ჩატარებული გაკვეთილის გეგმები

     
ყოველ წელს ვფიქრობ გავიუმჯობესო პედაგოგიური პრაქტიკა, ამიტომ ვატარებ ისეთ  გაკვეთილებ, რომლებიც, საშუალებას მომცემს მოვისმინო კოლეგების უკუკავშირი, და დავინახო გამოსასწორებელი მხარე, გთავაზობ ჩემი გაკვეთილების გეგმას.

1. გაკვეთილის თემა
სტუმართმასპინძლობა
2. სწავლების საფეხური და კლასი
 საფეხური დაწყებითი , V კლასი
3. საგანი, მასწავლებლის სახელი, გვარი
 ჩვენი საქართველო
 ნათია მეკოკიშვილი
4. მოსწავლეთა რაოდენობა
 18
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
 გვყავს ერთი მოსწავლე, (სმენადაქვეითებული)
 6. გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოცემული გაკვეთილი ეხმარება მოსწავლეს, გაიცნოს  საკუთარი  ქვეყანა, მისი მხარეები,  ადგილები, რომლებსაც წარსულში მომხდარი  სხვადასხვა საინტერესო ამბავი,  თუ ტრადიცია გააჩნია.  ეს გააღვივებს მოზარდის  ცნობისმოყვარეობას წარსულის მიმართ და გაუადვილებს  განსხვავებული,  განცალკევებული ინფორმაციის ერთიანად აღქმა-გააზრებას.  წარსულის ტრადიციების შესწავლა კი  დაეხმარება გააკეთოს დასკვნები,   პარალელი გაავლოს თანამედროვეობასთან  და იმსჯელოს ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე. ყოველივე ეს მათ შესაძლებლობას მისცემთ განივითარონ ისეთი უნარები როგორიც არის:

·      ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება
·      ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია
·      თანამშრომლობა

7. გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით)
1.      ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება
2.      ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია
3.       თანამშრომლობა

მოსწავლეები იმსჯელებენ სტუმართმასპინძლობის მნიშვნელობაზე საქართველოში , ჩამოაყალიბებენ სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელ სტუმარტმასპინძლობის ტრადიციებს და შეადარებენ თავისი კუთხის ტრადიციასთან. იმუშავებენ სქემებზე.
8. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
 აზმეც.V-VI.16. მოსწავლეს შეუძლია  შეადაროს სხვადასხვა საზოგადოება მათთვის დამახასიათებელი  ნიშან-თვისებებისა და წესების მიხედვით.


აზ.მეც.V-VI.22.  მოსწავლეს შეუძლია აღწეროს საქართველოს მოსახლეობის კულტურათა მსგავსება-განსხვავებების გამოვლინებები და განიხილოს შესაბამისი მიზეზები.


შედეგი თვალსაჩინოათუ მოსწავლე:

·         აღწერს ძირითადი საზოგადოებებისათვის დამახასიათებელ თვისებებსა  და  წესებს.
·         ადარებს საქართველოს ისტორიული მხარეებისათვის დამახასიათებელ  წეს-ჩვეულებებს (კულტურული მრავალფეროვნება).




·         
9. წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებმა იციან ტერმინოლოგიის განმარტება, ავსებენ ცხრილებს, აკეთებენ დასკვნებს, აკავშირებენ ფაქტებს და მოვლენებს ერთმანეთთან, იციან ძველი და თანამედროვე მოვლენების შედარება ანალიზი.
10. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)

გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთი.

მუშაობის ფორმა- ინდივიდუალური , ჯგუფური, მთელი კლასი.

აქტივობა 1. კლასის ორგანიზების , თემის სათაურისა და გაკვეთილის მიზნის გაცნობის შემდეგ  ( 3 წთ.)   მასწავლებელი ამოწმებს დავალებას. დავალების სათაურია ესე თემაზე : სტუმართმასპინძლობა ჩემ მხარეში. დავალების შესწორების შემდეგ თემის უკეთ გაანალიზების მიზნით მასწავლებელი  კლასს მიმართავს კითხვით.  როგორ გესმით ტერმინი სტუმართმასპინძლობა?  
მოსწავლეების პასუხებს მასწავლებელი აჯამებს და ავსებს დაფაზე ასოციაციურ რუკას.    5  წთ.

