სამოდელო გაკვეთილები

                                                                            სსიპ ნუგზარ ჭანტურიას სახელობის  ქ. საგარეჯოს
                                                                                             N 2 საჯარო სკოლის ისტორიის
                                                                                                    მასწავლებელი –  ნათია მეკოკიშვილი

                                            სამოდელო გაკვეთილის გეგმა
                                     ფრანკოს მმართველობა ესპანეთში


გაკვეთილის თემა : ფრანკოს მმართველობა ესპანეთში
კლასი: VIII
საგანი:  ისტორია
მოსწავლეთა რაოდენობა:    30 მოსწავლე , 2  სსიმ მოსწავლეა.
გაკვეთილის ფორმა:   გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი.( მიმართულება- მედიაწიგნიერება).

გაკვეთილის მიზანი:   
·           ისტორიული ეპოქის აღქმა და გაანალიზება
·         სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და  პოლიტიკური რეჟიმის ურთიერთკავშირის განსაზღვრა.
·       თანამშრომლობა
·      საკუთარი  პოზიციის შემუშავება, კრიტიკა და დაცვა

ესგ-თი მისაღწევი შედეგები:
მიმართულება:  დრო და სივრცე


ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს  ფაქტებდა მოვლენებ  შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

მიმართულება: სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა

·         ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია   შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და  შედეგები.

·         ისტ.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია   ახსნას  სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.


      მედიაწიგნიერების მიზნებია:

·         კრიტიკული ანალიზი, მედიის მიერ სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება;
·         სხვადასხვა მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის სანდოობის ანალიზი და შეფასება;
·          მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, ანალიზი და განხილვა;

გაკვეთილის შედეგი:

·         გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ სანდო ინფორმაციის დახარისხებას.
·         ჯგუფური მუშაობის ფონზე იმსჯელებენ ფრანკოს მმართველობით წრეში მომხდარი ცვლილებების შესახებ.
·         მედიარესურსების გამოყენებით იმსჯელებენ სამოქალაქო ომის დადებით და უარყოფით მხარეზე.
·         იმსჯელებენ  და  განალიზებენ  დიქტატურის როგორც მმართველობის ფორმის  შედეგებზე თანამედროვე მსოფლიოსათვის.


         აქტუალობა

      მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარებას ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, აგრეთვე ნაკლებია გამოცდილებაც საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის თვალსაზრისით. მოცემული გაკვეთილის გეგმის
მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ  მედიაწიგნიერების კომპეტენციის განმავითარებელი ხერხების უკეთ ფლობა კონკრეტულად:
1 . თუ რომელ საიტზე ან სად შეიძლება მოიპოვონ ინფორმაცია.
2. როგორ განსაზღვრონ ინფორმაციის სანდოობა.
3. როგორ გაიაზრონ და შეაფასონ საჭირო ინფორმაცია.
      აგრეთვე გაკვეთილი დაეხმარება კოლეგებს განივითარონ პრაქტიკა გამჭოლი კომპეტენციის ფარგლებში , რათა უკეთ დაგეგმონ გაკვეთილი და გამოიყენონ საჭირო მედიარესურსები.

წინარე ცოდნა და საბაზისო უნარ-ჩვევა

     მოსწავლეს შეუძლია ინტერნეტის მოხმარება, შეუძლია ფაქტებისა და მოვლენების ურთიერთკავშირის დადგენა, უცხო ტექსტიდან აზრის გამოტანა და გაანალიზება,


ფლობენ , ვიზუალური მასალიდან ინფორმაციის მოპოვების უნარ ჩვევას,  ავსებენ სქემებს, აკეთებენ დასკვნებს.




უცხო სიტყვათა ლექსიკონი



ესპანური ფალანგა- დაარსდა 1933 წელს, ერთადერთი მმართველი პარტია ფრანკოს რეჟიმის დროს. ფალანგის იდეოლოგია იტალიურ ფაშიზმს ჰგავს.
( ვიკიპედია)

ავტარკია-  თვითუზრუნველყოფა, ეკონომიკური პოლიტიკა, როდესაც სახელმწიფო თავის მოთხოვნებს საკუთარი შესაძლებლობებით აკმაყოფილებს და იმპორტს ზღუდავს. ( სამოქალაქო განათლების ლექსიკონი).

             ტექნოკრატები-  მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, სახელმწიფო                    აპარატის უმაღლესი თანამდებობის პირები.
 ( სამოქალაქო განათლების ლექსიკონი).

ბასკეტი, კატალონია და გალისია- ესპანეთის ავტონომიები, რეგიონები, სადაც ცხოვრობენ ბასკები, კატალონიელები და გალისიელები. ( ვიკიპედია).

გერნიკა:  ქალაქი რომელიც ესპანეთის სამოქალაქო ომის შედეგად დაიბომბა
( ვიკიპედია)
 (ლექსიკონი კედელზე იქნება გაკრული მოსწავლეთა დასახმარებლად.)


რესურსები:

1.      კომპიუტერი,
2.      პროექტორი,
3.      პლაკატები,
4.       ფოტოები, 
5.      მასწავლებლის საკითხავი მასალა.
6.      მოსწავლის საკითხავი მასალა .
7.      ვიდეო ამონარიდები- დოკუმენტური ფილმი.
8.      საინფორმაციო წერილობითი წყაროები- მედიარესურსები.
9.      მასწავლებლის მიერ შექმნილი სლაიდ შოუ.








                        


                      
             

          
                                   
                             
აქტივობები:
1.      გონებრივი იერიში
2.      ჯგუფური მუშაობა
3.      ჯგუფური დისკუსია                                          
4.      კითხვა-პასუხი
5.      სქემები
6.      მინი ლექცია
7.      ესე.
8.      პრეზენტაცია







                               მასწავლებლის საკითხავი მასალა.


ფრანჩისკო ფრანკო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გრაციოზული და ექსცენტრიული პიროვნება იყო. ფრანკოს მიზანს ესპანეთის ნაციონალიზმის
გაღვივება და მისი მოდერნიზაცია წარმოადგენდა. ფრანკო 1939 წლიდან 1975 წლამდე შეუზღუდავად მართავდა ესპანეთს.
ფრანჩისკო ფრანკოზე საუბრისას, თანამედროვე ესპანელთა აზრი ორად იყოფა: ნაწილი მას ესპანეთის ეროვნულ გმირად. ნაწილი კი დიქტატორად მიიჩნევს. ამ
ყოველივეს თავისი მიზეზი აქვს. ფრანკოს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ფაშისტურ იტალიასთან და ნაცისტურ გერმანიასთან.
მეორე მსოფლიო ომამდე, ფრანკო ჰიტლერის ერთ-ერთ ერთგულ მოკავშირედ განიხილებოდა, მაგრამ ისეთი სერიოზული ნაბიჯი, როგორიც მეორე მსოფლიო ომში ჩართვაა არ გადაუდგავს. როდესაც 1945 წელს მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა ევროპის ქვეყნებმა, ფრანკოს ესპანეთი გარიყეს და მასთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტეს. ესპანეთი ეკონომიკურ კრიზისში მოექცა.
'' მარშალის გეგმა '' , რომელიც - ევროპის რეკონსტრუქციის სახელითაა ცნობილი, ესპანეთზე არ განხორციელებულა.
ქვეყანა ღრმა კრიზისში იყო. მაგრამ საერთაშორისო ფონმა და კომუნიზმის ესპანეთში გავრცელების შიშმა, ასევე ესპანეთის სტრატეგიულმა მდებარეობამ, აიძულა ნატოს წევრი ქვეყნები ესპანეთთან მოლაპარაკების გზები მოენახათ.
ქვეყნის ხანგრძლივი იზოლაცია 1953 წლის მადრიდის ხელშეკრულებამ დაასრულა. აშშ მზად იყო ესპანეთისთვის ფინანსური დახმარება გაეწია ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ- სამხედრო ბაზების განთავსების სანაცვლოდ. ესპანეთი ამ პირობას დათანხმდა. ნელ-ნელა  ეკონომიკა გამოცოცხლდა. 1959-1973 წლები იწოდება '' ესპანურ ეკონომიკურ სასწაულად ''. ფრანკოს დიქტატორულმა  მმართველობამ კი შერბილება დაიწყო.
ფრანცისკო ფრანკო 1975 წელს გარდაიცვალა. ქვეყანაში აღდგა მონარქია. ტახტზე ავიდა ხუან კარლოს პირველი ( 1975 - 2014 ), რომელმაც ესპანეთში დემოკრატიული
გარდაქმნები დაიწყო. პრესა გათავისუფლდა '' ცენზურისგან ''. პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და დაენიშნათ პენსია. ლიბერალურმა პოლიტიკამ ესპანეთი ევროპული ცივილიზაციის ღირსეულ წევრად აქცია. ყოველივე ეს კი დაგვირგვინდა ესპანეთის ნატოში გაწევრიანებით 1982 წელს.




გაკვეთილის ხანგრძლივობა : 2 დაწყვილებული გაკვეთილი;( 45+45)
გაკვეთილი 1
კლასის ორგანიზება,  გაკვეთილის თემის,  გაკვეთილის მიზნის,  აგრეთვე მისაღწევი შედეგების გაცნობა. 3 წთ.

აქტივობა 1.  მიზანი:  ისტორიული ეპოქის აღქმა და გაანალიზება
შედეგი:  ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს  ფაქტებდა მოვლენებ  შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.


