ასევე ინტერნეტის საშუალებითაც.
ნაშრომს გააჩნია ბიბლიოგრაფიული ნუსხა,(იხილეთ კვლევის ანგარიშში)
აგრეთვე გთავაზობთ კრიტიკული აზროვნების განვითარებასთან დაკავშირებულ პრეზენტაციას, რომელიც მე წარვადგინე სკოლაში უფრო ფართო მაშტაბით, რათა საკუთარი შედეგი ყველა დაინტერესებული კოლეგისათვის გამეზიარებინა, მომესმინა რჩევები და გამეანალიზებინა ჩემი გაწეული მუშაობის კონკრეტული ნაბიჯი. პრეზენტაცია იხილეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  https://drive.google.com/file/d/0BwaFVFMW7GXNMGhtNFB4QTFJTGs/view?usp=sharing

                                                                                                ნ. მეკოკიშვილი




Comments