აქტივობა 2. კლასი წინასწარ  დაყოფილია ჯგუფებადსულ არის სამი ჯგუფიჯგუფებში მოსწავლეები თანაბარი სიძლიერით არიან გადანაწილებულები. თითოეულ ჯუფს აქვთ წინასწარ გამზადებული ბარათები,  სადაც დავალებაა განთავსებული. დავალებაში შერწყმულია სსიმ მოსწავლისათვის განკუთვნილი აქტივობაც,  ბარათების დარიგების და მასწავლებლის მითითების შემდეგ  სამივე  ჯგუფი ერთდროულად იწყებს დავალების შესრულებას , დავალების შესასრულებლად მათ  ეძლევათ 10 წუთიპრეზენტაციისათვის 3 წუთი.



ჯგუფიდავალება.
გრიგოლ ორბელიანის სიტყვების მიხედვით– „ერი პურადი,  გულადი, მებრძოლი შავის ბედისა.“ დაახასიათეთ ქართველი ერი სხვადასხვა კუთხის სტუმართმასპინძლობის ტრადიციის მიხედვით,   გამოყავით ქართული სტუმართმასპინძლობის დადებითი და უარყოფითი მხარე და შეავსეთ ცხრილი:                   

                                       ქართული სტუმართმასპინძლობა

        დადებითი
          უარყოფითი



    პრეზენტაცია  3 წთ.


ჯგუფიდავალება.

დაახასიათეთ სასტუმრო  სახლი ძველად და ახლა, გამოყავით მსგავსება   განსხვავებები და შეავსეთ ვენის დიაგრამა: თქვენი აზრით რას უწყობდა ხელს სტუმართმასპინძლობის ტრადიციული წესები?

სასტუმრო სახლი ძველათ                   სასტუმრო სახლი ახლა






                            
                                        პრეზენტაცია 3 წუთი.


ჯგუფიდავალება.
      რა საჩუქარს უმზადებდა  მასპინძელი  სტუმარს აფხაზეთში, განმარტეთ  როგორ გესმით ფრაზა „სტუმარი ღვთისაა“, სტუმართმასპინძლობის თვალსაზრისით რომელ კუთხეს გამოარჩევდით? დააკონკრეტეთ ამ კუთხის ღირებულებები ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით.

კუთხე
განსაკუთრებული ტრადიცია
საპატიო მოვალეობის დაკისრება
სტუმართმასპინძლობის მნიშვნელობა ამ კუთხეში





                         პრეზენტაცია 3 წუთი.

შენიშვნა: რაც შეეხება სსიმ მოსწავლეს მოცემული დავალებები ითვალისწინებს მის შესაძლებლობებს, მას შეუძლია სქემების , ცხრილის შევსება, ასახელებს ერთ ან რამდენიმე ტრადიციულ ნიშანს, შეუძლია მოკლე აზრის გადმოცემა კონკრეტული დავალებიდან.

 გაკვეთილის შეჯამება.

პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები გადადიან კითხვა-პასუხის რეჟიმზე, სადაც ამომწურავ პასუხებს მიიღებენ  კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. (დრო 2 წთ. )
   მასწავლებელი თემატიკიდან გამომდინარე აგრძელებს საკითხს და მოსწავლეებს სთავაზობს სლაიდ შოუს თემაზე:  ქორწილი საქართველოში, ახალი მასალის ახსნასთან ერთად პარალელს ავლებს უკვე ნასწავლი მასალიდან  და მოსწავლეების დახმარებით ხსნის ახალ გაკვეთილს. 7 წთ.
 ბოლოს მოსწავლეებს ეძლევათ საშინაო დავალება მოამზადონ მომდევნო გაკვეთილისათვის პრეზენტაცია სათაურით ქორწილი და სტუმართმასპინძლობის ტრადიციები ძველად და ახლა.  მოსწავლეები უკვე სცნობენ პრეზენტაციის  შეფასების კრიტერიუმებს.
 1 წთ.( იხ. დანართი. 3)

საშინაო დავალების მიცემის შემდეგ კლასში მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს პრეზენტაციისა და ჯგუფური მუშაობის რუბრიკის საშუალებითაკეთებს  კომენტარებსუთითებს  გამოსასწორებელ მხარეებზე.  (8 წთ.)
   