 კლასის ორგანიზებისა და გაკვეთილის მიზნის გაცნობის შემდეგ მასწავლებელი მიმართავს კლასს კითხვით ვინ იყო ფრანცისკო ფრანკო? როგორი ტიპის მმართველია? მოსმენილი პასუხების საფუძველზე ავსებს ასოციაციურ რუკას დაფაზე- რა არის დიქტატურა?  დრო 5 წთ.



დიქტატურა
 













აქტივობა 2.   მიზანი:  სხვადასხვა მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის სანდოობის ანალიზი და შეფასება;

სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და  პოლიტიკური რეჟიმის ურთიერთკავშირის განსაზღვრა.

შედეგიიმსჯელებენ  და  განალიზებენ  დიქტატურის როგორც მმართველობის ფორმის  შედეგებზე თანამედროვე მსოფლიოსათვის.

ეპოქის უკეთ გააზრებისა და მმართველობითი ფორმის უკეთ აღსაქმელად მასწავლებელი კლასს აჩვენებს ორ პლაკატს , რომელზედაც ფრანკოს მმართველობის სისტემაა ასახული, და სთხოვს კლასს შეადაროს ორი პლაკატი
ერთმანეთს , მასწავლებელი სვავს კითვებს მოსწავლეები ავსებენ სქემას, რომელიც დაფაზეა დახაზული. 10 წთ.


კარიკატურა 1.
პლაკატი 2.                                                              

პლაკატი 1.
კითხვები
სავარაუდო პასუხი
1.      ვინ არის 1 პლაკატზე გამოსახული?
ფრანცისკო ფრანკო
2.      როგორი ტიპის მმართველია ფრანკო?
დიქტატორი
3.      საიდან ვლინდება მისი დიქტატორული მმართველობის ფორმა?
იგი თავს სარკეში ყველაზე დიდად ხედავს.
4.      რომელ ისტორიულ მოვლენას ეძღვნება პლაკატი?
ესპანეთის სამოქალაქო ომს
5.      სად არის პლაკატი შექმნილი?
ესპანეთში
6.      როგორ ახსნით პლაკატის ესპანურ წარმომავლობას?
იგი დადებითი ფორმით არის გამოხატული და ფრანკოს მმართველობის დროს არის შედგენილი
7.      თქვენი აზრით რას ემსახურება პლაკატი?
დიქტატურის როგორც მმართველობითი ფორმის დაგმობას.



2 პლაკატი
კითხვა
სავარაუდო პასუხი
1.      ვინ არის სურათის აუდიტორია?
ხალხი
2.      რა არის სურათის შექმნის მიზანი?
ფრანკოს უყვარს ხალხი
3.      საზოგადოების მხრიდან რა შეხედულებას ემსახურება სურათი?
ხალხი კმაყოფილია ფრანკოს მმართველობით
4.      ენდობა თუ არა ხალხი ფრანკოს?
ენდობა.
5.      რომელ ქვეყანაში ხდება მოქმედება?
ესპანეთში
6.      როდის და ვის მიერ არის სურათი შექმნილი?
ესპანეთში. ფრანკოს მომხრეების მიერ.
7.      რა პროპაგანდას ემსახურება პლაკატი?
მოსახლეობა ფრანკოს დიქტატურის მიმართ კმაყოფილია.

აქტივობა 3: მიზანი : ისტორიული ეპოქის აღქმა და გაანალიზება
შედეგი:   ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს  ფაქტებდა მოვლენებ  შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.  კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს მინი ლექციის საშუალებით გადასცემს ინფორმაციას და  აჩვენებს პრეზენტაციას, რომელიც ფრანკოს მმართველობის ეტაპებს ეძღვნება, კონკრეტულად ესპანეთის გავლილი გზა ფრანკომდე და ფრანკოს მმართველობის პერიოდში, თუ როგორ წარმოიქმნა ესპანეთში დიქტატორული რეჟიმი. პრეზენტაცია კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს . მასწავლებელი აპაუზებს სლაიდებს და მოსწავლეებისაგან ისმენს პასუხებს. დრო 10 წთ.
პრეზენტაცია იხ. ლინკზე https://drive.google.com/file/d/0BwaFVFMW7GXNUFd4bE83QkZySE0/view?usp=sharing
აქტივობა 4.  მიზანი:  საკუთარი  პოზიციის შემუშავება, კრიტიკა და დაცვა.
შედეგი:  იმსჯელებენ  და  განალიზებენ  დიქტატურის როგორც მმართველობის ფორმის  შედეგებზე თანამედროვე მსოფლიოსათვის.

პრეზენტაციის ჩვენების შემდეგ მასწავლებელი კლასს მიმართავს შეკითხვით. არსებობდნენ თუ არა ისეთი ადამიანები ესპანეთში რომლებიც ფრანკოს დიქტატურის მანკიერ მხარეებს ამჩნევდნენ. ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ ეს ადამიანები და როგორ გამოხატავდნენ პროტესტს?
სავარაუდო პასუხი;  ეს ადამიანები იქნებოდნენ დემოკრატიული იდეების მოყვარულები, მაგალითად ხელოვანები, მწერლები , პოეტები, რომლებიც ნაწარმოებების ან ნახატების საშუალებით შეძლებდნენ საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბებას.  2 წთ.
აქტივობა 5.  მიზანი:   მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, ანალიზი და განხილვა;
შედეგი: გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ სანდო ინფორმაციის დახარისხებას.
ისტ.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია   ახსნას  სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.
პასუხების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს  პაბლო პიკასოს სურათს „გერნიკა“. მასწავლებელი აკეთებს მცირე შესავალს, მოსწავლეებს სთხოვს, ყურადღებით დააკვირდნენ სურათს, გამოხატონ საკუთარი მოსაზრება თუ რას ხედავენ ნახატზე და რისი გადმოცემა სურდა ამ ნახატის საშუალებით პიკასოს.


                                   

                                   
კითხვა-პასუხის რეჟიმი
კითხვა
სავარაუდო პასუხი
1.      რას ხედავთ სურათზე?
განწირული ადამიანები
2.      თქვენი აზრით რატომ გახდა არსებული ფაქტი მხატვრის შემოქმედების დემონსტრაციის აუცილებელი მიზანი?
მხატვარმა თავისი გულისტკივილი ამ ფოტოტი გამოხატა.
3.      არის თუ არა სურათი ესპანეთის მმართველობის ფორმის ზუსტი ასახვა?
შესაძლებელია, რადგან შემოქმედებაში რეალობა ადვილად ისახება.
4.      არის თუ არა პიკასო ფრანკოს მმართველობის მომხრე?
ალბათ არა
5.      იყო თუ არა აუცილებელი ამ სურათის შექმნა აღნიშნული პერიოდის ვიზუალური სურათის ასაღწერად?
პიკასო გაბედული ადამიანია და თავისი განწყობა მხოლოდ საკუთარი ნიჭით გამოავლინა.

პასუხების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს კითხვით:  არის თუ არა შესაძლებელი პიროვნების თავისუფალ შეხედულებაზე გავლენას ახდენდეს დიქტატორის  კულტი?
მოსწავლეები მსჯელობენ დიქტატორის როლზე სახელმწიფოში და ხაზს უსვავენ ხალხის მიერ მისი გაკერპების დიდ შესაძლებლობაზე.  10 წთ.
აქტივობა 6.  მიზანი: საკუთარი  პოზიციის შემუშავება, კრიტიკა და დაცვა
შედეგი:  იმსჯელებენ  და  გაანალიზებენ  დიქტატურის როგორც მმართველობის ფორმის  შედეგებზე თანამედროვე მსოფლიოსათვის.



 მოსმენილი პასუხების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გაიხსენონ მათთვინ ნაცნობი თემებიდან  დიქტატორები და მათი გაკეთებული მნიშვნელოვანი საქმეები, რომლებმაც გარკვეული კვალი დაამჩნიეს კონკრეტულ ქვეყნებს და მოსახლეობას, მასწავლებელი სთხოვს დაასაბუთონ რატომ სჭირდებოდათ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების შესანარჩუნებლად. რისი შიში ჰქონდათ.
სავარაუდო პასუხი:  მოსწავლეები ასახელებენ ჰიტლერს, მუსოლინს, სტალინს, იხსენებენ ისტორიიდან ერთპიროვნულ მმართველებს და ახასიათებენ მათი მმართველობის დადებით და უარყოფით მხარეებს. 5 წთ.
შესვენება:
გაკვეთილი 2 .  დრო 45 წთ.
აქტივობა 7.  მიზანი: კრიტიკული ანალიზი, მედიის მიერ სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება;
·         შედეგი: ისტ.VIII.8.     მოსწავლეს შეუძლია   ახსნას  სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.

·         გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ სანდო ინფორმაციის დახარისხებას.

მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს შეკითხვით,  იფიქრონ,  თუ რატომ ექცეოდნენ დიქტატორები საზოგადოების გარკვეულ ფენას სისასტიკით და ყველას შეეძლო თუ არა სისასტიკის ჩადენა. მათ მკაცრ ხასიათზე გავლენას ხომ არ ახდენდა კარიერამდე არსებული ცხოვრების გარკვეული სტილი.? არგუმენტის გამყარების მიზნით მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს ვიდეო ჩანაწერს სადაც საუბარია ფრანკოს ოჯახზე და განვლილ გზაზე.( 1წთ -5;31წთ)  გიორგი ენუქიძე დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით  საუბრობს ფრანკოს კარიერაზე და წარმატებებზე.
                          https://youtu.be/fuZo4XpJgIA
არსებულ ვიდეოზე დაყრდნობით მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს დაასკვნან. იყო თუ არა ფრანკო დამოუკიდებელი ადამიანი გადაწყვეტილების მიღებაში და რატომ დასჭირდა მას ძალის გამოყენება როდესაც იყო წარმატებული სამხედრო მოღვაწე ესპანეთში?
მოსწავლეები აკეთებენ დასკვნებს და ხაზს უსვავენ ფრანკოს განდიდებისაკენ სწრაფვას და აგრეთვე, ასახელებენ იმ არასწორ ნაბიჯებს რომელიც მან ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად გამოიყენა. 8 წთ.
აქტივობა 8. მიზანი: მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, ანალიზი და განხილვა;
  ისტორიული ეპოქის აღქმა და გაანალიზება

·         შედეგი: ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია   შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და  შედეგები.
·         მედიარესურსების გამოყენებით იმსჯელებენ სამოქალაქო ომის დადებით და უარყოფით მხარეზე.

  პასუხების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი ეპოქის აღქმისა და გაანალიზების მიზნით კლასს აჩვენებს კიდევ ერთ დოკუმენტურ ფილმს, „ესპანეთის სამოქალაქო ომი“ ( 0: 3:50 წთ)

ფილმის შინაარსი
    ფილმში საუბარია ესპანეთში სამოქალაქო ომის დაწყების მიზეზებზე, გაანალიზებულია ესპანეთის სოციალური ფენების მდგომარეობა და აღწერილია ის საშინელი მსხვერპლი რომელიც ქვეყანას ომმა მოუტანა.
   მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს   ყურადღებით მოისმინონ მიმდინარე მოვლენები და გაანალიზონ რატომ მიიჩნიეს ევროპაში ფრანკო მსოფლიოს მტრად ჰიტლერის შემდეგ,  სად დაუშვა ფრანკომ შეცდომა.
   მოსწავლეები მსჯელობენ,  აკეთებენ ანალიზს, მოჰყავთ ფაქტები 20 საუკუნის ისტორიიდან, ესპანეთის პოლიტიკურ ცხოვრებას ადარებენ ჰიტლერული გერმანიის ცხოვრებასთან.  დრო 6 წთ.
აქტივობა 9.  მიზანი:  თანამშრომლობა.
კრიტიკული ანალიზი, მედიის მიერ სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება;
სხვადასხვა მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის სანდოობის ანალიზი და შეფასება;
 მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, ანალიზი და განხილვა;
·         შედეგი:  ისტ.VIII.8.    მოსწავლეს შეუძლია   ახსნას  სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.
·         ჯგუფური მუშაობის ფონზე იმსჯელებენ ფრანკოს მმართველობით წრეში მომხდარი ცვლილებების შესახებ.
·         გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ სანდო ინფორმაციის დახარისხებას.


 მოსმენილი პასუხების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს  სთავაზობს ჯგუფურ სამუშაოს, კლასი წინასწარ დაყოფილია 4 ჯგუფად. მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს საკითხავ მასალას, რომელიც უნდა გაშიფრონ ამოიღონ მნიშვნელოვანი მასალა და იმსჯელონ მის სანდოობაზე, გაავლონ პარალელები რეალურ და არალეარულ ფაქტებს შორის. დავალების შესასრულებლათ  განკუთვნილია 8  წთ. პრეზენტაციისათვის 3 წთ.
1 ჯგუფი
ფრანცისკო ფრანკოს შესახებ.
    გენერალსიმუსი ფრანცისკო ფრანკო იყო ერთერთი იმ ოთხ დიქტატორთაგან რომლებმაც მეოცე საუკუნეში ევროპას იერი შეუცვალეს, მას თითქოს აკლდა ბოროტი გენია ჰიტლერისა, კომიკური ქარიზმა მუსოლინისა და სასტიკი პანაროია სტალინისა, მაგრამ მან შეძლო შეენარჩუნებინა აბსოლუტური ხელისუფლება 1939 წელს სამოქალაქო ომში გამარჯვების დროიდან, ვიდრე თავის გარდაცვალებამდე 1975 წლამდე. .........................................
იგი წერდა:
„ მე არასოდეს მქონია მისწრაფება ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა ადრეული სიჭაბუკიდანვე დამეკისრა ისეთი ტვირთი პასუხისმგებლობისა ჩემს ასაკსა და მდგომარეობას ბევრად რომ აღემატებოდა, მსურდა მეცხოვრა ისე, როგორც ცხოვრობს მილიონობით ჩვეულებრივი ესპანელი, მაგრამ სამშობლოს მსახურება მართმევდა ჩემი სიცოცხლის ყოველ საათსა და ყოველ წუთს.“
„ წეროთ ჩემზე, როგორც დიქტატორზე, უბრალოდ სისულელეა, ჩემს ქმედებებში მე ხელგახსნილი როდი ვარ, როგორც ეს საზღვარგარეთ ჰგონიათ. ჩვენი მართლმსაჯულება არ შეიძლება არ იყოს აწონ-დაწონილი და კეთილშობილური,

მისი დიდსულოვნება და უანგარობა ეფუძნება მარტოოდენ სამშობლოს უზენაეს ინტერესებს.
„ რა მშვენიერია იყო ესპანელი... უფალს ესპანეთი ხომ ყველა ქვეყანაზე ძალიან უყვარს.“
როდესაც ფრანცისკო ფრანკო კვდებოდა მისი მრავალჯერ გამეორებული სითტყვები გახლდათ.“ როგორ მიჭირს სიკვდილი“.
მის დაკრძალვას მხოლოდ ერთადერთი სახელმწიფოს ჩილეს მეთაური აუგუსტო პინოჩენტი დაესწრო, რომელიც მმართველობის სტილით ძალიან ჩამოჰგავდა.

კითხვა
სავარაუდო პასუხი
1.      რატომ საუბრობს ფრანკო საკუთარ თავზე განსხვავებულად ვიდრე მას მის გარშემო აფასებდნენ?

იგი თვლის რომ საზოგადოებამ ვერ ამოიცნო მისი პიროვნება, იგი ამოუცნობი დარჩა
2.      სანდოა თუ არა  წყარო?

ნაკლებად მას თავი მხოლოდ დადებით კონტექსში ჰყავს წარმოჩენილი.
3.      შეიძლება თუ არა მოცემული მასალის სანდოოობა? რომელ მნიშვნელოვან დეტალს დაასახელებთ წყაროდან?
ნაკლებად, პიროვნული თვისებების შესასწავლად.
4.      რატომ დარჩა შეუმჩნეველი მაღალი სოციალური ფენისათვის ფრანკოს მიერ გაკეთებული საქმეები.

მან თავდაპირველად თავისთვის საშიში ადამიანები ჩამოიცილა და ეს ადამიანები მაღალ სოციალურ ფენას ეკუთვნოდნენ.
5.      ვინ აყალბებენ ისტორიას?
ხშირად პირველი პირების ისტორიკოსები. ან მემუარების დამწერნი.

ინფორმაციის წყარო: http://genia.ge/?p=2200#more-2200


2 ჯგუფი
გენერალი კინდელანი - ფრანჩისკო ფრანკოს შესახებ.
„ ფრანკო ეს არის კაცი, ვისაც შესაშური უნარი აქვს, სჯეროდეს ის, რაც თავად მას ეამება და პირწმინდად დაივიწყოს ან უარყოს ყველაფერი, რაც მისთვის უსიამოვნოა, უფრო მეტიც, ის აღსავსეა ქედმაღლობით, მოწამლულია პირფერობითა და ტაშისცემით, თავბრუ ეხვევა იმ სიმაღლისაგან, რომელზედაც აღზევდა, ის სნეულია ძალაუფლებით და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მისი შენარჩუნება, რადაც არ უნდა დაუჯდეს საამისოდ გაწირავს ყველაფერს და გააფთრებით ჩაებღაუჭება, მას მრავალნი ავგულ და მანკიერ ადამიანად თვლიან მაგრამ მე არ ვეთანხმები ამას,  დიახ, ის ცბიერია და ვერაგი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი ბედი და ბედი ესპანეთისა ერთარსია და უფალმა ნება რომ მისცა დაეჭირა ესოდენ მაღალი პოსტი, ამით წინასწარ განამზადა დიდებულ საქმეთა აღსასრულებლად.“




კითხვა
სავარაუდო პასუხი
1.      როგორ ახასიათებს გენერალი ფრანჩისკო ფრანკოს?

გამოყოფს როგორც უარყოფით ასევე დადებით მისიასაც.
2.      რამდენად სანდოდ შეიძლება მივიჩნიოთ წყარო?

წყარო სანდოა მასში ასახულია უარყოფითი მხარეც დადებითთან ერთად. გენერალი ფრანკოს თანამედროვეა.
3.      მოცემული წყარო იძლევა თუ არა რეალურ სურათს ეპოქის აღსაქმელად?
იძლევა
4.      გამოყავით წყაროდან მნიშვნელოვანი და მეორე ხარისხოვანი მოვლენები.
მნიშვნელოვანია ფრანცისკო ფრანკოს პიროვნული თვისებები, მეორეხარისხოვანია გენერლის შეხედულება ფრანკოზე.
5.      როგორი რესურსი შეიძლება ჩაითვალოს სანდოდ?

დოკუმენტური მასალა, საარქივო მასალა, თანამედროვეთა ჩანაწერები, გრიფირებულ სახელმძღვანელოში განთავსებული მასალა.