11. შეფასება
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

მოსწავლეები ფასდებიან განმსაზღვრელიგანმავითარებელი შეფასებითკომენტარითპრეზენტაციისა და  ჯგუფური მუშაობის რუბრიკებით.
( იხ. დანართი 1 და 2)
12. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები

1.      ჩვენი საქართველო 5 კლასი გამომცემლობა „ლოგოს პრესი“
2.      ბერძენიშვილი საქართველოს ისტორიის საკითხები წიგნ.1 თბ. 1864 .

3.  საქორწინო ტრადიციები ძველ საქართველოში
www.ambioni. Ge
4  . ვიკიპედია
5 . სერგი მაკალათია „ფშავი“
6 . ქორწინების ქართული ტრადიციები for brides
https//forbrides.wordpress.com
.

7.      პროექტორი, თაბახის ფურცლები,  ბარათები,  კომპიუტერი.
(პუნქტების მოკლე აღწერა)
1. გაკვეთილის თემა
ოსმალები მახლობელ აღმოსავლეთში
2. სწავლების საფეხური და კლასი
საბაზო, VII კლასი
3. ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლების სახელი, გვარი
 ისტორია,  ისტ-ის გამოყენებით
          ნათია მეკოკიშვილი
4. მოსწავლეთა რაოდენობა
 31 მოსწავლე
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
არ გვყავს
 6. გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მსჯელობის თანამშრომლობისა  და ანალიზის უნარის 
 განვითარებას,  რაც წინაპირობაა მოსწავლემ უკეთ შეიცნოს და   გაიაზროს მოცემული თემა , რომელიც ინფორმაციის უკეთ  დაუფლების შემდეგ ხელს შეუწყობს საკითხის ღრმა შესწავლას სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით, რათა მოსწავლემ გაანალიზოს მომდევნო გაკვეთილი პირველზე დაყრდნობით.
7. გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით)
ჯგუფური მუშაობის ფონზე მოსწავლეები დაახასიათებენ, ოსმალეთის იმპერიის მაგალითზე , სახელმწიფოს მმართველობით ფორმებს, ცხრილის საშუალებით დააჯგუფებენ ამ სახელმწიფოში რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკური მოღვაწის მოტივაციასა და მიზნებს, გამოთქვავენ საკუთარ მოსაზრებებს ამ განსხვავებული ინტერპრეტაციის მიზეზებთან დაკავშირებით.
8. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

ისტ.VII.3მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      სხვადასხვა ისტორიული ეპოქის მაგალითებზე დაყრდნობით ახასიათებს სახელმწიფოს მმართველობის ფორმებს;

ისტ.  VII 4.  მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას დროის სკალაზე აღნიშნავს ისტორიისთვის, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან ოთხ ან ხუთ პოლიტიკურ მოღვაწეს და კლასის წინაშე საუბრობს  მისი  არჩევანის მიზეზებზე;
  • ცხრილის საშუალებით აჯგუფებს ორი რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური მოღვაწის მოტივაციასა და მიზნებს;
9. წინასწარი ცოდნა