ინფორმაციის წყარო: http://genia.ge/?p=6965

3 ჯგუფი
ფრანცისკო ფრანკო - კომუნისტების მოძულე დიქტატორი

      1936 წლის ივლისში ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელიც 1939 წლის აპრილში ფრანკოს გამარჯვებით დასრულდა. სხვადასხვა ცნობით, ამ ომში 190 000-დან 500 000-მდე ადამიანი დაიღუპა. საბჭოთა კავშირის მსგავსად, 1937 წლიდან ესპანეთშიც დაიწყო რეპრესიები და ყველა სასიკვდილო განაჩენს ფრანკო აწერდა ხელს.
   1940 წლის 23 ოქტომბერს ფრანკოსა და ჰიტლერის პირველი შეხვედრა შედგა. ფრანკომ მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში შეძლო ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. ამ შეხვედრაზე ფრანკომ გაბედა, ფიურერისთვის უარი ეთქვა გიბრალტარის აღებაში ესპანეთის მონაწილეობაზე, ისევე როგორც უარი განაცხადა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობაზე. ამან გაანაწყენა ფიურერი. მან ფრანკოს წინააღმდეგ ცისფერი დივიზიის გამოყენება სცადა, რათა ესპანეთში თავისი მორჩილი ხელისუფლება მოეყვანა, მაგრამ ამაოდ... ფრანკომ ჰიტლერის ზეწოლის შემდეგ მაინც დათმო და თვალი დახუჭა გერმანიიდან დევნილი ებრაელების შემოდინებაზე. მისი წყალობით 60 000 ებრაელი გადარჩა. ამ დამსახურების გამო, მიუხედავად ჰიტლერთა თანამშრომლობისა, თანამედროვე ისრაელის ისტორიაში ფრანკოს სახელი საპატიო ადამიანთა შორის მოიხსენიება. 
   50-იანი წლების მეორე ნახევარში ფრანკოს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ევროპის ერთ-ერთმა უღარიბესმა ქვეყანამ ეკონომიკური განვითარებით მეორე ადგილი დაიკავა.                       
   60-იანი წლების დასასრულს მიიღეს კანონი პრესის თავისუფლებისა და არაპოლიტიკური შეკრებების, ასევე ადამიანის უფლებების შესახებ. ამან საფუძველი მოუმზადა ქვეყანას, მშვიდობიანად გადასულიყო კონსტიტუციურ მონარქიაზე. ფრანკომ გადაწყვიტა, თვითონ ეზრუნა მომავალი მონარქის აღზრდაზე. ხუან კარლოსს შეასწავლა სამხედრო საქმიანობა, 1969 წელს კი ესპანეთის მეფედ გამოაცხადა.
    1973 წელს ფრანკომ თავისი ნებით დატოვა მთავრობის მეთაურის პოსტი. ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა. მეორე დღეს ესპანური რადიოთი გადმოსცეს მისი უკანასკნელი სიტყვები: "დაე, მაპატიოს ყველამ, როგორც
მთელი გულით მე ვპატიობ მათ, ვინც ჩემს მტრებად იწოდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მე მათ მტრებად არ ვთვლიდი".
ფრანცისკო ფრანკო დაკრძალულია მადრიდში, იმავე სასაფლაოზე, სადაც ესპანეთის სამოქალაქო ომში დაღუპულები განისვენებენ.


კითხვა
სავარაუდო პასუხი
1.      რამდენად სანდოა წყარო?

სანდოა

2.      რომელი პოლიტიკური მოვლენის შესასწავლად გამოვიყენებთ წყაროს?

ფრანკოს მმართველობის შესასწავლად და ეპოქის გასააზრებლად.
3.      რა თვისებებს ხედავთ ფრანკოში?

ახასიათებს გულახდილი საუბარი, შეუძლია პატიების თხოვნა.
4.      შეიძლება ფრანკო მივიჩნიოთ სასტიკ დიქტატორად?

 ამ წყაროს მიხედვით არა.
5.      როგორი მომავალი შეუქმნა ფრანკომ ესპანეთს?

დიქტატურა მონარქიამ შეცვალა.


ინფორმაციის წყარო:    კვირის პალიტრა, 2016 წ, 01 თებერვალი
ეკა სალაყაია
4 ჯგუფი
        იზიარებდა თუ არა ტოლკინი ფაშიზმის იდეოლოგიას?
(ტოლკინი-სამხრეთ აფრიკის პოლიტიკოსი 20 ს 40-იან წლებში)
 ბრიტანული კათოლიკური გამოცემაუნივერსიფრანკოს დიდებულ კათოლიკე ჯელტლმენად მოიხსენიებდა. მართლაც, ფრანკოს ესპანეთის ეკლესიის მხსნელად მოიხსენიებენ და სრულიად დასაბუთებულადაც. ხშირად გვავიწყდება, რომ ესპანეთის სამოქალაქო ომის ადრეულ ეტაპზე ანარქისტებმა და სხვა მემარხცენე ჯგუფებმა დახოცეს დაახლოებით 7000 მღვდელი, ბერი და მონაზონი. კათოლიკეებმა სცადეს, გვერდი აევლოთ იმ ფაქტისთვის, რომ გამარჯვების შემდეგ ფრანკო რესპუბლიკელებს კიდევ უფრო უარესად მოექცა, ისევე როგორც სტალინის სისატიკეს გამოუჩნდება ხოლმე გამმართლებლები. რა თქმა უნდა, ესპანეთმა შეძლო და გვერდი აუქცია მეორე მსოფლიო ომს. რაც არ უნდა საძრახისად გვეჩვენებოდეს ფრანკოს დაცვა ამჟამად, იმ პერიოდში ბევრი ადამინი (მათ შორის უინსტონ ჩერჩილიც) სრულიად ამართლებდა მას. განსხვავებით მისი თანამედროვე კათოლიკეებისგან, როგორიც იყო, მაგალითად, .. ჩესტერტონი და ჰილარი ბელოკი, მათ მუსოლინისადმი არასდროს გამოუხატავს მხარდაჭერა. 

კითხვა
სავარაუდო პასუხი
1.      რამდენად სანდოთ გეჩვენებათ ინფორმაციის წყარო?

სანდოა
2.      რა ტიპის ინფორმაციას გვაწვდის წყარო?


ფაშისტური იდეოლოგიის განხილვა
3.      იკვეთება თუ არა ფრანკოს დემოკრატიული ფასეულობები წყაროდან გამომდინარე?

გარკვეულ წილად

4.      რატომ მონათლა საზოგადოებამ ფრანკოს მმართველობა დიქტატურად?

 საზოგადოების ზოგიერთ ფენას სასტიკად მოექცა.
5.      მიუხედავად ფრანკოს სისასტიკის, რატომ ამართლებდნენ მის ქმედებას, გარკვეული ადამიანები?
ისინი შესაძლოა უკეთ იცნობდნენ მას ვირდე შორიდან ჩანდა.


ინფორმაციის წყარო: https://www.militarium.org/tolkien/

ცალკეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას,  ახარისხებენ ინფორმაციას და აანალიზებენ ფაქტებს და მოვლენებს.

აქტივობა. 10

პრეზენტაციის დასრულების და დასკვნების გაკეთების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას, მომდევნო გაკვეთილისათვის მოამზადონ 200 სიტყვიანი ესე .“ ფრანცისკო ფრანკო პატრიოტი  მმართველი თუ ძალაუფლებისათვის მებრძოლი დაუნდობელი დიქტატორი.“  1 წთ.
   რაც შეეხება სსიმ მოსწავლეებს, ცალკეული აქტივობა მოიცავს იმ ქვეკითხვების ჩამონათვალს, რომელზედაც პასუხის გაცემა მათთვის შესაძლებელია, მაგალითად , ორივე მოსწავლეს შეუძლია, ვიზუალური მასალიდან კონკრეტული ფაქტის დასახელება, მოცემულ შემთხვევაში დაასახელებენ პიროვნებას, უპასუხებენ მარტივ შეკითხვას,  მაგალითად მოგწონთ თუ არა ფრანკოს მმართველობა? რატომ? მოსმენილი პასუხების საფუძველზე შეავსებენ სქემებს, გააკეთებენ თავისი ხედვის შესაბამის დასკვნებს, შეუძლიათ ტექსტის წაკითხვა და შინაარსის გამოტანა, სურათის მეშვეობით შეძლებენ კონკრეტული მოვლენის დასახელებას, მაგალითად, ჩამოთვლიან თუ ვის ხედავენ და რა მდგომარეობაში, დოკუმენტური მასალიდან შეძლებენ მოკლე , მარტივი ანალიზის გაკეთებას, აღნიშნული მოსწავლეები ადაპტირებულ დავალებებს ახორციელებენ მთელ კლასთან , მათ ახასიათებთ თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე დავალების არჩევის პრინციპიც. ამგვარი მუშაობის უნარ–ჩვევას ისინი უკვე ფლობენ.