მოსწავლეები ფლობენ სახელმწიფოს მმართველობის ფორმების ცნებას, ვენის დიაგრამის გამოყენებით ერთმანეთს შეადარებენ ერთი და იგივე ეპოქის განსხვავებულ, სახელმწიფოს მმართველობის ფორმებს, შეძლებენ საკუთარი აზრის დაფიქსირებასა და არგუმენტაციას.
10. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
             მუშაობის ფორმა -ჯგუფური. დრო 45 წუთი.
კლასის ორგანიზების შემდეგ  ,მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს თუ რა არის გაკვეთილის მიზანი და რა შედეგს უნდა მივაღწიოთ მოცემულ გაკვეთილზე.    დრო  3 წუთი.
             აქტივობა 1.  გონებრივი იერიშის გამოყენებით მასწავლებელი კლასს მიმართავს შემდეგი კითხვით -ვინ არიან ოსმალები? მოსმენილ ვერსიებს დაფაზე ჩამოწერს. დრო 3 წუთი.
             აქტივობა 2. კლასი წინასწარ დაყოფილია 4  ჯგუფად, ცალკეულ ჯგუფს ეძლევა მასწავლებლის მიერ წინასწარ გამზადებული ბარათები, სადაც განთავსებულია შესასრულებელი დავალებები.
                 1. ჯგუფი. დავალება:
ვენის დიაგრამის გამოყენებით შეადარეთ ერთმანეთს ოსმალეთისა და მონღოლეთის იმპერიები, იმსჯელეთ ამ იმპერიის მსგავსებასა და განსხვავებაზე, ახსენით რამ გამოიწვია არსებული ცვლილებები?
 დავალების შესასრულებლად ცალკეულ ჯგუფს ეძლევა 10 წუთი პრეზენტაციისათვის  3 წუთი.
                 2. ჯგუფი, დავალება:
შეადარეთ ერთმანეთს ოსმან I- სა და ორჰანის მმართველობის მიზნები, განსაზღვრეთ ცალკეული მათგანის წარმატების მიზეზები, თქვენი აზრით რამ განაპირობა ამ ადამიანების  ნამართი სახელმწიფოს წინსვლა. შეავსეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი. პრეზენტაცია 3 წუთი.
                 3 . ჯგუფი. დავალება:
როგორი საზოგადოებრივი  წყობა იყო, XIII-XIV საუკუნის ოსმალეთში და უწყობდა თუ არა ხელს ასეთი წყობის განვითარება არსებულ სახელმწიფო მმართველობის ფორმას, განმარტეთ რა არის თიმარები და შეადარეთ შუა საუკუნეების ბენეფიციუმს , შეავსეთ T დიაგრამა. პრეზენტაცია 3 წუთი.
                   4.  ჯგუფი, დავალება:
 დაახასიათეთ რა ძალაუფლებას ფლობდა სულთანი,  დაასახელეთ ისტორიაში თქვენთვის ცნობილი 4 წარმატებული სახელმწიფო მმართველი და განმარტეთ თქვენი არჩევანის მიზეზები. შეავსეთ დროის ხაზი , აღნიშნეთ მასზე ოსმალეთის იმპერიის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღები.  პრეზენტაცია  3 წუთი.
        აქტივობა 3. გაკვეთილის შეჯამება
მასწავლებელი მიმართავს კლასს, საბოლოოდ ჩამოაყალიბონ ოსმალეთის სახელმწიფოს წარმატების მიზეზები და  გამოყონ ზოგადად იმპერიების შექმნის დადებითი და უარყოფითი მხარე. მოწოდებული პასუხები დაფაზე იწერება. 4  წუთი.
     აქტივობა 4.
მასწავლებელი  აგრძელებს თემას და მოსწავლეებს პროექტორზე უჩვენებს თუ როგორ დაეცა კონსტანტინეპოლი ოსმალეთის ხელით,რა კულტურას ფლობდა ბიზანტიის იმპერია და რამ გამოიწვია ერთი იმპერიის განადგურება მეორე იმპერიის ხელით,  გამოყოფს მნიშვნელოვან დეტალებს შესასწავლი თემიდან, კლასს ეძლევა დავალება მომდევნო გაკვეთილზე წარმოადგინონ 150 სიტყვიანი ესე თემაზე:“ იმპერია სახელმწიფოთა მართვის წარმატების,  თუ წარუმატებლობის სიმბოლო „. 7 წუთი
  აქტივობა 5.
მასწავლებელი გადადის შეფასებაზე 6 წუთი.