შეფასება.    10  წთ.
                                                          




                                                                                           6.04. 2017 წელი                   
                                          
                                                                                                    ნ. მეკოკიშვილი

N 1 განმსაზღვრელი შეფასება
( გაკვეთილის შინაარსიდან გამომდინარე)


მოსწავლის გვარი, სახელი
საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები
დროის ლიმიტის დაცვა
0-1
იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს( საინტერესო მოსაზრება, არგუმენტები, დასკვნა)
0-1
აქვს საკითხის კრიტიკული განსჯის უნარი
0-1
საუბარი (გამართულობა, ტემბრი)
0-1
თანამშრომლობითი უნარ-  ჩვევები

ინფორმაციის ფლობის უნარი (ადეკვატური კითხვა-პასუხი)
0-1
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
0-1-
ვიზუალური მასალის ადეკვატური აღქმისა და კრიტიკული ანალიზის უნარი

პლაკატი
0-1
ნახატი
0-1
ვიდეო რესურსები
0-1
შემოქმედებითი უნარ ჩვევა

აქვს საინტერესო მოსაზრებები და ორიგინალური არგუმენტები
0-1
ჯამი
შეფასების სქემა არის 10 ქულიანი

10








































პრეზენტაციის შეფასების ცხრილი N2

პასუხობს თემას
1
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
2
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
2
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
2
დარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
1
იყენებს თვალსაჩინოებას
1
იცავს დროის ლიმიტს
1


N 3 დისკუსიის შეფასების ცხრილი

მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
2
მსჯელობს არგუმენტირებულად
2
აკეთებს დასკვნებს
2
იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით)
2
კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
2

N 4 ჯგუფური მუშაობის შეფასების ცხრილი

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
1
ჯგუფის წევრები უსმენე ერთმანეთს
2
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
2
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს
2
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
2
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
1

შენიშვნა
N 1 შეფასების ცხრილი ითვალისწინებს გაკვეთილის შინაარსიდან გამომდინარე ყველა იმ უნარ-ჩვევის შეფასებას რასაც დაგეგმილი აქტივობები მოითხოვს. ამიტომ მასწავლებელი შესაძლებელია შემოიფარგლოს შეფასების დროს მხოლოდ  1 ცხრილით .




                                     N 5   ესეს შეფასების რუბრიკა 


   
კრიტერიუმები
1-4
5-6
7-8
9-10
მიზანი, კვლევის ძირითადი იდეის ჩამოყალიბება
 კვლევის მიზანი არ არის განსაზღვრული
აქვს იდეა მაგრამ ვერ აყალიბებს კვლევის ძირითად მიზანს
მიზანი განსაზღვრულია , თუმცა ბოლომდე არ არის კარგად ჩამოყალიბებული
მიზანი
განსაზრვრულია,
კვლევის ძირითადი
იდეა ჩამოყალიბებული
ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავია
ენობრივად ნაწილობრივ გაუმართავია მცირე შეცდომებით
ენობრივად გამართულია მცირე შეცდომებით
ენობრივად
გამართულია
შეთავაზებული მოსაზრებების  არგუმენტებითა და მაგალითებით გამყარება
არ აქვს საკუთარი პოზიცია, ვერ ამყარებს არგუმენტებით
აქვს მცირე მოსაზრება, მაგრამ ვერ ამყარებს არგუმენტებით
შეთავაზებული მოსაზრებები არგუმენტირებულია მცირე შეცდომებით
შეთავაზებული
 მოსაზრებები
არგუმენტებითა და მოსაზრებებით
 კარგად არის
გამყარებული
ილუსტრაცია თვალსაჩინოებები
არ იყენებს თვალსაჩინოებებს
იყენებს თვალსაჩინოებებს, მაგრამ არაეფექტურია ჩამორჩება შინაარსს
თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთან ახლოს არის, მაგრამ ერთფეროვანია
თვალსაჩინოებები
შინაარსს პასუხობს და ეფექტურია
აუდიტორიასტან კონტაქტი
ვერ ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან
ნაწილობრივ ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან, მაგრამ  არაეფექტურია
ამყარებს აუდიტორიასთან კონტაქტს ნაწილობრივ იბყრობს აუდიტორიის ყურადღებას
ამყარებს
აუდიტორიასთან
კონტაქტს, სრულად
იბყრობს აუდიტორიის ყურადრებას
დასკვნები
ვერ აკეთებს დასკვნებს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით
ნაწილობრივ აკეთებს დასკვნებს მაგრამ არა ეფექტურია
აკეთებს დასკვნებს, მაგრამ აკლია  დამაჯერებლობა
კარგად აკეთებს
დასკვნებს, სრულად დამაჯერებელია





N 5 განმავითარებელი შეფასება.
1.      ყოველთვის მნიშვნელოვნად განავრცობს ძირითად საკითხს სხვა მოსაზრებებზე დაყრდნობით.
2.      ყოვეთვის პატივს სცემს სხვის მოსაზრებებს და იზიარებს მათ.
3.      საუბარში ნათლად და მკაფიოდ აყალიბებს შეხედულებებს
4.      ჩართულია სამუშაოს შესრულების პროცესში და სწორად ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.
5.      ეფექტურად იყენებს მონაცემებს ვიზუალური მასალიდან.
6.      დისკუსიის დროს მის არგუმენტებში ჩანს მტკიცება.





გამოყენებული მედიარესურსები

7.    ინფორმაციის წყარო:    კვირის პალიტრა, 2016 წ, 01 თებერვალი
ეკა სალაყაია




 გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი                  რეფლექსია

საგანი: ისტორია                      მასწავლებელი : ნათია მეკოკიშვილი             
        2017 წლის 13 აპრილს  ჩავატარე  გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი თემაზე: ფრანკოს მმართველობა ესპანეთში, მიმართულება მედიაწიგნიერების განვითარება სასწავლო პროცესში, გაკვეთილი განკუთვნილია  მე–8 კლასისათვის, ( ისტორია 8 კლასი, გამომცემლობა „კლიო“ 2012 წელი),  გაკვეთილი ჩატარდა VIII  კლასში, მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 30 მოსწავლეს , აქედან 2 სსსმ მოსწავლეა, აღნიშნულ გაკვეთილს არც ერთი სსსმ მოსწავლე არ დასწრებია. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განსაზღვრული მისაღწევი შედეგებია
მიმართულება:  დრო და სივრცე


ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს  ფაქტებდა მოვლენებ  შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

მიმართულება: სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა

·         ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია   შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და  შედეგები.

·         ისტ.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია   ახსნას  სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.

გაკვეთილის მიზანია:  
·           ისტორიული ეპოქის აღქმა და გაანალიზება
·         სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და  პოლიტიკური რეჟიმის ურთიერთკავშირის განსაზღვრა.
·       თანამშრომლობა
·      საკუთარი  პოზიციის შემუშავება, კრიტიკა და დაცვა

მედიაწიგნიერების მიზნებია:

·         კრიტიკული ანალიზი, მედიის მიერ სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება;
·         სხვადასხვა მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის სანდოობის ანალიზი და შეფასება;
·          მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, ანალიზი და განხილვა;

       იმისათვის, რომ მოცემული გაკვეთილის მიზანი მიღწევადი იყოს, გამოვიყენე მოსწავლეების წინარე ცოდნა და საბაზისო უნარ-ჩვევა. მოსწავლეებს შეუძლიათ ინტერნეტის მოხმარება,  ფაქტებისა და მოვლენების ურთიერთკავშირის დადგენა, უცხო ტექსტიდან აზრის გამოტანა და გაანალიზება, ფლობენ  ვიზუალური მასალიდან ინფორმაციის მოპოვების უნარ ჩვევას,  ავსებენ სქემებს, აკეთებენ დასკვნებს.
     რაც შეეხება გაკვეთილის აქტუალურობას, რამაც გადამაწყვეტინა ამ გაკვეთილის ჩატარება, იგი შემდეგში მდგომარეობს. მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარებას ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, აგრეთვე ნაკლებია გამოცდილებაც საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის თვალსაზრისით. მოცემული გაკვეთილის გეგმის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ  მედიაწიგნიერების კომპეტენციის განმავითარებელი ხერხების უკეთ ფლობა კონკრეტულად:
1 . თუ რომელ საიტზე ან სად შეიძლება მოიპოვონ ინფორმაცია.
2. როგორ განსაზღვრონ ინფორმაციის სანდოობა.
3. როგორ გაიაზრონ და შეაფასონ საჭირო ინფორმაცია.
    აგრეთვე გაკვეთილი დაეხმარება კოლეგებს განივითარონ პრაქტიკა გამჭოლი კომპეტენციის ფარგლებში, რათა უკეთ დაგეგმონ გაკვეთილი და გამოიყენონ საჭირო მედიარესურსები.
დაგეგმილი გაკვეთილი მოიცავს საჭირო რესურსებს და აქტივობებს, აქტივობები მიზნიდან გამომდინარე დავგეგმე;

აქტივობები:

1.      გონებრივი იერიში
2.      ჯგუფური მუშაობა
3.      ჯგუფური დისკუსია                                          
4.      კითხვა-პასუხი
5.      სქემები
6.      მინი ლექცია
7.      ესე.



შესაბამისად შევარჩიე რესურსებიც.

1.      კომპიუტერი,
2.      პროექტორი,
3.      პლაკატები,
4.       ფოტოები, 
5.      მასწავლებლის საკითხავი მასალა.
6.      მოსწავლის საკითხავი მასალა .
7.      ვიდეო ამონარიდები- დოკუმენტური ფილმი.
8.      საინფორმაციო წერილობითი წყაროები
9.      გაკვეთილი მოიცავს თემის შესწავლისათვის განკუთვნილი უცხო სიტყვათა ლექსიკონს თავისი განმარტებული ტერმინოლოგიით და მასწავლების მიერ გამოყენებული მასალის ტექსტს. ( ლექსიკონი და ტექსტი იხ. გაკვეთილის გეგმაში), აგრეთვე ჩემ მიერ შექმნილ სლაიდ შოუს.


გაკვეთილის შედეგი:

·         გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ სანდო ინფორმაციის დახარისხებას.
·         ჯგუფური მუშაობის ფონზე იმსჯელებენ ფრანკოს მმართველობით წრეში მომხდარი ცვლილებების შესახებ.
·         მედიარესურსების გამოყენებით იმსჯელებენ სამოქალაქო ომის დადებით და უარყოფით მხარეზე.
·         იმსჯელებენ  და  განალიზებენ  დიქტატურის, როგორც მმართველობის ფორმის  დადებით და უარყოფით შედეგებს  თანამედროვე მსოფლიოსათვის.

        გაკვეთილის სცენარი შემდეგნაირად დავგეგმე:
გაკვეთილის ხანგრძლივობა 90 წუთი. კლასის ორგანიზების თემის სათაურისა და გაკვეთილის მიზნის გაცნობის შემდეგ ( დრო 3 წთ)  საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვის მიზნით კლასს მივმართე  შემდეგი კითხვით: ვინ იყო ფრანცისკო ფრანკო? როგორი ტიპის მმართველია? მოსმენილი პასუხების საფუძველზე დაფაზე შევავსე ასოციაციური  რუკა,  როგორ ესმით ტერმინი დიქტატურა. დავალებისათვის განკუთვნილი იყო  5 წთ.
     მეორე აქტივობა ვიზუალური მასალის აღქმასა და გაანალიზებას ითვალისწინებს პროექტორის საშუალებით კლასს წარვუდგინე  ერთი კარიკატურა და ერთი პლაკატი, რომელზედაც ფრანკოს მმართველობის სისტემის დამახასიათებელი ნიშნებია აღბეჭდილი და ვთხოვე მოსწავლეებს,  ერთმანეთისათვის  შეედარებინათ ორი ვიზუალური რესურსი  და პასუხი გაეცათ კითხვებზე, რომელიც სქემის სახით იყო მოცემული. მოსწავლეებმა უპასუხეს  კითხვებს და დაფაზე შეავსეს  სქემები.  (სქემები იხ. გაკვეთილის გეგმაში) ამ დავალების შესასრულებლად განკუთვნილი იყო  10 წუთი.
( პლაკატები იხ. ლინკზე )
     მესამე აქტივობა მასწავლებელის მხრიდან მასალის  გადაცემასა და პრეზენტაციას ეხება, მინი ლექციისა და სლაიდ-შოუს საშუალებით გავაცანი  მოსწავლეებს ესპანეთის სამეფოს განვლილ გზა ფრანკოს მმართველობამდე და მისი მმართველობის პერიოდში, პრეზენტაცია ინტერაქტიული ხასიათის არის და მოსწავლეთა აქტიურობას მოითხოვს, სლაიდების დაპაუზების ფონზე მოსწავლეებისაგან მოვისმინე  სლაიდზე დასმული კითხვის პასუხები. მოსწავლეები აყალიბებდნენ საკუთარ მოსაზრებებს, იხსენებდნენ ფაქტებს და აკეთებდნენ დასკვნებს. აქტივობისათვის განკუთვნილი იყო 10 წუთი.
პრეზენტაცია იხ. ლინკზე : https://drive.google.com/file/d/0BwaFVFMW7GXNUFd4bE83QkZySE0/view?usp=sharing
აქტივობა 4.  მასალის გაანალიზების თვალსაზრისით კლასს მივმართე  კითხვით:
არსებობდნენ თუ არა ისეთი ადამიანები ესპანეთში, რომლებიც ფრანკოს დიქტატურის მანკიერ მხარეებს ამჩნევდნენ. ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ ეს ადამიანები და როგორ გამოხატავდნენ პროტესტს?
 აქტივობა 5.  მოსმენილი პასუხების შემდეგ, სადაც მოსწავლეები სავარაუდოდ ელიტარული  ფენის წარმომადგენლებს ასახელებენ,  ( დრო 2 წთ.) როგორებიც არიან ხელოვანები, მწერლები, პოეტები კლასს კიდევ ერთი ნამუშევარი წარვუდგინე– პაბლო პიკასოს „გერნიკა“, აგრეთვე გავაკეთე მოკლე კომენტარი მხატვრის შემოქმედებასთან დაკავშირებით და კლასს ვთხოვე შეევსოთ კიდევ ერთი ცხრილი, რომელიც დაფაზე იყო დახაზული, ცხრილებს აგრეთვე ჯგუფებშიც ავსებდნენ, ( ცხრილი მოცემულია გაკვეთილის გეგმაში).
პასუხების მოსმენის შემდეგ  მოსწავლეებს მივმართე კითხვით:  არის თუ არა შესაძლებელი პიროვნების თავისუფალ შეხედულებაზე გავლენას ახდენდეს დიქტატორის  კულტი?
გაიმართა დისკუსია მოსწავლეებმა იმსჯელეს  დიქტატორის როლზე სახელმწიფოში და ხაზი  გაუსვეს  ხალხის მიერ მისი გაკერპების დიდ შესაძლებლობაზე.   დავალებისათვის განკუთვნილი იყო  10 წთ.
აქტივობა 6. მოსმენილი პასუხების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე  გაეხსენებინათ უკვე ნასწავლი მასალიდან დიქტატორები და მათი გაკეთებული საქმეები, რომლებმაც გარკვეული კვალი დაამჩნიეს კონკრეტულ ქვეყნებს და მოსახლეობას, აგრეთვე ვთხოვე დაესაბუთებინათ , რატომ სჭირდებოდათ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების შესანარჩუნებლად. რისი შიში ჰქონდათ. დისკუსიის ფონზე მოსწავლეებმა იმსჯელეს დიქტატორების როლზე ხელისუფლებაში, გამოყვეს დიქტატურის, როგორც მმართველობის ფორმის დადებითი და უარყოფითი მხარე. დისკუსიის მსვლელობის პროცესში ადგილი ჰქონდა არგუმენტების თანმიმდევრობას და სხვისი აზრის მოსმენის, აგრეთვე  საკუთარი დასკვნების გაკეთების უკვე გამომუშავებულ  უნარჩვევას.
  დავალებისათვის განკუთვნილი იყო 5 წთ.
გაკვეთილის ერთი ნაწილის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა  შეისვენეს.
მეორე გაკვეთილი შემდეგი თანმიმდევრობით წარიმართა. 45 წთ.
აქტივობა 7. პიროვნების როლის გაანალიზებისა და ეპოქის აღქმის მიზნით მოსწავლეებს მივმართე შეკითხვით,  ეფიქრათ,  თუ რატომ ექცეოდნენ დიქტატორები საზოგადოების გარკვეულ ფენას სისასტიკით და ყველას შეეძლო თუ არა სისასტიკის ჩადენა. მათ მკაცრ ხასიათზე გავლენას ხომ არ ახდენდა კარიერამდე არსებული ცხოვრების გარკვეული სტილი.? არგუმენტის გამყარების მიზნით კლასს შევთავაზე   ვიდეო ჩანაწერი ,სადაც საუბარია ფრანკოს ოჯახზე და განვლილ გზაზე.( 1წთ -5;31წთ)  გიორგი ენუქიძე დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით  საუბრობს ფრანკოს კარიერაზე და წარმატებებზე. მოსწავლეები აკეთებენ დასკვნებს,    დავალებისათვის განკუთვნილი იყო 8 წთ.
                       მასალა იხ. ლინკზე    https://youtu.be/fuZo4XpJgIA

თემის უკეთ აღქმის მიზნით, სადაც მოსწავლეებს უკეთესად უნდა დაეფიქსირებინათ ფრანკოს მმართველობის  პერიოდში განხორციელებული სამოქალაქო ომის შედეგები,  კვლავ გავაგრძელე დოკუმენტური ფილმის ჩვენება და შევთავაზე
 „ ესპანეთის სამოქალაქო ომი“, სადაც აღწერილია ის საშინელი ფონი ომის მსვლელობისა , რომელმაც უდიდესი მსხვერპლი მოუტანა ესპანეთს.
მასალა იხ. ლინკზე  https://youtu.be/RfiwBigZ1uo    
მოსწავლეებს ვთხოვე  გაეანალიზებინათ ფილმის მიხედვით, თუ  რატომ მიიჩნევენ ფრანკოს მსოფლიოს მტრად ჰიტლერის შემდეგ,  მოსწავლეებმა  გააკეთეს  დასკვნები, მოიყვანენ  ფაქტები მე- 20 საუკუნის ისტორიიდან, ესპანეთის პოლიტიკურ  ცხოვრება   შეადარეს  ჰიტლერული გერმანიის ცხოვრებასთან. დავალებისათვის განკუთვნილი იყო  6 წთ.
აქტივობა 9. იმისათვის რომ მოსმენილი მასალა,  აგრეთვე შესწავლილი ფაქტები სანდო და დამაიმედებელი ყოფილიყო  მე მათ  შევთავაზე კიდევ ერთი აქტივობა, ჯგუფური მუშაობის ფონზე უნდა გასცნობოდნენ წერილობით მედეა რესურსებს, აგრეთვე, ჩანაწერებს ფრანკოს თანამედროვე თუ შემდგომი ეპოქის პოლიტიკური მოღვაწეების და უნდა ეპასუხათ კრიტიკული შეკითხვებისათვის, რომელიც დავალებაში იყო მოცემული.  კლასი წინასწარ დაყოფილი იყო  4 ჯგუფად.  მოსწავლეებს დავურიგე საკითხავი მასალა, რომელიც უნდა გაეშიფრათ,  ამოეღოთ  მნიშვნელოვანი ინფორმაცია  და ემსჯელათ  მის სანდოობაზე, გაევლოთ  პარალელები რეალურ და არალეარულ ფაქტებს შორის. დავალების შესასრულებლათ განკუთვნილი იყო  8  წთ. პრეზენტაციისათვის 3 წთ.
1 ჯგუფის დავალება
ფრანცისკო ფრანკოს შესახებ.
გენერალსიმუსი ფრანცისკო ფრანკო იყო ერთერთი იმ ოთხ დიქტატორთაგან, რომლებმაც მეოცე საუკუნეში ევროპას იერი შეუცვალეს, მას თითქოს აკლდა ბოროტი გენია ჰიტლერისა, კომიკური ქარიზმა მუსოლინისა და სასტიკი პანაროია სტალინისა, მაგრამ მან შეძლო შეენარჩუნებინა აბსოლუტური ხელისუფლება 1939 წელს სამოქალაქო ომში გამარჯვების დროიდან, ვიდრე თავის გარდაცვალებამდე 1975 წლამდე. .........................................
იგი წერდა:
„ მე არასოდეს მქონია მისწრაფება ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა ადრეული სიჭაბუკიდანვე დამეკისრა ისეთი ტვირთი პასუხისმგებლობისა ჩემს ასაკსა და მდგომარეობას ბევრად რომ აღემატებოდა, მსურდა მეცხოვრა ისე, როგორც ცხოვრობს მილიონობით ჩვეულებრივი ესპანელი, მაგრამ სამშობლოს მსახურება მართმევდა ჩემი სიცოცხლის ყოველ საათსა და ყოველ წუთს.“
„ წეროთ ჩემზე, როგორც დიქტატორზე, უბრალოდ სისულელეა, ჩემს ქმედებებში მე ხელგახსნილი როდი ვარ, როგორც ეს საზღვარგარეთ ჰგონიათ. ჩვენი მართლმსაჯულება არ შეიძლება არ იყოს აწონ-დაწონილი და კეთილშობილური, მისი დიდსულოვნება და უანგარობა ეფუძნება მარტოოდენ სამშობლოს უზენაეს ინტერესებს.
„ რა მშვენიერია იყო ესპანელი... უფალს ესპანეთი ხომ ყველა ქვეყანაზე ძალიან უყვარს.“
როდესაც ფრანცისკო ფრანკო კვდებოდა მისი მრავალჯერ გამეორებული სიტყვები გახლდათ.“ როგორ მიჭირს სიკვდილი“.
მის დაკრძალვას მხოლოდ ერთადერთი სახელმწიფოს,  ჩილეს მეთაური აუგუსტო პინოჩენტი დაესწრო, რომელიც მმართველობის სტილით ძალიან ჩამოჰგავდა.