11. შეფასება
 განმსაზღვრელი, განმავითარებელი
მოსწავლეები შეფასდებიან ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის რუბრიკებით, აგრეთვე განმავითარებელი კომენტარებით.
12. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები

 კომპიუტერი, პროექტორი,საოფისე პროგრამები.POVERPOINT.
სახელმძღვანელო, ისტორია 7 კლასი , გამომცემლობა „კლიო“.
რუკა, ბარათები, თაბახის ფურცლები. ინტერნეტ რესურსები. ენციკლოპედია.



ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
(პუნქტების მოკლე აღწერა)
1. გაკვეთილის თემა
ისტორიული გეოგრაფია
2. სწავლების საფეხური და კლასი
საფეხურისაშუალო, X კლასი.
3. ინტეგრირებული საგნებიმასწავლებლების სახელიგვარი
ისტორია,   ნათია მეკოკიშვილი
 გეოგრაფია,  ლეილა ზუკაკიშვილი

4. მოსწავლეთა რაოდენობა
16
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
არ გვყავს
 6. გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
    ისტორიული გეოგრაფია ცოდნის ის დარგია, რომლის შესწავლის სფერო კაცობრიობის ისტორიული წარსულის გეოგრაფიაა,  გეოგრაფიული გარემოს და ისტორიული ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში,  შესწავლილი მასალის განმტკიცებასა და განზოგადებას. საქართველოსა და მსოფლიოს პოლიტიკურ, ფიზიკურ და ისტორიულ რუკებზე ადგილების, მოვლენების და პროცესების ამოცნობის საშუალებით მოსწავლეები გაიმყარებენ  თეორიულ ცოდნას, გაიაზრებენ და გაანალიზებენ გეოგრაფიული ინფორმაციას, ისწავლიან მათი საჭიროებისამებრ გამოყენებას, ისტორიულ- გეოგრაფიის საკითხებზე დასაბუთებულ მსჯელობას., ყოველივე ეს კი მოსწავლეებს განუვითარებს შემდეგ  უნარ ჩვევებს:
1.      დროსა და სივრცეში ორიენტაცია.
2.      ისტორიულ- გეოგრაფიული საშუალებების გამოყენება.
3.      პოზიციის შემუშავება, კრიტიკა და დაცვა.
4.      თანამშრომლობა.
ყოველივე ამ უნარის განვითარება კი საკმაოდ მნიშვნელოვანია მათი შემდგომი განვითარებისა და წინსვლისათვის.
7. გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით)
  1. ისტორიულ-გეოგრაფიული საშუალებების გამოყენება.
  2. რუკაზე ორიენტაცია.
  3. თანამშრომლობა
4.      ისტ-ი გამოყენება სასწავლო პროცესში.

 მოსწავლეები  იმსჯელებენ ისტორიის დამხმარე დარგებზე  მათ მნიშვნელობაზეგამოყოფენ და იმსჯელებენ მსოფლიო პოლიტიკური რუკის ჩამოყალიბების ძირითად ეტაპებზე და მის მნიშვნელობაზე  ქვეყნის ისტორიაში.
8. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ისტ.X. 2.  მოსწავლეს შეუძლია ისტორიის ძირითად  და დამხმარე დარგებზე მსჯელობა  და მათი სპეციფიკის  განსაზღრა.
შედეგი თვალსაჩინოათუ მოსწავლე:
·         
·         მსჯელობს ისტორიული დარგების ადგილსა და მნიშვნელობაზე ისტორიული პროცესის შესაძლებელი სისრულით აღდგენისა და აღქმისათვის;
·         განსაზღვრავს ისტორიული გეოგრაფიის მნიშვნელობასიცნობს ისტორიული კარტოგრაფიის ძირითად ეტაპებსმათ შორის ქართული კარტოგრაფიის განვითარების ისტორიას (მაგ.: მსჯელობს ვახუშტი ბაგრატიონის კარტოგრაფიულ მემკვიდრეობაზე და ადარებს მის ატლასებს მისი დროის მსოფლიო კარტოგრაფიულ მიღწევებთან).