დავალება:

1.      რატომ საუბრობს ფრანკო საკუთარ თავზე განსხვავებულად,  ვიდრე მას მის გარშემო აფასებდნენ?
2.      სანდოა თუ არა  წყარო?
3.      შეიძლება თუ არა მოცემული მასალის სანდოოობა? რომელ მნიშვნელოვან დეტალს დაასახელებთ წყაროდან?
4.      რატომ დარჩა შეუმჩნეველი მაღალი სოციალური ფენისათვის ფრანკოს მიერ გაკეთებული საქმეები.
5.      ვინ აყალბებენ ისტორიას?

2 ჯგუფის დავალება
გენერალი კინდელანი - ფრანჩისკო ფრანკოს შესახებ.

„ ფრანკო ეს არის კაცი, ვისაც შესაშური უნარი აქვს, სჯეროდეს ის, რაც თავად მას ეამება და პირწმინდად დაივიწყოს ან უარყოს ყველაფერი, რაც მისთვის უსიამოვნოა, უფრო მეტიც, ის აღსავსეა ქედმარლობით, მოწამლულია პირფერობითა და ტაშისცემით, თავბრუ ეხვევა იმ სიმაღლისაგან, რომელზედაც აღზევდა, ის სნეულია ძალაუფლებით და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მისი შენარჩუნება, რადაც არ უნდა დაუჯდეს საამისოდ გაწირავს ყველაფერს და გააფთრებით ჩაებღაუჭება, მას მრავალნი ავგულ და მანკიერ ადამიანად თვლიან მაგრამ მე არ ვეთანხმები ამას,  დიახ, ის ცბიერია და ვერაგი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი ბედი და ბედი ესპანეთისა ერთარსია და უფალმა ნება რომ მისცა დაეჭირა ესოდენ მაღალი პოსტი, ამით წინასწარ განამზადა დიდებულ საქმეთა აღსასრულებლად.“
დავალება:
1.      როგორ ახასიათებს გენერალი ფრანჩისკო ფრანკოს?
2.      რამდენად სანდოდ შეიძლება მივიჩნიოთ წყარო?
3.      მოცემული წყარო იძლევა თუ არა რეალურ სურათს ეპოქის აღსაქმელად
4.      გამოყავით წყაროდან მნიშვნელოვანი და მეორე ხარისხოვანი მოვლენები.
5.      როგორი რესურსი შეიძლება ჩაითვალოს სანდოდ?

3 ჯგუფის დავალება
ფრანსისკო ფრანკო - კომუნისტების მოძულე დიქტატორი

1936 წლის ივლისში ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელიც 1939 წლის აპრილში ფრანკოს გამარჯვებით დასრულდა. სხვადასხვა ცნობით, ამ ომში 190 000-დან 500 000-მდე ადამიანი დაიღუპა. საბჭოთა კავშირის მსგავსად, 1937 წლიდან ესპანეთშიც დაიწყო რეპრესიები და ყველა სასიკვდილო განაჩენს ფრანკო აწერდა ხელს.
1940 წლის 23 ოქტომბერს ფრანკოსა და ჰიტლერის პირველი შეხვედრა შედგა. ფრანკომ მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში შეძლო ნეიტრალიტეტის

შენარჩუნება. ამ შეხვედრაზე ფრანკომ გაბედა, ფიურერისთვის უარი ეთქვა გიბრალტარის აღებაში ესპანეთის მონაწილეობაზე, ისევე როგორც უარი განაცხადა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობაზე. ამან გაანაწყენა ფიურერი. მან ფრანკოს წინააღმდეგ ცისფერი დივიზიის გამოყენება
სცადა, რათა ესპანეთში თავისი მორჩილი ხელისუფლება მოეყვანა, მაგრამ ამაოდ... ფრანკომ ჰიტლერის ზეწოლის შემდეგ მაინც დათმო და თვალი დახუჭა გერმანიიდან დევნილი ებრაელების შემოდინებაზე. მისი წყალობით 60 000 ებრაელი გადარჩა. ამ დამსახურების გამო, მიუხედავად ჰიტლერთან თანამშრომლობისა, თანამედროვე ისრაელის ისტორიაში ფრანკოს სახელი საპატიო ადამიანთა შორის მოიხსენიება. 

50-
იანი წლების მეორე ნახევარში ფრანკოს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ევროპის ერთ-ერთმა უღარიბესმა ქვეყანამ ეკონომიკური განვითარებით მეორე ადგილი დაიკავა. 60-იანი წლების დასასრულს მიიღეს კანონი პრესის თავისუფლებისა და არაპოლიტიკური შეკრებების, ასევე ადამიანის უფლებების შესახებ. ამან საფუძველი მოუმზადა ქვეყანას, მშვიდობიანად გადასულიყო კონსტიტუციურ მონარქიაზე. ფრანკომ გადაწყვიტა, თვითონ ეზრუნა მომავალი მონარქის აღზრდაზე. ხუან კარლოსს შეასწავლა სამხედრო საქმიანობა, 1969 წელს კი ესპანეთის მეფედ გამოაცხადა.

1973
წელს ფრანკომ თავისი ნებით დატოვა მთავრობის მეთაურის პოსტი. ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა. მეორე დღეს ესპანური რადიოთი გადმოსცეს მისი უკანასკნელი სიტყვები: "დაე, მაპატიოს ყველამ, როგორც მთელი გულით მე ვპატიობ მათ, ვინც ჩემს მტრებად იწოდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მე მათ მტრებად არ ვთვლიდი". ფრანსისკო ფრანკო დაკრძალულია მადრიდში, იმავე სასაფლაოზე, სადაც ესპანეთის სამოქალაქო ომში დაღუპულები განისვენებენ.
დავალება:

1.      რამდენად სანდოა წყარო?
2.    რომელი პოლიტიკური მოვლენის შესასწავლად გამოვიყენებთ წყაროს?
3.      რა თვისებებს ხედავთ ფრანკოში?
4.      შეიძლება ფრანკო მივიჩნიოთ სასტიკ დიქტატორად?
5.      როგორი მომავალი შეუქმნა ფრანკომ ესპანეთს?

4 ჯგუფის დავალება:

იზიარებდა თუ არა ტოლკინი ფაშიზმის იდეოლოგიას?
(ტოლკინი-სამხრეთ აფრიკის პოლიტიკოსი 20 ს 40-იან წლებში)

 ბრიტანული კათოლიკური გამოცემაუნივერსიფრანკოს დიდებულ კათოლიკე ჯელტლმენად მოიხსენიებდა. მართლაც, ფრანკოს ესპანეთის ეკლესიის მხსნელად მოიხსენიებენ და სრულიად დასაბუთებულადაც. ხშირად გვავიწყდება, რომ ესპანეთის სამოქალაქო ომის ადრეულ ეტაპზე ანარქისტებმა და სხვა მემარხცენე ჯგუფებმა დახოცეს დაახლოებით 7000 მღვდელი, ბერი და მონაზონი. კათოლიკეებმა სცადეს, გვერდი აევლოთ იმ

ფაქტისთვის, რომ გამარჯვების შემდეგ ფრანკო რესპუბლიკელებს კიდევ უფრო უარესად მოექცა, ისევე როგორც სტალინის სისატიკეს გამოუჩნდება ხოლმე გამმართლებლები. რა თქმა უნდა, ესპანეთმა შეძლო და გვერდი აუქცია მეორე მსოფლიო ომს. რაც არ უნდა საძრახისად გვეჩვენებოდეს ფრანკოს დაცვა ამჟამად, იმ პერიოდში ბევრი ადამინი (მათ შორის უინსტონ ჩერჩილიც) სრულიად ამართლებდა მას. განსხვავებით მისი თანამედროვე კათოლიკეებისგან, როგორიც იყო, მაგალითად, .. ჩესტერტონი და ჰილარი ბელოკი, მათ მუსოლინისადმი არასდროს გამოუხატავს მხარდაჭერა. 