გეო.X.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან.
            შედეგი თვალსაჩინოათუ მოსწავლე:
·         გამოყოფს მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ჩამოყალიბების ძირითად ეტაპებსმსჯელობს პოლიტიკურ რუკაზე ასახულ რაოდენობრივ და თვისობრივ ცვლილებებზეშედეგებს გამოსახავს მისთვის სასურველი ფორმით;
·         ჯგუფური მუშაობისას აანალიზებს მოძიებულ ინფორმაციას მსოფლიოში XX საუკუნის 90-იან წლებში მიმდინარე პროცესების შესახებ და უკავშირებს მათ თანამედროვე პოლიტიკური რუკის ფორმირებასმიზეზ-შედეგობრივ კავშირებს გამოხატავს სასურველი ფორმით;

9. წინასწარი ცოდნა

მოსწავლეები აყალიბებენ ზოგადად რუკის მნიშვნელობას ქვეყნის ისტორიაში და კონკრეტულ საკითხთან მიმართებაშითვლიან მათთვის ცნობილ ქართველ და არა ქართველ მოგზაურებს , მსჯელობენ  მათი ნაშრომების მნიშვნელობაზე  ჩვენი ქვეყნის მისამართით.
10. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)

გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთი.

მუშაობის ფორმა- ინდივიდუალური , ჯგუფური, მთელი კლასი.

აქტივობა1. კლასის ორგანიზების , თემის სათაურისა და გაკვეთილის მიზნის გაცნობის შემდეგ ისტორიის მასწავლებელი  კლასს მიმართავს შემდეგი კითხვით:  თქვენი აზრით რას ნიშნავს ისტორიული გეოგრაფია?
მოსწავლეების პასუხებს მასწავლებელი აჯამებს და ავსებს დაფაზე ასოციაციურ რუკას.
 დრო 4. წთ.

აქტივობა 2. კლასი წინასწარ  დაყოფილია ჯგუფებადსულ არის ოთხი ჯგუფიჯგუფებში მოსწავლეები თანაბარი სიძლიერით არიან გადანაწილებულები. თითოეულ ჯგუფს ააქვთ წინასწარ გამზადებული ბარათები სადაც მოცემული დავალება ინტეგრირებული საგნების ინტერესიდან გამომდინარეა შედგენილი. (შეჯერებულიბარათების დარიგების და მასწავლებლის მითითების შემდეგ  ოთხივე ჯგუფი ერთდროულად იწყებს დავალების   შესრულებას , დავალების შესასრულებლად მათ  ეძლევათ 10 წუთიპრეზენტაციისათვის 3 წუთი.

ჯგუფიდავალება.
     შეადარეთ ერთმანეთს 1990 წლის ევროპის პოლიტიკური რუკა, 1993 წლის ევროპის პოლიტიკურ რუკასჩამოაყალიბეთ რა ცვლილება განიცადა ამ დროს ევროპამ? რა იყო ამ ცვლილების მიზეზი? 
    პრეზენტაცია  3 წთ.


ჯგუფიდავალება.
      შეადარეთ ევროკავშირის დროშის სიმბოლიკა ამერიკის შეერთებული შტატების დროშის  სიმბოლიკას და იმსჯელეთ მათ შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებაზეთქვენი სიტყვებით ჩამოაყალიბეთრა მნიშვნელობა აქვს ისტორიულ-გეოგრაფიას კონკრეტული დავალების შესრულების პროცესში?  შეავსეთ ვენის დიაგრამა.
                                პრეზენტაცია 3 წუთი.

ჯგუფიდავალება.
     XIII საუკუნის საქართველოს რუკის გამოყენებით განსაზღვრეთარსებული პოლიტიკური სიტუაციის ფონზერომელი მხარე განიცდიდა ყველაზე მეტად საზღვრის ცვლილებას?
                                   პრეზენტაცია 3 წუთი.