დავალება:
1.    რამდენად სანდოთ გეჩვენებათ ინფორმაციის წყარო?
2.    რა ტიპის ინფორმაციას გვაწვდის წყარო?
3.    იკვეთება თუ არა ფრანკოს დემოკრატიული ფასეულობები წყაროდან გამომდინარე?
4.    რატომ მონათლა საზოგადოებამ ფრანკოს მმართველობა დიქტატურად?
5.    მიუხედავად ფრანკოს სისასტიკის, რატომ ამართლებდნენ მის ქმედებას, გარკვეული ადამიანები?

შენიშვნა: ცალკეული ჯგუფის მიერ სავარაუდოდ გაცემული პასუხები იხილეთ გაკვეთილის გეგმაში.
ცალკეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას,  ახარისხებენ ინფორმაციას და აანალიზებენ ფაქტებს და მოვლენებს.

   აქტივობა 10 . პრეზენტაციის დასრულების და დასკვნების გაკეთების შემდეგ  მოსწავლეებს მივეცი  საშინაო დავალება, მომდევნო გაკვეთილისათვის მოემზადებინათ  200 სიტყვიანი ესე .“ ფრანცისკო ფრანკო პატრიოტი  მმართველი ,თუ ძალაუფლებისათვის მებრძოლი დაუნდობელი დიქტატორი.“  1 წთ. მოსწავლეებმა იციან ესეს წერა, აგრეთვე სცნობენ ესეს შეფასების კრიტერიუმებს.
   დარჩენილი დრო 10  წუთი შეფასებას დავუთმე , მოსწავლეები შევაფასე , როგორც განმსაზღვრელი ისე განმავითარებელი შეფასების ცხრილებით, აგრეთვე ჯგუფური მუშაობის , დისკუსიისა და პრეზენტაციის რუბრიკებით. გაკვეთილის თემატიკიდან გამომდინარე,  აგრეთვე შედგენილი მაქვს სპეციალური რუბლიკა, რომელიც მოიცავს დაგეგმილი აქტივობების და შედეგზე ორიენტირებული უნარ -ჩვევის შეფასების კრიტერიუმებს, ამიტომ მხოლოდ ამ რუბრიკითაც შეიძლება მოსწავლეთა შეფასება..  რუბრიკების დახმარებით თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად განვუმარტე  შესრულებული სამუშაოს ხარისხი  და მივეცი  განმავითარებელი   შეფასება.
შეფასების სქემები იხ. გაკვეთილის გეგმაში.
     მიუხედავად იმისა, რომ სსსმ მოსწავლეები აღნიშნულ გაკვეთილს არ დასწრებიან, მაგრამ ყველ აქტივობა, რომელიც მქონდა დაგეგმილი, გათვლილი იყო სსსმ მოსწავლეების შესაძლებლობებზე, ისინი დანარჩენ მოსწავლეებთან ერთად შეძლებდნენ ყველა ტიპის დავალების შესრულებას საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე. ამოიცნობდნენ ფაქტს ან მოვლენას ვიზუალური მასალიდან, ფილმებიდან გამოიტანდნენ შინაარს, შეაფასებდნენ კონკრეტული საკითხის დადებით ან უარყოფით მხარეს.
ემოთ განხორციელებულმა აქტივობებმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, გამოევლინათ ძველი ცოდმა დაეშენებინათ ზედ ახალი და გამოეყოთ  საჭირო პირველადი და აუცილებელი წყაროები  მეორადი  წყაროებისაგან. ყოველივე ეს კი მათ ეხმარებათ როგორც ფაქტების და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირებაში ისე კრიტიკული აზროვნების და თანამშრომლობითი უნარ–ჩვევის განვითარებაში. რაც თავისთავად ესგ შემადგენელი ნაწილია.
    გაკვეთილის გეგმის მსვლელობიდან გამომდინარე, არ ჰქონია ადგილი არცერთი აქტივობის სახეცვლილებას, ან გადაადგილებას, მოსწავლეები ფლობენ, როგორც ვიზუალური მასალიდან ეპოქის აღქმის უნარს ისე დოკუმენტური მასალიდან დასკვნებისა და  ანალიზის გაკეთების უნარჩვევას, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში და ზუსტად ასრულებდნენ მასწავლებლის მითითებებს., რაც გაკვეთილის გეგმის დადებითი და უტყუარი ნიშანია.
      მოსწავლეებისათვის საინტერესო და მრავლის მომცემი აღმოჩნდა ვიზუალური მასალიდან ეპოქის აღქმის ანალიზის განხორციელება, აგრეთვე, დოკუმენტური ფილმებიდან კონკრეტული კითხვარის დახმარებით გაცემული პასუხები, რომელიც მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარებას უწყობს ხელს, გარდა ამისა ვიზუალური მასალიდან ინფორმაციის აღქმა უფრო სახალისო და საინტერესოა მასალის დამახსოვრების თვალსაზრისით. რაც შეეხება წერილობითი წყაროების განხილვას მანაც დიდი ინტერესი და ყურადღების მობილიზება გამოიწვია, სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორციელება პრობლემური საკითხის განხილვას უფრო მეტად უწყობს ხელს, გაკვეთილის თითქმის ყველა ეტაპი გამოირჩეოდა საინტერესო ეპიზოდებით, მოსწავლეების ყურადღება კონცენტრირებული იყო შესასწავლი მასალის აღქმა გაანალიზებაზე, რაც გაკვეთილს სახალისოს და საინტერესოს ხდიდა. მიზანი რომელიც ესგ–ს სტანდარტზე დაყრდობით დავსახე, ვთვლი, რომ მიღწევადი აღმოჩნდა. მიუხედავად მრავალი სიახლისა მოსწავლეები ფლობენ საჭირო უნარ ჩვევებს  რაც აადვილებდა გაკვეთილის მსვლელობის წარმატებით განხორციელებას.
     აღნიშნული გაკვეთილი იყო სიახლე თავისი დაგეგმილი აქტივობებით, როგორც მოსწავლეებისათვის ისე კოლეგებისათვის, მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა საგაკვეთილო პროცესში არის ახალი გამოწვევა , რომელიც ეხმარება მასწავლებელს საგაკვეთილო პროცესი გახადოს მოსწავლის ინტერესზე მორგებული, ხოლო კოლეგებმა დაგეგმილი აქტივობები გამოიყენონ საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის,   ხელი შეუწყონ მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას და სწავლების პროცესი სახალისო და ადვილად აღქმადი გახადონ. აღნიშნული გაკვეთილი მოსწავლეებს დაეხმარა, როგორც,  კრიტიკული აზროვნების განვითარებაში,   ისე  მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, ანალიზისა  და განხილვის უნარის განვითარებაში;
     თუმცა ყველა მასწავლებელი და მათ შორის მეც ყოველთვის ვამჩნევ გაკვეთილის უარყოფით მხარესაც , გაკვეთილის მსვლელობის პროცესში ადგილი ჰქონდა რამდენიმე მოსწავლის პასიურობას, ( ასეთი სულ იყო 4 მოსწავლე, გაკვეთილს ესწრებოდა 22  მოსწავლე) განსაკუთრებით აღსანიშნავია გაკვეთილის მსვლელობის პირველი ეტაპი , როდესაც დავალებები ვიზუალური მასალის აღქმას ითვალისწინებდა და პასუხები მოსწავლეებს ინდივიდუალურად უნდა მოეწოდებინათ,  რაც შეეხება ჯგუფურ მუშაობას აღნიშნული მოსწავლეები მასში უფრო ჩართულნი აღმოჩნდნენ. ვფიქრობ რომ შეკრთომა კლასის მრავალფეროვანმა გარემომაც გამოიწვია, თუმცა  აღნიშნული მოსწავლეებიდან 2 მოსწავლე  გამოირჩევა მაღალი მოსწრებით, ამიტომ, ამგვარი კომპლექსის მოხსნა შემდეგში ჩემი პირველი ამოცანა იქნება. აღნიშნულ მოსწავლეებს უფრო ხშირად მივცემ შესაძლებლობას, გააკეთონ სხვადასხვა პროექტების დაგეგმვის საუძველზე, ფართო აუდიტორიის წინაშე პრეზენტაცია, რაც  დასტურია კომპლექსის მოხსნის,  თანამშრომლობითი უნარის განვითარების და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენის. გაკვეთილის თანმიმდევრობა შედეგიანი აღმოჩნდა, ამიტომ ამგვარი ტიპის გაკვეთილის ჩატარების შემთხვევაში რომელიმე დაგეგმილი აქტივობის  მნიშვნელოვანი სახეცვლილების ფორმას ვფიქრობ ადგილი არ უნდა ჰქონდეს. გაკვეთილის გეგმას გააჩნია გამოყენებული მედეარესურსების ნუსხა, გთავაზობთ ამ ჩამონათვალს.

7.      ინფორმაციის წყარო:    კვირის პალიტრა, 2016 წ, 01 თებერვალი
ეკა სალაყაია


                                                                                  14. 04. 2017 წელი

                                                                                       ნ. მეკოკიშვილი











Comments