ჯგუფიდავალება.
      ჩამოთვალეთ და ისაუბრეთ  XVIII  საუკუნის ქართველი    და არაქართველი მოგზაურების  ცნობებზე საქართველოს შესახებ,  იმსჯელეთ,  მათ სანდოობაზე და შეავსეთ კონტურული რუკათუ რა გზა გამოიარეს საქართველომდე უცხოელმა მოგზაურებმა.  

                                      პრეზენტაცია 3 წუთი.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმი, სადაც  ყველა დასმულ შეკითხვას გაეცა პასუხი.  დრო 3 წთ.


 გაკვეთილის შეჯამება.

კითხვა- პასუხის რეჟიმის დასრულების  შემდეგ გეოგრაფიის მასწავლებელი  პროექტორზეწარადგენს , მსოფლიო  პოლიტიკურ რუკებს რომლებმაც მეოცე საუკუნეში განიცადეს ცვლილებაისტორიის მასწავლებელიარსებული პოლიტიკური რუკების გამოყენებით სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ და ჩამოაყალიბონ  ყველა ის პრობლემა რომლებიც გეოგრაფიული საზღვრების ცვლილებას იწვევდააგრეთვე განსაზღვრონ ისტორიული გეოგრაფიისროგორც დამხმარე დისციპლინის როლიროგორც ისტორიის ისე გეოგრაფიის განვითარებაში დრო :  3 წუთი.
   ისტორიის მასწავლებელი ინტერნეტიდან და აგრეთვე სხვადასხვა წყაროებში ნახსენებ ინფორმაციას თანმიმდევრობით წარმოაჩენს პროექტორზერათა მოსწავლეებს ნათელი წარმოდგენა შეექმნათთუ როგორ ხდებოდა ისტორიულგეოგრაფიული რუკების შედგენამაგვახუშტი ბატონიშვილის შედგენილი რუკები, აგრეთვე  XVI-XVII  საუკუნეების  უცხოელი მოგზაურების მიერ შედგენილი რუკები და საქართველოს ადგილი ამ რუკებზე, მოსწავლეები ისაუბრებენ ამ ნაშრომების მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისათვის. 3 წუთი.
 ბოლოს მოსწავლეებს ეძლევათ საშინაო დავალებადაწერონ   ესე შემდეგი სათაურით. “ ეპოქა და მოგზაურები. მოსწავლეებს გავაცანით ესეს შეფასების კრიტერიუმები და განვუმარტეთ ცალკეული მათგანი. დრო 2 წთ.( იხ. დანართი. 3)

საშინაო დავალების მიცემის შემდეგ კლასში მასწავლებლები აფასებენ მოსწავლეებს პრეზენტაციისა და ჯგუფური მუშაობის რუბრიკის საშუალებითაკეთებენ კომენტარებსუთითებენ  გამოსასწორებელ მხარეებზე.  8 წთ.
11. შეფასება




პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

მოსწავლეები ფასდებიან განმსაზღვრელიგანმავითარებელი შეფასებითკომენტარითპრეზენტაციისა და  ჯგუფური მუშაობის რუბრიკებით.

12. საკლასო მენეჯმენტი_
საგანმანათლებლო რესურსები

  1. სკოლის  სახელმძღვანელო, ისტორია შესავალი X კლასინატა ახმეტელინათია ფირცხალავა.
 2. ვახუშტი ბატონიშვილი “ აღწერა სამეფოისა საქართველოისა, ვიკიპედია.
 3.  ა. ბაქრაძე, დონ  ქრისტეფორო დე  კასტელის ნახატების თვალიერებისას თბ. 1979 წ.
 4.  ლალი ფირცხალავა , ისტორიის შესავალი, თ. 1999 წ.         
 5.  დ .მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული- გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ტ. I, თბ. 1977 წ. კომპიუტერიპროექტორი,თაბახის ფურცლები,  ისტორიულ-გეოგრაფიული რუკებიკონტურული რუკა.






Comments